ეს ნახშირი ნამდვილი აღმოჩენაა. როგორ გამოვიყენოთ იაფი საშუალება სწორად

4243

სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც დღეს „ვივიენი“ გაგაცნობთ, ალბათ ყველამ იცის. მისი სარგებელი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დამტკიცებულია. რეკომენდებულია ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორიცაა მუცლის ტიფი, დიზენტერია და ქოლერა. საქმე აქტივირებულ ნახშირს ეხება.

რა თქმა უნდა, უფრო თანამედროვე ანალოგების და პრეპარატების გამოჩენის შემდეგ მისი პოპულარობა შემცირდა, მაგრამ დღემდე ეფექტურ „შხამ საწინააღმდეგო“ საშუალებად ითვლება. აქტივირებული ნახშირი რამდენიმე სახეობის შხამს ნამდვილად შთანთქავს. დღეს ამ თეთრებად ღირებული საშუალების სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ.

აქტივირებული ნახშირი გამოიყენება საკვებით მოწამვლის, ტოქსიკური ინფექციის, ასევე სხვადასხვა ფორმის მოწამვლის – საყოფაცხოვრებო და საკვების შხამი. გარდა ამისა, ნახშირი სამკურნალო მედიკამენტებით და მძიმე ლითონის მარილებით მოწამვლის დროს გამოიყენება. პრეპარატი მუცლის შებერილობას ამცირებს, ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს, ნაბახუსევს თავიდან აგაცილებთ და ორსულობის დროს ნაღველთან დაკავშირებულ პრობლემებს უმკლავდება.

თავისი სასარგებლო თვისებების მიუხედავად ნახშირს უკუჩვენებაც აქვს:

აქტივირებული ნახშირი პრეპარატზე ჰიპერმგრძნობელობის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის, ასევე კუჭის სისხლდენის დროს არ გამოიყენება.

აქტივირებული ნახშირი სხვა მიზნითაც ეფექტურად გამოიყენება:

მუცლის შებერილობას და გაზებს ამცირებს

ამ პრობლემების მოსაშორებლად 500 მგ აქტივირებული ნახშირი ჭამამდე 1 საათით ადრე მიირთვით და 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ. ამის შემდეგ, სასურველია კიდევ 1 ჭიქა წყალი დალიოთ.

ორგანიზმში ობის ფორებს აქრობს

ობის არსებობამ შეიძლება ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომ, თუ ობის მოშორება გსურთ, ის კარგად უნდა ჩარეცხოთ. ამასთან გახსოვდეთ, რომ ტოქსიკური გაზების სუნთქვა არ ღირს. ამისთვის ვაშლის ძმარი და სოდა გამოიყენეთ. ხოლო დღეში 3-ჯერ ჭამამდე 2 საათით ადრე აქტივირებული ნახშირის მიღება ობის ფორების მოშორებაში დაგეხმარებათ.

წყალს შესანიშნავად ფილტრავს

კარგი იქნება, თუ წყლის მფილტრავ სისტემაში აქტივირებულ ნახშირს გამოიყენებთ. მას წყალში მავნე მინარევების განადგურების უნარი აქვს.

სასწრაფო დახმარება ტოქსიკური მოწამვლის დროს

ფარმაცევტული პრეპარატების გადაჭარბების დროს აქტივირებულინახშირის მიღება აუცილებელია. მოწამვლის შემთხვევაში ზრდასრულებმა 50-100 მგ, ხოლო ბავშვებმა 10-25 მგ საშუალება უნდა მიიღონ. საკვებით მოწამვლის ნიშნების დროს უფროსებმა 25 მგ, ხოლო ბავშვებმა 10 მგ ნახშირი უნდა მიიღონ. ამასთან ბევრი წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ.

კბილების გათეთრება

აქტივირებული ნახშირი კბილების გათეთრებაში დაგეხმარებათ. ამისთვის, ნახშირის აბები დაფშვენით და კბილის პასტას აურიეთ. ამ ნარევით კბილები გაიწმინდეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ თქვენი ღიმილი უფრო კაშკაშა გახდება.

აქტივირებული ნახშირი კანს უფრო ჯანსაღს გახდის

გამონაყარის დროს ნახშირით მკურნალობა ძალიან ეფექტურია. ის მწერების და გველის კბენის შემდეგ დისკომფორტს შეამსუბუქებს. ამისთვის 1 კაფსულა აქტივირებული ნახშირი ½ ჩ/კ ქოქოსის ზეთს აურიეთ და კანის დაზიანებულ ნაწილზე წაისვით. პროცედურა ყოველ 30 წუთში გაიმეორეთ, სანამ ქავილი და დისკომფორტი არ გაქრება.

აკნეს სამკურნალოდ და მოსაშორებლად 1 კაფსულა ნახშირი 2 ს/კ ალოე ვერას გელს აურიეთ და სახეზე მასაჟური მოძრაობით წაისვით. გაშრობა აცადეთ, შემდეგ სახიდან კარგად ჩამოიბანეთ.

შავი წერტილების ნიღაბი

აქტივირებული ნახშირის და ჟელატინის ნიღაბი ფორებს ღრმად წმენდს და შავი წერტილების მოშორებაში დაგეხმარებათ.

ნიღბის მოსამზადებლად:

1 აბი ნახშირი დაფშვენით. თასში 20 გრ თბილი (30 გრადუსი) წყალი ან რძე ჩაასხით და 1 ს/კ ჟელატინი გახსენით. აქტივირებული ნახშირი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

სანამ ნიღაბს წაისვამთ, სახე ბალახების ან ეთერზეთების აბაზანაში დაიორთქლეთ. ნიღაბი სახეზე თითებით ან ფუნჯით წაისვით. დაელოდეთ, სანამ ნიღაბი თხელ ფენად გარდაიქმნება (20-30 წუთი). შემდეგ ნიღაბი კუთხეებიდან ფრთხილად მოიშორეთ. ბოლოს, სახე ცივი წყლით დაიბანეთ.