განტვირთვის დღე წყალზე: ვისთვისაა სასარგებლო და რას მოგვცემს ეს.

1457
photo by Bruno /Germany on Pixabay

ზოგისთვის ჭარბი წონა პრობლემა ხდება, რომლის გადაჭრის გზაც თითქოსდა არსად ჩანს. სინამდვილეში ერთი მარტივი პასუხი არსებობს – პერიოდულად განტვირთვის დღეები უნდა მოაწყოთ. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად განტვირთვის დღე წყალზე ითვლება. „ვივიენი“ გიამბობთ, თუ ასეთი მეთოდი ვისთვის არის სასარგებლო და საერთოდ რას მოგცემთ.

რა არის განტვირთვის დღე

განტვირთვის დღე ერთგვარი მინი დიეტაა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უნდა დაიცვათ. კვების რეჟიმი შეგიძლიათ სხვადასხვანაირად შეადგინოთ. მაგალითად, ზოგი მთელი დღე მხოლოდ სუფთა წყალს სვამს, ზოგი მხოლოდ ხილს ჭამს, მესამე ჯგუფი კი განტვირთვის დღეს წიწიბურით და მწვანე ჩაით იწყობს.

მთავარი წესი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ძირითადი პროდუქტი უნდა აირჩიოთ. ეს მძიმე საკვები არ უნდა იყოს, მაგალითად, ხორცი, ფქვილის ნაწარმი, ბანანი ან სხვა ძალიან ტკბილი და კალორიული სახეობა. თუ შეგიძლიათ მთელი დღე არაფერი შეჭამოთ, მაშინ განტვირთვის დღე წყალზე მოიწყვეთ.

ვისთვის არის სასარგებლო განტვირთვის დღე წყალზე

ითვლება, რომ ასეთი განტვირთვის მეთოდი სასარგებლოა მხოლოდ მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აქვს. თუმცა ასე არაა. ზოგჯერ მსგავსი დღეების მოწყობა სასარგებლოა მათთვის, ვისაც სახსრების დაავადება, ჰიპერტონია და ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები აქვთ. სწორი სხეულის ფორმების პირობებშიც კი შეგიძლიათ წყალზე დაფუძნებული განტვირთვის დღე მოიწყოთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი ასაკი 35 ნიშნულს უახლოვდება. ეს აუცილებელია, რომ ნივთიერებათა ცვლა გააძლიეროთ და შესანიშნავი სხეულის ფორმები შეინარჩუნოთ.

წყალზე დაფუძნებული განტვირთვის დღის წესები  

კვების ასეთი ტიპი დილიდან უნდა დაიწყოთ. ამ დღეს ნებისმიერი საკვების მოხმარება გამორიცხეთ და მხოლოდ სუფთა წყალი დალიეთ. 24 საათის შემდეგ, როცა განტვირთვის დღე დასრულდება, შეგიძლიათ შეჭამოთ.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მსგავსი მეთოდის განხორციელება რთული იქნება. თუმცა მეთოდის გამოყენების შემდეგ მიხვდებით, რომ ეს ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ფიქრობდით.

რას მოგცემთ

რა თქმა უნდა, განტვირთვის დღე წყალზე დიდი რაოდენობით კალორიებს ვერ მოგაშორებთ. მისი დახმარებით წიდების და ჭარბი სითხის მოშორებას შეძლებთ. ასე თავს ბევრად უკეთ და ჯანსაღად იგრძნობთ, რადგან განტვირთვის დღე მთელი ორგანიზმს მუშაობას აწესრიგებს.

გახსოვდეთ, რომ ამ მეთოდის გამოყენების წინ სჯობს ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ. ეს შეიძლება არასასურველი შედეგებით დასრულდეს.