ქრონიკული ტკივილები: რატომ ჩნდება და რა უნდა გააკეთოთ?

2845
photo by Darwin Laganzon on Pixabay

ადამიანებს ხშირად ქრონიკული ტკივილები, წელის, თავის და გულმკერდის ტკივილი აწუხებთ. პაციენტები ტკივილს ითმენენ, თუმცა ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ რა შეიძლება იყოს ქრონიკული ტკივილების მიზეზები და რა უნდა გააკეთოთ.

ქრონიკული ტკივილის მიზეზები

თუ ადამიანის ჩონჩხს შეხედავთ, შეიძლება ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ჩოჩხი უძრავი და მოძრავი ნაწილებისგან შედგება. პირველს მიეკუთვნება ქალა, გულმკერდი, მენჯი. ხოლო მოძრავ ნაწილს მიეკუთვნება, მაგალითად, წელი, კისერი. ადამიანები ყველაზე ხშირად სწორედ რომ მოძრავი ნაწილების ტკივილს უჩივიან. ამასთან ამ ნაწილების დაზიანება არ ახსოვთ.

90% შემთხვევაში ტკივილის ნამდვილი მიზეზი იმ ადგილას არაა, სადაც ქრონიკული ტკივილი ჩნდება. კისრის, თავის, წინამხრის სარტყლის ტკივილის 99% შემთხვევაში ეს თავის ქალის დაზიანებას უკავშირდება. ხშირად ფეხის, მენჯის, გავის ძვლის, ხერხემლის წელის არეში ქრონიკული ტკივილის მიზეზი გავის ძვლის ან კუდუსუნის დაზიანებაა.

სწორედ ამიტომ, ქრონიკული ტკივილის მიზეზის დასადგენად, სხვადასხვა დაზიანების შედეგები უნდა შეისწავლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მიზეზის გამოვლენას ვერ შეძლებთ და ტკივილი თქვენს შეწუხებას გააგრძელებს. ნებისმიერი მეთოდი მათ აღმოსაფხვრელად ან შესამსუბუქებლად სიტუაციას მხოლოდ დროებით გააუმჯობესებს.

რა უნდა გააკეთოთ?

პირველ რიგში, კვალიფიციური ექიმი იპოვეთ, რომელიც ღერძული ჩოჩხის გასწორებაში დაგეხმარებათ, დატვირთვას მარჯვენა და მარცხენა მხარეს, სხეულის უკანა და წინა ნაწილზე თანაბრად გადაანაწილებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რადგან არა თავად ქრონიკულ ტკივილს, არამედ მისი წარმოშობის მიზეზს ებრძვის.

მეორეც, გააცნობიერეთ, რომ ტკივილის მიზეზი იქ არაა, სადაც იქმნება. ასე მკურნალობის არასწორი მეთოდის, მცდარი ვარჯიშისა და სხვა ქმედებისგან დაცული იქნებით.

მესამეც, კუნთები არ გააძლიეროთ იმ ზონაში, სადაც მტკივნეულ შეგრძნებას გრძნობთ. ამან შეიძლება ზედმეტი დატვირთვა გამოიწვიოს იმ ადგილას, რომელიც ისედაც გტკივათ.

მეოთხეც, იარეთ, მაგრამ სწორად – მსუბუქად. სიარული აერობული უნდა იყოს, დღეში 40 წუთი. ასევე ქრონიკული ტკივილის დროს ცეკვები, სიარული და ცურვა შესანიშნავი მეთოდი იქნება. ამასთან, დატვირთვა ზომიერი უნდა იყოს.

მეხუთეც, სითბო დაგეხმარებათ. თუ საქმე არა ანთებას, არამედ კუნთების მოდუნებას და ტკივილის გაქრობას ეხება, თბილი აბაზანის ან სათბურის გამოყენება ლოგიკური იქნება. მაგალითად, შეგიძლიათ საუნაში წახვიდეთ, რომ მთელი ორგანიზმი გაათბოთ. საუნაში წასვლამდე მკურნალ ექიმთან გადაამოწმეთ, რომ თქვენთვის ეს პროცედურა ნებადართულია. თუ შეიძლება, მცირე ხნით ცხელი აბაზანის ან საუნის მიღება ყველა პრობლემას თავიდან აგაცილებთ.

მეექვსეც, მარტივი ფიზიკური ვარჯიში შეასრულეთ, რომელიც მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. ფიზიკური ვარჯიში უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ქრონიკული ტკივილების დროს მსუბუქი უნდა იყოს.