თანამედროვე მონობა და მისი 8 ყველაზე პოპულარული ფორმა

2572

დღეს მონობა წარსულის ნაშთად ითვლება, თუმცა ნამდვილად ასეა? გრძნობთ, რომ ყველასთან თანასწორუფლებიანი ხართ? როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, მონობა ჯერ კიდევ ჩვენთანაა. აქ, დღეს და ახლა. ზოგი ამას ვერ ამჩნევს, ზოგს დანახვა არ სურს. ზოგი კი ძალიან ცდილობს, რომ ყველაფერი ასე დარჩეს.

1. მონების ეკონომიკური იძულება მუდმივი მუშაობისთვის. თანამედროვე მონა იძულებულია სიკვდილამდე იმუშაოს, რადგან 1 თვეში გამომუშავებული თანხა მხოლოდ 1 თვის საცხოვრებლის, 1 თვის საკვების და 1 თვის მგზავრობის ხარჯებს ყოფნის. სწორედ ამიტომ, იძულებულია სიკვდილამდე გაუჩერებლივ იმუშაოს. პენსიაც დიდ ფანტასტიკას წარმოადგენს, რადგან მონა-პენსიონერი მთელ თანხას საცხოვრებელსა და საკვებში ხარჯავს და ზედმეტი ფული არ რჩება.

2. ფარული მონობის მეორე მექანიზმი ფსევდო აუცილებელ სასაქონლო ნივთებზე ხელოვნური მოთხოვნილების შექმნაა, რომელიც მონას ტელერეკლამების, პიარის, მაღაზიებში გარკვეულ ადგილებში დადებული ნივთებიდან თავს ეხვევა. თანამედროვე მონა „სიახლის“ გაუთავებელ რბოლაშია ჩართული, ამისთვის კი იძულებულია, რომ მუდმივად იმუშაოს.

3. ეკონომიკური იძულების მესამე ფარული მექანიზმი საკრედიტო სისტემაა, რომელიც თანამედროვე მონას „სესხის პროცენტის“ საშუალებით საკრედიტო ტყვეობაში სულ უფრო და უფრო ძირავს. საპროცენტო კრედიტის დასაფარად თანამედროვე მონა ძველის დაუფარავად ახალ კრედიტს იღებს და ვალების პირამიდას ქმნის. ვალი თანამედროვე მონას უმნიშვნელო ანაზღაურებაზე კარგად მუშაობის სტიმულირებას აძლევს.

4. მეოთხე მექანიზმი, რომელიც თანამედროვე მონას იდუმალ დამსაქმებელზე მუშაობს აიძულებს, მთავრობის შესახებ მითია. თანამედროვე მონა თვლის, რომ სახელმწიფოზე მუშაობს, მაგრამ სინამდვილეში ფსევდო სახელმწიფოზე მუშაობს, რადგან მონის ფულები დამსაქმებლის ჯიბეში მიდის. ხოლო სახელმწიფოს კონცეფცია მონების თვალის ასახვევად გამოიყენება, რომ მათ ზედმეტი კითხვები არ დასვან: რატომ მუშაობს მონა მთელი ცხოვრება და მაინც ღარიბი რჩება? რატომ არ აქვთ მონებს მოგების წილი? ვის ერიცხება მონების მიერ გადასახადების სახით დარიცხული ფული?

5. მეხუთე მექანიზმს ინფლაციის ან პერიოდულად ხელოვნურად მოწყობილი დეფოლტი წარმოადგენს, რაც მოქალაქეებს ეკონომიკური განვითარების საშუალებას არ აძლევს. გაკოტრებულები საქმის ნულიდან დაწყებას იწყებენ. ხელფასის ზრდის გარეშე ნივთებზე ფასების ზრდა მონების უხილავ ძარცვას წარმოადგენს. ამრიგად, თანამედროვე მონა უფრო მეტად ღარიბდება.

6. მეექვსე ფარული მექანიზმი, რომელიც თანამედროვე მონას უფასოდ მუშაობას აიძულებს – სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მოგზაურობის და უძრავი ქონების შეძენისთვის ფინანსური სახსრების ჩამორთმევა. ეს მექანიზმი მონას ერთსა და იმავე საქვეყნო საწარმოში მუშაობას, მკაცრი პირობების გაძლებას აიძულებს. სხვა პირობები უბრალოდ არ არსებობს და მონები ვერსად გაიქცევიან.

7. მეშვიდე მექანიზმი, რომელიც მონას უფასოდ შრომას აიძულებს, მონის მიერ გაწეული შრომის რეალური ანაზღაურების და მის მიერ წარმოებული საქონლის რეალური ფასის შესახებ ინფორმაციის დამალვაა. დამსაქმებელი მონის უცოდინრობით სარგებლობს და ბუღალტრული აღრიცხვის მექანიზმის წყალობით მონის ხელფასის დიდ წილს იღებს.

8. თანამედროვე მონებმა მოგების თავიანთი წილი, მათი მამების, ბაბუების და ა.შ გამომუშავებული თანხა რომ არ მოითხოვონ, მილიონობით მონების მიერ შექმნილი დამსაქმებლების რესურსების შესახებ ფაქტებს მალავენ.