რა უნდა გააკეთოთ, თუ ყურში წყალი ჩაგივიდათ

7523
photo by pxhere

ყურში წყლის მოხვედრამ შესაძლოა სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს. დღეს გიამბობთ, თუ რა სახის გართულებები შეიძლება მოჰყვეს ყურში წყლის მოხვედრას.

ყურში წყლის მოხვედრის საფრთხე

თუ ამ ორგანოს არანაირი დაზიანება არ გაქვთ, მასში წყლის მოხვედრას გართულებები არ უნდა მოჰყვეს. თუ რაიმე სახის დაზიანება გაქვთ, დაავადება გამწვავდება, ხშირად მდინარეებსა და აუზებში მობინადრე პათოგენური ორგანიზმები. ზოგიერთი მკურნალობას რთულად ექვემდებარება, მაგალითად, ლურჯჩირქოვანი ჩხირი.

წყლის ტემპერატურა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, დაბალი ტემპერატურის დროს მტკნარი წყაროებიდან შეიძლება ინფექცია ან იმუნიტეტის დაქვეითება აიკიდოთ. ბავშვები მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ამიტომ რისკი მინიმუმამდე უნდა შეამციროთ.

რა უნდა გააკეთოთ?

პირველ რიგში, ყური რბილი ქსოვილით გაიწმინდეთ, მაგრამ ყურის არხში შიგნით არ ჩაიდოთ. წყალი სწრაფად რომ გამოვიდეს, თავი მხრის მხარეს უნდა გადახაროთ. წყალი მარცხენა ყურში ჩაგივიდათ? თავი მარცხნივ დახარეთ და პირიქით.

ასევე ყურის არხის გასასწორებლად შეგიძლიათ ყურის ბიბილო გაწელოთ. ასე ზედმეტ სითხეს სწრაფად გამოდევნით. რამდენჯერმე შეგიძლიათ ყურის ნიჟარას ხელისგული დაადოთ, თავი გვერდზე, დაზიანებული ყურით ქვემოთ დახაროთ.

ასევე, ამ დროს ფენის გამოყენება შეგიძლიათ, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ. ფენი თავიდან მინიმუმ 30 სმ დაშორებით დაიკავეთ და ამასთან ყურის ბიბილო ქვემოთ გაწელეთ.

თუ ბავშვს ყურში წყალი ჩაუვიდა, ეს ერთი სიმპტომით შეგიძლიათ მიხვდეთ: ის თავს აქნევს და ყურს ეხება. ჩვეულებრივ დაგუბება არ იქმნება, მაგრამ ამას თავი უნდა აარიდოთ. ამისთვის, ბავშვი დაზიანებული ყურით გვერდზე დააწვინეთ, ოდნავ ყურის ბიბილო ქვემოთ დაწიეთ და ასეთ პოზაში გააჩერეთ.

თუ წყალი გაიჭედა და არ გამოდის, შეიძლება საქმე ყურის საცობთან გქონდეთ. მის მოშორებას კი ყელ-ყურის ექიმი შეძლებს. თუ ყურში წყალი ჩაგივიდათ, ამას კი ტემპერატურის მატება და ყურის ტკივილი დაემატა, სჯობს გართულებების და პრობლემების თავიდან ასაცილებლად ექიმს მიმართოთ.

ყურის ბამბის ჩხირით გამოწმენდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს სიტუაციას უფრო გაამწვავებს და გაღიზიანებას გამოიწვევს. ყურში თითის ან სხვა ნივთის ჩადება არ ღირს, რადგან ეს ინფექციის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ასევე, ექიმის დანიშნულების გარეშე ყურში რაიმეს ჩაწვეთება არ ღირს. ტკივილის და დაგუბების დროს ექიმთან მიმართვა უბრალოდ აუცილებელია.