ეს ზეთი სისხლის მიმოქცევას აძლიერებს და კურნავს

1904

მუსკატის კაკლის ზეთი შესანიშნავი მასტიმულირებელი, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული საშუალებაა. რომელიმე ეთერზეთი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ასეთ სასარგებლო თვისებების ნაკრებს იშვიათად ფლობს.

თუ მაქსიმალურად სასარგებლო თვისებების მქონე ეთერზეთს ეძებთ, მაშინ არჩევანი მუსკატის კაკლის ზეთზე გააკეთეთ, რომელსაც ძველად მედიცინაში შავ ჭირთან და სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში იყენებდნენ. ეს ზეთი აიურვერდულ მედიცინაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ დღემდე პოპულარულია. ზეთს მუსკატის კაკალის თესლიდან ორთქლით დისტილაციის ხარჯზე იღებენ.

ძალიან ბევრი პროდუქტი, მათ შორის პარფიუმი, კოსმეტიკა, საპონი, პირის სავლები სითხე, ამ ზეთს შეიცავს. ის ამა თუ იმ კერძებში არომატიზატორის და სანელებლის სახით გამოიყენება. მუსკატის კაკლის ზეთი მასტიმულირებელ და ანტიბაქტერიულ ზემოქმედებას ფლობს. ამასთან ზეთი დამშვიდებას ხელს უწყობს, ანუ დამამშვიდებელ, ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდულ მოქმედებას ფლობს.  ყველა ამ თვისების წყალობით სხვადასხვა აშლილობის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური პროდუქტია. მაგალითად, მისი გამოყენება სისხლის მიმოქცევის პრობლემების დროს სასარგებლოა. მუსკატის კაკლის გამაჯანსაღებელი ზეთი სისხლის ნაკადს აძლიერებს, რაც საშუალებას იძლევა, რომ ჩვენს სხეულში ყველა უჯრედმა ჟანგბადი უკეთ მიიღოს.

მუსკატის კაკლის ზეთს ხველის საწინააღმდეგო სიროფებს ხშირად უმატებენ. მას შეგუბების და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და სასუნთქი გზების ინფექციებს კურნავს. თუ ქალს მენსტრუაციული სპაზმები და თვიურის დარღვევა აწუხებს, ეს ზეთი ტკივილის შემსუბუქებაში დაეხმარება. ამასთან, ზეთს მენსტრუაციული ციკლის დარეგულირების უნარი აქვს და დადებით გავლენას ახდენს ისეთ სიმპტომებზე, როგორიცაა დაღლილობა, განწყობის ცვლილებები, დეპრესია და ჰორმონალური დისბალანსი. ხის არომატი პირის ღრუს უსიამოვნო სუნის სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ. ზეთის ანტისეპტიკური თვისება კი პირის ღრუს დაავადებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ და ინფექციებს თავიდან აგაცილებთ. და ბოლოს, მუსკატის კაკლის ზეთი ეფექტურად კურნავს ნაწლავურ აშლილობას, მათ შორის შებერილობას, ყაბზობას, გულისრევას და დისპესიას. მუსკატის კაკლის ზეთი მადას ზრდის. ამის შესახებ The Health Site წერს.