ექიმებმა 7 სიმპტომი დაასახელეს, რომელმაც შეიძლება ძუძუს კიბო გამოიწვიონ

2163

მკერდის კანის სიწითლე ან აქერცვლა, ასევე პატარა ღრმულები, ან ორ სარძევე ჯირკვალს შორის განსხვავებები შეიძლება ძუძუს კიბოს ნიშნები იყოს, ამბობენ ექიმები.

ექიმები შეგახსენებენ, რომ ძუძუს კიბო ქალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც შეიძლება უხილავი სიმპტომების ფონზე ხანგრძლივად ვითარდებოდეს ან ჩივილს საერთოდ არ იწვევდეს. ხშირად სიმსივნის აღმოჩენა მხოლოდ მკერდის გასინჯვით ხდება, როცა სიმკვრივე 1 სმ დიამეტრს აღწევს.

ექიმებმა დაასახელეს სიმპტომები, რომლებიც ძუძუს კიბოს გამაფრთხილებელ ნიშნებს წარმოადგენენ:

  1. მკერდის ან იღლიის ზონაში სიმკვრივე;
  2. ორი სარძევე ჯირკვლის ფორმასა და ზომას შორის განსხვავება;
  3. ძუძუს თავების შეკუმშვა;
  4. ძუძუს თავებიდან გამონადენი;
  5. კანის ერთ ადგილზე დაგროვება, ფორთოხლის ქერქი ან პატარა ღრმულები მკერდის კანზე;
  6. მკერდის კანის სიწითლე ან აქერცვლა;
  7. ცალმხრივი მკვეთრი ან მწველი ტკივილი;

ექსპერტები აცხადებენ, რომ ქალებმა შეიძლება ძუძუს კიბოს გამომწვევი გენები მემკვიდრეობით მიიღონ და ამ დროს დაავადება პროფილაქტიკის და ასაკის მიუხედავად შეიძლება გამოვლინდეს. ამ დაავადების ყველაზე მაღალი რისკი 65-დან 69 წელია: ძუძუს კიბო ჰორმონზე დამოკიდებულია, მისი განვითარება ქალის ორგანიზმში ესტროგენის დონის შემცირებასთან მჭიდრო კავშირშია.