თუ შემთხვევით სახე გაგიშეშდათ: როდის შეიძლება იყოს სახიფათო

2051
photo by vremya.com.ua

იმ შემთხვევებში, როცა სახის გაშეშება ინსულტს ან მძიმე ალერგიულ რეაქციას უკავშირდება, ადამიანს შესაძლო მძიმე შედეგების გამო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება.

სახის გაშეშება არის სიმპტომი, რომელსაც ზამთარში ხშირად ვეჯახებით, როცა სახის მგრძნობელობა ცუდი ამინდის გამო მცირდება. ამასთან მსგავსი გაშეშება შეიძლება სხვა, მათ შორის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო ფაქტორებმაც გამოიწვიოს.

ალერგია. ზოგიერთმა ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება სახის დაბუჟება ან გაშეშება გამოიწვიოს. ამასთან ალერგიის სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს ხველა, სურდო და ცემინება, თვალის ქავილი, ყელის ტკივილი, გამონაყარი.

მძიმე ალერგიულ რეაქციას ანაფილაქსიურს უწოდებენ და ის ძალიან სახიფათოა. ამ დროს ორგანიზმის იმუნური დაცვის ძალები მკვეთრად მცირდება და ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება იყოს:

  • დაბალი არტერიული წნევა
  • გართულებული სუნთქვა
  • ყელის შეშუპება

ბელის დამბლა. ბელის დამბლა სახის დროებითი დამბლის ფორმაა. მას სახის ნერვების დაზიანება იწვევს. ბელის დამბლის სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება და 2 დღის განმავლობაში ძლიერდება. ის შეიძლება მოიცავდეს:

  • სახის კუნთების სისუსტე და დაბუჟება
  • სახის ერთი მხარის მოძრაობის შეზღუდვა ან მგრძნობელობის არ ქონა
  • ჩამოწეული ქუთუთო და პირის კუთხე
  • გემოს ცვლილება
  • ყბის და ყურის არეში ტკივილი ან დისკომფორტი
  • ერთ ან ორივე ყურში შუილი
  • თავის ტკივილები
  • ხმის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა
  • მეტყველების პრობლემები
  • თავბრუსხვევა

ექიმებს ზუსტად არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ ბელის დამბლა ზუსტად რას უკავშირდება. სავარაუდოდ, მისი გამშვები მექანიზმი დაზიანების გარდა შეიძლება იყოს ჰერპესი, გრიპი, შუა ყურის ქრონიკული ინფექცია, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ლაიმას დაავადება, ასევე სიმსივნე. ბელის დამბლა სხვადასხვა ინტენსივობის შეიძლება იყოს, მკურნალობაც ამ სირთულეზეა დამოკიდებული.

ინსულტი. ინსულტი შეიძლება მოულოდნელად მოხდეს და ზოგიერთ შემთხვევაში მის დადგომაზე სახის გაშეშება საუბრობს. ასევე ადამიანს შეიძლება შემდეგი სიმპტომები აწუხებდეს: დეზორიენტაცია, მხედველობის გაუარესება, მოულოდნელი ძლიერი თავის ტკივილი. American Stroke Association ინსულტის დიაგნოსტირებას შემდეგი გამოვლენით გირჩევთ:

  • სახის ასიმეტრია: ადამიანის სახე ცალ მხარეს დაბუჟებული ან გაშეშებული, ღიმილი არათანაბარია;
  • ხელის სისუსტე: ერთი ხელი უფრო სუსტი ან გაშეშებულია. ადამიანს ორივე ხელის აწევა არ შეუძლია.
  • მეტყველება: ადამიანს მკაფიოდ საუბარი არ შეუძლია, მისი მეტყველება გაუგებარია.

თუ ამათგან რომელიმე სიმპტომი გაქვთ, სამედიცინო დახმარებას დაუყონებლივ მიმართეთ.

გაფანტული სკლეროზი. ეს აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ტვინს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და უამრავ არაპროგნოზირებად სიმპტომებს იწვევს.

  • გაფანტული სკლეროზის ზოგიერთი ზოგადი სიმპტომი მოიცავს:
  • სახის, სხეულის, ხელის ან ფეხის გაშეშება ან დაბუჟება;
  • ძალიან ძლიერი დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა;
  • უნებლიე კუნთოვანი სპაზმები კიდურებში;
  • სიარულის გართულება
  • მხედველობის პრობლემები
  • შარდის ბუშტზე ან ნაწლავებზე კონტროლის დაკარგვა

ადამიანი, რომელსაც გაფანტული სკლეროზის ქონაში ეჭვი ეპარება, რაც შეიძლება სწრაფად ექიმს უნდა მიმართოს.