დეპრესიის ნიშნები შეიძლება 7 წლის ასაკში შეამჩნიოთ

1031
photo by pxhere

დეპრესიის სიმპტომები შეიძლება ბავშვში, 7 წლის ასაკშიც დაინახოთ. ასეთ დასკვნამდე აშშ-ს მკვლევარები მივიდნენ, როცა ბავშვებს ტვინზე სკანირება გაუკეთეს.

ძალიან ბევრი ადამიანის ცნობიერებაში ბავშვის ტვინი დეპრესიასთან არავითარ კავშირშია, მაგრამ ეს შეცდომაა. ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სახიფათო ფსიქიკური დარღვევა შეიძლება ბავშვში 7 წლის ასაკიდან დაიწყოს და გარკვეული ნიშნებით მისი მომავალი ემოციური პრობლემები განსაზღვროს. ხშირ შემთხვევაში დეპრესიის ისეთი ტრადიციული სიმპტომები, როგორიცაა ყველაფრის მიმართ გულგრილობა, შფოთვა ან სიხარულის დეფიციტი მოზარდობის ასაკში არ ვლინდება. თუმცა მკვლევარები ბავშვებს დააკვირდნენ და გაარკვიეს, რომ პროგნოზის შესაძლებლობა არსებობს, თუ 11 წლის ასაკში რომელ მათგანს ექნება დეპრესიის სიმპტომები. ამისთვის ბავშვის ტვინს 7 წლის ასაკში სკანირება უნდა გაუკეთდეს.

94 ბავშვს, რომელთაც მრტ (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) გადაიღეს, ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას და განწყობას აკონტროლებენ, ნაკლებად გამოხატული კავშირი ჰქონდათ. ამ ნახევარსფეროებს შორის სისხლის სტაბილური დინება იმაზე საუბრობს, რომ უჯრედები ერთმანეთთან ურთიერთქმედებს და ბავშვი ემოციებს ნორმალურად უმკლავდება. სისხლის დაბალი დინება საპირისპიროს საუბრობს და მსგავს ბავშვებს 4 წლის შემდეგ დეპრესიის უფრო მეტი ნიშანი და ქცევის პრობლემები გამოუვლინდათ. ეს მშობლებთან საუბარშიც დადასტურდა.

ბოსტონში, Northeastern University-ს მკვლევარებმა ბავშვის ქცევები განსაზღვრეს ისეთი ნიშნების გამოყოფით, როგორიცაა მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობაზე უარის თქმა, შფოთვა და ბოლოს, აქცენტი გააკეთეს ფიზიოლოგიური სიმპტომების ძიებაზე, როგორიცაა ექსტრემალური დაღლილობა. კვლევების შედეგებმა, რომელიც ჟურნალში JAMA გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ყოველ მეხუთე ბავშვში დეპრესიის ნიშნები მომდევნო 4 წლის განმავლობაში უარესდება.