როგორ მოვუაროთ ორქიდეას, რეგულარულად რომ ყვაოდეს

0
1860

ორქიდეა – საკმაოდ პრეტენზიული ყვავილია, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუმცა, იგი განსაკუთრებულად იხდის მადლობას კარგი მოპყრობისთვის: ყვავის 6 თვემდე, გვახარებს თავისი სილამაზით.

მცენარის განვითარებისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობის კომბინაცია: კარგი ნიადაგი, საკმარისი რაოდენობით წყალი, ჰაერის მისაღები ტენიანობა, შესაფერისი განათება და სასუქი.

ქოთნის ორქიდეის მოვლა

1. როგორ მოვრწყოთ ორქიდეა

ამ ყვავილს არ უყვარს წყალში ყოფნა. მისი მორწყვა საკმარისია კვირაში ერთხელ წლის თბილ პერიოდში, ხოლო ორჯერ – ცივში. წყლის საკმარისობაზე მცენარის ფოთლების მდგომარეობა მიგანიშნებთ.

თუ მას არასაკმარისად რწყავთ, ფოთლები დანაოჭდება და შეიკუმშება, ხოლო, თუ ზედმეტი მოგდით – გაღიავდება. თუ ორქიდეა გაყვითლდა, ესე იგი, ძალიან ბევრ წყალს უსხამთ. მოსარწყავი წყალი უნდა იყოს გაფილტრული ან გადადუღებული და აუცილებლად თბილი – დაახლოებით 25 °C.

2. განათება

ყვავილის მკვეთრი, გაფანტული შუქი უყვარს. უმჯობესია, იგი მოათავსოთ იმ ფანჯრის რაფაზე, რომელიც სამხრეთით მდებარეობს, არავითარ შემთხვევაში არ დადგათ ფანჯრიდან შორს, რომელიმე ბნელ ადგილას. თუ განათება არასაკმარისია, ორქიდეის ფოთლები გამუქდება, ხოლო ყვავილის კვირტები ჩამოცვივდება.

3. ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა

ორქიდეის ბუნებრივი საცხოვრებელი პირობა ტროპიკებია, რომლებშიც ჰაერის ტენიანობა 50-80%-ს აღწევს. მსგავსი პირობების ბინაში შესაქმნელად, გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი – ბადიანი პადონის სახით. ხოლო ზაფხულში ყოველდღიურად შეაშხეფეთ წყალი მცენარეს. სასურველია დილით, რათა წყალი მზის ჩასვლამდე აორთქლდეს.

4. სასუქი

ეს მცენარეები ჩვენთვის ნაცნობ ნიადაგში კი არა, ფიჭვის ქერქში იზრდება. მას ყვავილების მაღაზიებში ყიდიან და, ხშირად, თან აყოლებენ ყვავილებისთვის აუცილებელ კომპონენტებს (ხავსს, ხის ნახშირს, ტორფს, გვიმრის ფესვს. ასეთ სუბსტრატში ყვავილი ყოველ 6 თვეში უნდა გადარგოთ. გადარგვის შემდეგ, ორქიდეა, ახალი საკვები ნივთიერებების წყალობით, რამდენჯერმე უფრო სწრაფად აყვავდება.

ასევე, გთავაზობთ, გაეცნოთ ალექსეი გორობეის გამოცდილებას. ეს ბოტანიკოსი საკუთარ სახლში შესანიშნავ ორქიდეებს ზრდის. იგი მხოლოდ გამჭვირვალე ქოთანს იყენებს, რათა ყვავილის ფესვებმაც საკმარისი მზის შუქი მიიღონ და მათი მდგომარეობის გაკონტროლებაც შესაძლებელი იყოს. ფესვები პირველები რეაგირებენ ცუდ პირობებზე. თუ პრობლემად დროულად შეამჩნევთ, მცენარის გადარჩენასაც შეძლებთ.

ალექსეი მცენარეს მაშინ რწყავს, როცა ხედავს, რომ ქოთნის კედლებიდან სითხე აორთქლდა. ამის გაკონტროლებას მაშინ შეძლებთ, თუ ყვავილისთვის გამჭვირვალე ქოთანს გამოიყენებთ. ასევე, იგი ახერხებს ყვავილის დაზიანებული მონაკვეთების სწორად მოჭრას. ნახეთ, როგორ კეთდება ეს ზემოთ მოცემულ ვიდეოში. ჩაინიშნეთ ეს რჩევები და გაუზიარეთ მეგობრებს.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი