სამარხვო პიროგი შავი ქლიავის ჩირით

1669

როცა ამ პიროგის რეცეპტი გავიგე, მას ხუმრობით “ბომჟ-პიროგი” ვუწოდე. იმიტომ კი არა, რომ ცუდი იყო, პირიქით, მას შესანიშნავი გემო აქვს, უბრალოდ სულ რამდენიმე ინგრედიენტისგან შედგება. თუმცა ეს, დიდი ალბათობით, უპირატესობაცაა. ეს მარტივი სამარხვო პიროგი მტკიცედ დაინერგა ჩვენს ოჯახში და ახლა მას განსაკუთრებული მიზეზგარეშეც ვაცხობ.

დღეს ჩვენი რედაქცია გიზიარებთ ქლიავის პიროგის მარტივ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 250 მლ მოხარშული ყავა
  • 100 გ ქლიავის უკურკო ჩირი
  • 100 გ ბერძნული კაკალი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 100 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 250 გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1. ჯერ მოხარშეთ მაგარი, ნატურალური ყავა და გადაწურეთ.

2. აცადეთ გაგრილება, დაუმატეთ თაფლი და შაქარი, ურიეთ სრულ გახსნამდე.

3. ქლიავის ჩირი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. დააქუცმაცეთ კაკალიც. შეურიეთ ერთ თასში და დაუმატეთ მწიკვი მარილი.

4. აქვე დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და კარგად მოურიეთ. ამ მასასვე დაუმატეთ ყავა და კარგად მოურიეთ. კონსისტენციით, ცომი სქელი არაჟანივით უნდა გამოვიდეს.

5. ახლა დაასხით ცომი ფორმაში და აცხვეთ 40-45 წუთით 180 გრადუსზე. მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირით. მზა პიროგი შეგიძლიათ დამდნარი შოკოლადით ან შაქრის პუდრით მორთოთ. თუმცა, ამის გარეშეც მშვენიერი გამოგივათ. ჩაისთვის სწორედ რომ ზედგამოჭრილია.

რთულია, ეს მარტივი და გემრიელი პიროგი არ შეგიყვარდეთ. შავი ქლიავისა და თხილის წყალობით, იგი ძალიან არომატული და ნაზი გამოვა. გამოაცხვეთ იგი დღესასწაულებზე ან ისე, უბრალოდ. ეს ოფიციალურად ჩემი საყვარელი ნამცხვარია!