მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა ახდენს გავლენას მეხსიერების ხარისხზე

3119

სამუშაო მეხსიერება ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მასზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს. ბოლოდროინდელ მოხსენებაში, მეცნიერებმა სამი ფაქტორი, რომლებიც ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული – ძილი, ასაკი და ცუდი განწყობა – სამუშაო მეხსიერებასთან დააკავშირეს. მათი დასკვნები გამოქვეყნებულია საერთაშორისო ნეიროფსიქოლოგიური საზოგადოების ჟურნალში (International Neuropsychological Society).

სამუშაო მეხსიერება – ესაა ადამიანის ხანმოკლე მეცნიერების ნაწილი, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის დროებით შენახვასა და მართვაში. ეს პროცესი ხშირად გამოიყენება ისეთი დავალებების შესასრულებლად, რომლებიც კოგნიტური შესაძლებლობების უფრო მაღალ დონეს მოითხოვს: სიტუაციის შეფასება, გარკვეულ ენაზე საუბარი და გარესამყაროში ორიენტაცია.

კვლევა: ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები

მონაცემების შეგროვებისთვის ორი კვლევა ჩატარდა. პირველმა აჩვენა, რომ ძილის ცუდი ხარისხი და უარყოფითი განწყობა აუარესებდა სამუშაო მეხსიერების რაოდენობრივ მაჩვენებელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებსაც ნაკლებხანს ეძინათ და უფრო ცუდ განწყობაზე იყვნენ, იშვიათად ინარჩუნებდნენ ხანმოკლე მეხსიერებას.

რაც შეეხება მეორე კვლევას, მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ ასაკი უკუდამოკიდებულია სამუშაო მეხსიერების სიზუსტეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, ასაკთან ერთად, სულ უფრო ხშირად ურევებ ერთმანეთში დეტალებს და ნაკლებად ზუსტი მოგონებები აქვთ.

საერთო ჯამში, მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ ეს სამი ფაქტორი გავლენას ახდენს სამუშაო მეხსიერებაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ფაქტორის, და არა ერთის, გამოკვლევა დაეხმარებოდათ ცუდი მეხსიერების სიმპტომების მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებაში.

როგორ შევინარჩუნოთ ოპტიმალური სამუშაო მეხსიერება

ძილი, განწყობა და ასაკი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ნაწილია. აი, რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ ამ სამი ფაქტორის ერთად ამუშავებაში, სამუშაო მეხსიერების გასაუმჯობესებლად:

  • კარგად გამოიძინეთ. ხარისხიანი ძილი ხელს უწყობს არამხოლოდ განწყობის, არამედ შრომისუნარიანობის გაუმჯობესებასაც;
  • სცადეთ მედიტირება. ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ ემოციების გადამუშავებაში და, როგორც ცნობილია, აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას;
  • მიირთვით ჯანსარი საკვები. მას მიეკუთვნება ხილი, ბოსტნეული და თხილი. მათში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტია, რომელიც გვეხმარება ამამჟავებელ სტრესთან ბრძოლაში.
  • ივარჯიშეთ. ფიზიკური აქტივობები ამაღლებს ადამიანის განწყობასა და მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.