სპეციალისტების 8 რჩევა, რომლებიც ზამთარში გულის შეტევისგან დაგიცავთ

4319
photo by Pexels on Pixabay

ზამთარში ცივი ამინდი გულის სისხლძარღვების შევიწროებაზე სპეციფიკურ გავლენას ახდენს, რამაც შეიძლება გულის შეტევის ან ინსულტის რისკი გაზარდოს. ორგანიზმის სითბოთი სწორად უზრუნველყოფა და ჯანსაღი ჩვევების მხარდაჭერა სახიფათო სისხლძარღვების პათოლოგიისგან დაგიცავთ.

ზამთარში ცივი ამინდი გულის დაავადების მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა, ამის შესახებ პორტალი Timesnownews იტყობინება. ამერიკის გულის ასოციაციის მონაცემებით, გულის იშემიური დაავადების მქონე ადამიანები ზამთარში სტენოკარდიით (გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი) ხშირად იტანჯებიან.

ცივი სეზონი გულსა და სისხლძარღვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაგრამ გარკვეული ზომების მიღებით ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეძლებთ. აი, რის გაკეთებას გირჩევენ სპეციალისტები გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად.

  1. რამდენიმე ტანსაცმელი ჩაიცვით, თუ ქუჩაში გასვლა გიწევთ: ასე სითბოს შენარჩუნებას შეძლებთ.
  2. გადახურებას მოერიდეთ: გადახურებამ შეიძლება სისხლძარღვების გაფართოება და წნევის შემცირება გამოიწვიოს. ეს გულის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანისთვის განსაკუთრებით სახიფათოა. როცა არტერიული წნევა მცირდება, გულისთვის სისხლის მიწოდება შეიძლება შემცირდეს, რაც გულის შეტევისთვის წინაპირობას ქმნის.
  3. ალკოჰოლს, ნიკოტინს და კოფეინს მოერიდეთ, რადგან ისინი სისხლძარღვებს ავიწროებენ. ეს კი გულთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.
  4. სახლში მომზადებული კერძები და სასმელები რეგულარულად მიიღეთ. ასე სხეულს სითბოსთვის აუცილებელი ენერგიით აავსებთ.
  5. გულის შეტევის გამაფრთხილებელი ნიშნები იცოდეთ. ესაა ქოშინი, არარეგულარული გულისცემა, გულისრევა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, მკერდის, მხრის ან ყბის ტკივილი.
  6. დაისვენეთ და კარგად იკვებეთ, თუ ხველა ან სურდო გაქვთ. სამედიცინო დახმარებას მიმართეთ, თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადების სიმპტომები შენიშნეთ.
  7. გულის მდგომარეობა შეამოწმეთ და ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, თუ რამდენად რისკავთ, როცა გარეთ სიცივეში გადიხართ.
  8. გაიგეთ, გულის შეტევის დროს ადამიანს პირველი დახმარება როგორ გაუწიოთ. გულის გაჩერების შემდეგ ადეკვატური დახმარება დაზარალებულის გადარჩენის შანსს გააორმაგებს ან გაასამმაგებს.