8 ფაქტი სტომატიტის შესახებ

3013
photo by Geotavros on wikipedia

1. სტომატიტი – ესაა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება. იგი შეიძლება იყოს მცირე ზომის და თავი გამოავლინოს 1-2 თეთრი ლაქით, ლოყის შიდა ზედაპირზე. თუმცა, შეიძლება იყოს გავრცელებულიც და დაიკავოს უფრო მეტი მონაკვეთი, ენის, ღრძილების, ორივე ლოყის შიდა ზედაპირის ჩათვლით.

2. გარდა მოთეთრო ლაქებისა, სტომატიტი შეიძლება გამოვლინდეს სიწითლით, შეშუპებით, ბუშტუკებიანი გამონაყარით, თეთრი ნადებით ან წყლულებით, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.

3. ყველაზე ხშირად, სტომატიტს ინფექციური ხასიათი აქვს. თუმცა, მისი გამოწვევა შეუძლია ალერგიულ რეაქციებს, პირის ღრუს ტრავმებს (კბილის ამოღებას), დამწვრობას, უხარისხო პროთეზის ტარებას, ნატრიუმის ლაურისულფატი შემცველი კბილის პასტის ჭარბად გამოყენებას. ეს უკანასკნელი ნივთიერება ამცირებს ნერწყვის გამოყოფასა და მის დამცავ ფუნქციებს.

4. სტომატიტი ბავშვებში, ყველაზე ხშირად, ხდება კბილების ამოჭრის დროს, ასევე, მაშინაც, როცა პატარა “ყველაფერს პირში უძახებს”, გარესამყაროს შეისწავლის. სიმპტომები იმდენად გამოკვეთილია ხოლმე, რომ ბავშვი სრულად ამბობს უარს საკვებზე.

5. სტომატიტის სამკურნალოდ იყენებენ ანტიმიკრობულ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, რომლებიც ხსნის ანთებას.

პირის ღრუს ისეთი დაავადების დროს, როგორებიცაა სტომატიტი, გინგივიტი და პაროდონტიტი, ტკივილისა და ანთების მოხსნაში დაგეხმარებათ სტომატოლოგიური გელი ხოლისალი. მის შემადგენლობაში შედის ქოლინის სალიცილატი – ადგილობრივანალგეზიური საშუალება, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს, და ცეტალკონია ქლორიდი – მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტისეპტიკი, რომელიც ანთების მიზეზებზე – ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე – ახდენს გავლენას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს გელი არ შეიცავს ლიდოკაინს და დასაშვებია მათთვის, ვისაც ამ პრეპარატზე აქვს ალერგია.

6. ცალკე გამოყოფენ სტომატიტს იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. როგორც წესი, მას გაჭიანურებული ხასიათი და მკვეთრი კლინიკური სურათი აქვს, რომელსაც იწვევს Candida-ს სახეობის სოკოები და ემთხვევა სხვა ორგანოებისა და სისტემების კანდიდოზს.

7. თუ სტომატიტი რეციდივდება, მიმართეთ ექიმს კომპლექსური გამოკვლევისა და პირველმიზეზის გამოვლენისთვის. ჰორმონალური ფონის ცვლილება, შაქრიანი დიაბეტი, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, პარაზიტებით დაინფიცირება, სისხლში რკინის დონის დაქვეითება – გავრცელებული, თუმცა არა ერთადერთი მდგომარეობებია, რომლებიც სტომატიტს ართულებს.

8. სტომატიტი შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი წამლის მიღებითაც, მათ შორის, შარდმდენი, ჰორმონალური საშუალებების, ასევე, ქიმიოთერაპიის პრეპარატების მიღება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!