შარდის ფერი შეიძლება თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის განვითარების სიგნალი იყოს

0
677
photo by pxhere

შარდის განსაზღვრული ფერის არსებობა ერთ-ერთ გამაფრთხილებელ ნიშანს წარმოადგენს, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ბრიტანელი ონკოლოგების თქმით, „ნარინჯისფერი შარდი“ შეიძლება ძალიან სახიფათო დაავადების, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის ნიშანი იყოს.

ჩვეულებრივ, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის სიმპტომები ადრეულ სტადიაზე არ ჩნდება. როგორც ნებისმიერი სიმსივნის შემთხვევაში, მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა ადამიანის გადარჩენის შანსებს ზრდის. თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის ერთ-ერთი შესამჩნევი სიმპტომი ზურგის ან მუცლის არეში ტკივილია (განსაკუთრებით ის, რომელიც მწოლარე პოზაში ან ჭამის შემდეგ ჩნდება), აღნიშნავენ სპეციალისტები.

თუმცა ყველა სიმპტომი თირკმელზედა ჯირკვლის არეში არ ვლინდება.

„ადამიანის შარდის ფერი შეიძლება თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის მაჩვენებელი იყოს. კერძოდ, ასეთ ნიშანს ნარინჯისფერი შეფერილობის შარდი წარმოადგენს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნაღვლის სადინარმა ნაღვლის გადატანა ღვიძლიდან თორმეტგოჯა ნაწლავში დაიწყო“ – ამბობენ ექსპერტები Express-თან საუბარში.

ექიმების თქმით, მსგავსი დარღვევა სიმსივნის ზრდის გამო წარმოიქმნება.

თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის სხვა სიმპტომებია:

  • ნაწლავების მოძრაობის ცვლილებები (მორიგეობით დიარეა და ყაბზობა)
  • ცხელება და კანკალი
  • დისპეფსია (ტკივილის ან დისკომფორტის განმეორებითი შეგრძნება)
  • განავალში სისხლის კოლტები

სიგნალი იმის შესახებ, რომ ადამიანს თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე აქვს, შეიძლება იყოს დიაბეტის და სიყვითლის სიმპტომები, ამატებენ სპეციალისტები.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი