სხეულის სხვადასხვა ნაწილის გაბუჟება და ჩხვლეტა: რას შეიძლება ნიშნავდეს იგი?

7951

გაბუჟება და ჩხვლეტა შეიძლება ერთ პოზაში დიდი ხნით გაჩერების შედეგი იყოს, თუმცა, აგრეთვე, შეიძლება ნევროლოგიური დარღვევის ან ნერვების დაზიანების ნიშანი იყოს. დღეს ჩვენ ამ პრობლემაში გაგარკვევთ.

ჩხვლეტა და გაბუჟება დროებითი პარესთეზიის ტიპებია. ეს შეგრძნებები, ჩვეულებრივ, მას შემდეგ ჩნდება, რაც დიდხანს გავჩერდებით ერთ პოზაში ან ვატარებთ ძალიან ვიწრო ტანსაცმელს, რომელიც ზეწოლას ახდენს ნერვებსა და სისხლძარღვებზე.

თუმცა, არსებობს ამ მდგომარეობის უფრო სერიოზული მიზეზებიც.

სხეულის სხვადასხვა ნაწილის გაბუჟება და ჩხვლეტა

ერთ-ერთი მიზეზია გაფანტული სკლეროზი. გაბუჟება და ჩხვლეტა ამ დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ადრეული სიმპტომია. მსუბუქი ან ძლიერი გაბუჟება და ჩხვლეტა შეიძლება გაჩნდეს ხელების, ფეხების, ტერფებისა და სახის კანზე. ხშირად, მას მთელ სხეულზე გრძნობენ.

სხვა მდგომარეობები: ნერვული სისტემის სხვა მდგომარეობები, რომლებსაც შეუძლია ჩხვლეტისა და გაბუჟების გამოწვევა, მოიცავს:

  • ინსულტს. ხელის, ფეხის ან სახის უეცარი გაბუჟება, რომელიც, ხშირად, სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს იჩენს თავს.
  • მინი-ინსულტს. იშემიის ან მინი-დარტყმების დროებითი შეტევებიც იწვევს სახის ერთი მხარის გაბუჟებასა და ჩამოწელვას.
  • ენცეფალიტი. სერიოზულ შეთხვევებში, თავის ან ზურგის ტვინში წარმოქმნილ ანთებას შეუძლია გამოიწვიოს მგრძნობელობის დაკარგვა სხეულის სხვადასხვა ნაწილში ან ნაწილობრივი პარალიჩი ხელებსა და ფეხებში.
  • სიმსივნე. სიმსივნემ შეიძლება ზეწოლა მოახდინოს თავისა და ზურგის ტვინის ნაწილებზე, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს გაბუჟებასა და ჩხვლეტას. თავის ტვინის ქერქის სიმსივნეს აქვს სხეულის ერთი მხარის გაბუჟების თვისება. ქერქის ნერვების სიმსივნე იწვევს სახის გაბუჟებასა და სისუსტეს. სიმსივნე, რომელიც ზურგის ტვინზე მოქმედებს, იწვევს ხელებისა და ფეხების გაბუჟებას.
  • მაგნიუმის დეფიციტი. მაგნიუმი არეგულირებს ორგანიზმში მრავალ სისტემას, მათ შორის, სწორ ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის მძიმე დეფიციტი, ანუ ჰიპომაგნიემია, იწვევს ჩხვლეტასა და გაბუჟებას.

ფეხების გაბუჟება და ჩხვლეტა

ხშირად, ფეხებისა და ტერფების დაბუჟება მიუთითებს დიაბეტურ ნევროპათიაზე.

კიდურების გაბუჟება და ჩხვლეტა

პერიფერიული ნევროპათია, რომელსაც ახასიათბს ეს სიმპტომები, შეიძლება გამოიწვიოს:

  • ვიტამინ B12 ნაკლებობამ;
  • ღვიძლის ალკოჰოლურმა დაზიანებამ;
  • ზოგიერთმა პრეპარატმა, მაგალითად, გულისა და სისხლძარღვების წამლებმა.

ხელების ჩხვლეტა და გაბუჟება

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს პანიკის, შიშისა და შფოთვის შეტევებმა, რეალური საფრთხის გარეშე.

თითების გაბუჟება და ჩხვლეტა

კალციუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნერვებისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ჰიპოკალციემია ან კალციუმის ფეფიციტი იწვევს თითებში დამახასიათებელ შეგრძნებებს.

გარდა ამისა, გაბუჟება, ჩხვლეტა და ტკივილი ხელებსა და თითებში, შეიძლება იწვევდეს მაჯის არხის სინდრომს: ამ შმთხვევაში, შუა ნერვი, ხელი მთავარი ნერვი, იზღუდება იმ სივრცეში, რომელშიც იგი მაჯის მონაკვეთს გადის.

სახის გაბუჟება და ჩხვლეტა

კბილის ტკივილები და ინფექციები შეიძლება სახისა და პირის გაბუჟებას იწვევდეს ანთების გამო, რომელიც სახის ნერვზე ახდენს ზეწოლას.