რა სასარგებლო და საზიანო თვისებები ახასიათებს ფთორის შემცველ კბილის პასტებს.

1432
photo by pxhere

ითვლება, რომ კბილის პასტა ფთორით პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ნებისმიერ მაღაზიაში, ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ მსგავსი კბილის საწმენდი საშუალება იპოვოთ. თუმცა ნამდვილად ისეთი სასარგებლოა, როგორც ვარაუდობენ? რა მოხდება, თუ ყოველდღე ასეთ კბილის პასტას გამოიყენებთ?

ფთორის შემცველი კბილის პასტის სარგებელი

ფთორი ბუნებრივი მინერალია, რომელსაც ბევრი წყლის წყარო შეიცავს. მაგალითად, ამერიკაში წყლის ყველა სისტემას ფთორს უმატებენ. როგორც კვლევამ აჩვენა, ფთორიანი წყალი ზრდასრულებსა და ბავშვებში რისკის განვითარებას 25%-ით ამცირებს. რით არის სასარგებლო ფთორი?

კბილის პასტაში დამატებული ფთორი ემალს აძლიერებს. მისი დახმარებით კბილი უფრო ძლიერი და კარიესისგან დაცული ხდება. ლოს-ანჯელესში აღმდგენი სტომატოლოგიის პროფესორის, ედმონდ ჰიულეტის თქმით, ბოლო 70 წლის განმავლობაში ფთორი ერთადერთი საშუალებაა, რომელმაც კბილებისთვის ეფექტურობა და სარგებელი დაამტკიცა.

ფთორის ზიანი

კბილის პასტაში ფთორის არსებობის ბევრი მოწინააღმდეგე თვლის, რომ ეს მავნე პროდუქტია. მათი მთავარი არგუმენტი – ეს არაორგანული ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის დროს მას ზიანს აყენებს.

ფთორი, რომელსაც წყლის სისტემა შეიცავს, სინამდვილეში კბილებს აძლიერებს, მაგრამ ორგანიზმს ნამდვილ ზიანს აყენებს. ის მთელ სისხლძარღვებს გადის და ტვინსა და პლაცენტაში ხვდება. 50%-ს ორგანიზმიდან გამოდევნა ხდება, ხოლო დარჩენილი კბილებში, ძვლებსა და სახსრებში ხვდება.

სტომატოლოგი ფლორიდიდან ბრუნო შარპი თვლის, რომ ფთორი ნეიროტოქსინია, რომელიც ორგანიზმში გროვდება. მსგავს მოსაზრებას მაიოს კლინიკის სტომატოლოგები იზიარებენ და გვაფრთხილებენ, რომ კბილის პასტაში ფთორის ჭარბი რაოდენობით გამოყენებამ ჯანმრთელობისთვის სახიფათო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა არ ადასტურებენ, თუ რა სახიფათო შედეგებზეა საუბარი.

რომელი კბილის პასტა გამოვიყენოთ?

ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ რომელი კბილის პასტის გამოყენება სჯობს: ფთორით თუ მის გარეშე? შეძენის დროს გახსოვდეთ, რომ კბილის პასტაში შემავალი ფთორი უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ზიანს. კბილის პასტაში მისი შემადგენლობა იმდენად მცირეა, რომ ტოქსიკური ზემოქმედება არ შეუძლია, თუ, რა თქმა უნდა, პასტას არ გადაყლაპავთ და სპეციალურად არ შეჭამთ. გარკვეული დოზით კბილის პასტაში ფთორი სრულად უსაფრთხოა.

ფთორის შემცველი კბილის პასტის გამოყენება კარიესის განვითარების მაღალი რისკის დროს განსაკუთრებით ეფექტურია. ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც კანფეტებს, გაზიან სასმელებს და ტკბილეულობას ხშირად მოიხმარს. კბილების და პირის ღრუს ჯანმრთელობის ზოგადი რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში ასეთი რისკი არ გექნებათ, ამიტომ შეგიძლიათ კბილის პასტა ფთორის გარეშე გამოიყენოთ.