მეცნიერებმა შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედების ყველა სახეობას ანადგურებს

2278

ამერიკელმა ონკოლოგმა განაცხადა, რომ დაიწყო ექსპერიმენტები ადამიანთა მონაწილეობით, კიბოს უჯრედების საწინააღმდეგო უახლესი საშუალებების გამოსაცდელად, რომლებიც ავსტრალიურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Imugene-მ შეიმუშავა. აღნიშნულ პრეპარატს საფუძვლად უდევს ჩუტყვავილას ამგზნები ფაქტორები.

ამერიკელ ონკოლოგ იუმან ფონგის განცხადებით, ლაბორატორიის პირობებში, ვირთხებზე CF33 ვირუსის გამოცდა წარმატებით დასრულდა. აღნიშნული ვირუსის კიბოს უჯრედებზე მოქმედების თავისებურებაა მისი უნარი, “ააფეთქოს” კიბოს უჯრედები შიგნიდან.

მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილია კვლევები იმ მოხალისეთა მონაწილეობით, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა მუტაცია, დაკავშირებული ავთვისებიან პროცესებთან, ასევე, მკერდის ონკოლოგია. თავიდან, ვირუსის გამოყენება იგეგმება მკერდის კიბოს ყველაზე აგრესიული სახეობის მქონე პაციენტებში – სარძევე ჯირკვლის სამმაგად ნეგატიური კიბოს დროს.

აქამდე მეცნიერებმა შეძლეს ჰერპესის ვირუსის გამოყენების ეფექტურობის დადგენა, კანზე ავთვისებიან წანაზარდებთან ბრძოლაში.

დღეისათვის, აშშ-ში მიმდინარეობს მრვი-ს ამგზნებთა კვლევა, როგორც ტვინის კიბოს სამკურნალო პრეპარატებისა.

პირველად, იუმან ფონგის სიტყვებით, ვირუსების უნარი, შეაკავონ ონკოლოგიური პროცესების განვითარება, გამოვლინდა 100 წლის წინ, როცა ცოფის ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ადამიანებში ავთვისებიანი უჯრედების ზრდის შემცირება აღინიშნა.