ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ასტროლოგების აზრით რთული წელი ელით

0
1673
Photo by Anastasia Dulgier on Unsplash

დროდადრო ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს აყენებს განსაცდელის წინაშე. ვიღაცას უფრო ხშირად, ვიღაცას – იშვიათად, თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სირთულეები ფეხდაფეხ დასდევს. ასტროლოგებს სწამთ, რომ ეს ზოდიაქოს ნიშნებზეა დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ ზოფიერთ ნიშანს გარკვეული თავისებურებები აქვს, რომელთა გამოც, მათი ცხოვრება სირთულეებს მაგნიტივით იზიდავს.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რომელია ზოდიაქოს ის სამი ნიშანი, რომლებსაც თავად ბედი ცდის.

რთული ბედისწერა

1. კირჩხიბი

კირჩხიბების პრობლემა მათი მგრძნობიარობა და ყოყმანისადმი მიდრეკილებაა. ისინი ძალიან დიდ დროს ატარებენ თავიანთი გადაწყვეტილებებისა და ქცევების განხილვაში. ცხოვრებაში ყველაფრის ისე გაკეთება სურთ, რომ არავის აწყენინონ, მათზე ცუდი არავინ იფიქროს.

ამ ჩვევის გამო, კირჩხიბი ხშირად უშვებს ხელიდან წარმატებულ შანსებს და კარგავს დროს. იქ, სადაც ნებისყოფა და სწრაფი გადაწყვეტილებაა საჭირო, კირჩხიბები ყოყმანს იწყებენ. ამის გამო, ისინი ხშირად აცილებენ ვადებს და გადიან საქმიდან, რაც დამატებით სირთულეებსა და უსიამოვნებებს ქმნის.

თავის დაზღვევა – ეს არც ისე რთული ჩვევაა, თუმცა, ხანდახან უფრო გადამწყვეტი უნდა იყოთ. არ უნდა შეგეშინდეთ გადაწყვტილებების მიღება უკან მოუხედავად და თავდაჯერებულობის განვითარება. იქნებ, ასე მრავალი უსარგებლო პრობლემა აიცილოთ თავიდან.

2. მორიელი

მორიელს ბევრი პრინციპი აქვს, რომლებიც მას მართებულად მიაჩნია. მას გულწრფელად სჯერა და ცდილობს, ყველას დაუმტკიცოს, რომ მხოლოდ მისი პრინციპებია სწორი შეხედულება სამყაროზე.

პირველ რიგში, ეს დიდ ძალასა და ენერგიას ართმევს, მეორეც, მორიელი, თავისი ქცევებით, საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრბოებს ამხედრებს. ხანდახან, ინტრიგებითა და კამათით გართულს, ისიც კი ავიწყდება, თუ რით დაიწყო ყველაფერი. თუმცა, ადამიანთან ურთიერთობა ამდროისთვის უკვე გაფუჭებული ექნება. ამის გამო ჩნდება მის ცხოვრებაში ამდენი სირთულე.

ხასიათის  თავისებურებებთან გამკლავება ძალიან რთულია, თუმცა ცდად ყოველთვის ღირს. ნაკლები კამათი და კონფლიქტი – მეტი უბრალო საუბარი. მაშინ ბედი თქვენც გაგიღიმებთ.

3. თევზები

თევზებს ბევრი ნიჭი აქვს, თუმცა, თავისი რეალობისადმი ცუდი ადაპტაბელურობის გამო, იგი ვერ არკვევს, თუ რით სურს დაკავება. იგი ხშირად ქმნის თავის ილუზიურ სამყაროს, რომელიც, სამწუხაროდ, იშვიათად ემთხვევა რეალობას.

როცა თევზები გადაწყვეტენ რაღაცის გაკეთებას, მერე დიდხანს ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენად სწორი იყო ეს ყველაფერი, დააფასებს თუ არა ვინმე იმას, რასაც აკეთებენ. და პირად ცხოვრებაშიც ასე ხდება: ისინი ვერ ირებენ გადაწყვეტილებას და, ხშირად, მათ მეორე ნახევარს ამის გაკეთება მათ ნაცვლად უხდება.

ეს ყველაფერი იწვევს გაურკვევლობასა და სირთულეებს. შესაძლოა, თევზებმა მეტი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რათა თავად გახდეს მთავარი ადამიანი თავისივე ცხოვრებაში.

ყველა ამ ნიშანს ერთი სტიქია – წყალი აერთიანებს. ერთი მხრივ, წყლის სტიქია მარტივად პოულობს თავის გზას და ეჩვევა სიახლეებს. თუმცა, არსებობს მეორე მხარეც: ვიღაც დინების მიმართულებით ცურავს, ხოლო ვიღაც – მის წინააღმდეგ. ეს ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებს ქმნის ცხოვრებასა და ადამიანის ხასიათში.

თუმცა, ზოდიაქოს ნიშანი ყველაფერს არ ნიშნავს. მაშინაც კი, თუ ჰოროსკოპის ბოლომდე გჯერათ, ვერ ვიტყვით დარწმუნებით, რომ იგი ჩვენს ცხოვრებას სრულად განსაზღვრავს. ყველას შეუძლია საკუთარ ბედისწერაზე გავლენის მოხდენა. ყოველთვის შეიძლება, დაიქვემდებაროთ გარემოებები და შემოაბრუნოთ თქვენ სასარგებლოდ.

თუ საკუთარი სუსტი წერტილები იცით, ყოველთვის შეიძლება ამის სასიკეთოდ გამოყენება. უბრალოდ უნდა გაარკვიოთ, აღიაროთ თქვენი ნაკლი და, რაც მთავარია, შეწყვიტოთ პრობლემების გაჩენა იქ, სადაც ისინი საერთოდ არაა.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი