5 მარტივი რჩევა მშრალი თვალის მოსაშორებლად

1367

მშრალი თვალის სინდრომი ტიპიური დარღვევაა იმ ადამიანებს შორის, ვინც დღეში რამდენიმე საათს კომპიუტერთან ატარებს. გარდა ამისა, ეს შეიძლება დიაბეტის ნიშანი იყოს.

თუ სამსახური ადამიანისგან კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომას მოითხოვს, ამან შეიძლება 5AC მუცინის კონცენტრაციის შემცირება გამოიწვიოს. შედეგად, დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომები ვლინდება.

ელექტრონული მოწყობილობების ეკრანზე ყურადღების კონცენტრაციით თვალის დახამხარების სიხშირე წუთში 3-4-ჯერ მცირდება, ხოლო ლორწოვანი ფირის (იგივე 5AC მუცინი) შენარჩუნებისთვის წუთში მინიმუმ 10-12-ჯერ უნდა დაახამხამოთ. იშვიათი ხამხამის და ტენის ფენის ამოწურვის გამო გაღიზიანება, სიწითლე და თვალის დაღლილობა ვითარდება.

როგორ მოვიშოროთ მშრალი თვალის სინდრომი?

სიმშრალის და გაღიზიანების მოსაშორებლად აშშ-ში ცნობილი ექიმი – ოპტომეტრისტი მარკ გროსმანი საკმაოდ მარტივ რჩევებს გაძლევთ.

1. საჭირო რაოდენობის წყალი დალიეთ.

წყალი ცრემლის წარმოქმნას ხელს უწყობს და თვალის სიმშრალეს ამცირებს. ყოველდღიურად რამდენიმე ჭიქა წყალი უნდა დალიოთ.

2. შაქრის მოხმარება შეზღუდეთ.

დღეში 11 ჩაის კოვზი შაქრის მოხმარება მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას იწვევს. ამ უსიამოვნების დროს ადამიანი ნაკლებ ცრემლს აწარმოებს და თვალის ზედაპირი საკმარისად დატენიანებული არაა. ეს კი შემდეგში სიწითლეს და მხედველობის დაბინდვას იწვევს. ყველა ეს სიმპტომი შეიძლება სისხლში შაქრის მაღალმა დონემ გამოიწვიოს. დიაბეტის მქონე ადამიანების 50%-ზე მეტს მშრალი თვალის სინდრომი აქვს.

3. მწვანილი, ბოსტნეული და ხილი შეჭამეთ.

ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, ასევე მთელი ხილი და ბოსტნეული ღია ფერის ქერქით ისეთი ანტიოქსინდატების წყაროს წარმოადგენს, როგორიცაა ასტაკსანთინი, ლუთეინი და ზეაქსანტინი. ეს ნაერთები თვალის მდგომარეობას და ხედვის ხარისხს აუმჯობესებენ.

4. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა მიირთვით.

კვლევამ აჩვენა, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის დიდი რაოდენობით მოხმარება მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომებს ამცირებს, ცრემლის წარმოებას აუმჯობესებს და ანთებას ამცირებს. თვალის ჯანმრთელობისთვის ცხიმიანი თევზის, ავოკადოს, სელის ზეთის და თესლის ჭამა სასარგებლოა.

5. მეთოდი „მოუჭირეთ და გაუშვით“

თქვენს ტელეფონზე მაღვიძარა დააყენეთ, რომელიც დღეში რამდენჯერმე ამუშავდება და ვარჯიშის „მოუჭირეთ და გაუშვით“ შესრულებას შეგახსენებთ:

  • თვალები დახუჭეთ, შემდეგ ძალიან ძლიერად მოუჭირეთ.
  • ქუთუთოები დახუჭული გქონდეთ, თვალები მოადუნეთ.
  • თვალები გაახილეთ
  • ვარჯიში მინიმუმ 5-ჯერ გაიმეორეთ.

6. თბილი კომპრესი დღეში 2-ჯერ გაიკეთეთ.

თვალზე თბილი კომპრესის სახით სუფთა სველი სალფეთქის გამოყენებით ქუთუთოებში ცხიმოვან ჯირკვლებს გახსნით. ამრიგად, თვალი ბუნებრივ საპოხ მასალას მიიღებთ, რომელიც ცრემლის აორთქლებას შეამცირებს და თვალის სიმშრალით გამოწვეულ დისკომფორტს (ეკრანთან დიდხანს დროის გატარება ან თვალის კონტაქტური ლინზის ტარება) შეამსუბუქებს.

თუ თვალის სიმშრალე გაწუხებთ, მაშინ დღეში 2-3-ჯერ, 10 წუთით თბილი კომპრესის თვალზე გაკეთება სასარგებლოა. მეორე ვარიანტი: შხაპის მიღების დროს ზედა და ქვედა ქუთუთო ნაზად დაიმასაჟეთ, ასევე ცრემლის ჯირკვლების სტიმულირებას შეძლებთ.