როგორ ჩავიცვათ სწორად საზაფხულო ტანსაცმელი შემოდგომაზე – მოდური რჩევები მათთვის, ვისაც უკვე თბილი დღეები ენატრება

3220
როგორ ჩავიცვათ სწორად საზაფხულო ტანსაცმელი შემოდგომაზე - მოდური რჩევები მათთვის, ვისაც უკვე თბილი დღეები ენატრება
როგორ ჩავიცვათ სწორად საზაფხულო ტანსაცმელი შემოდგომაზე - მოდური რჩევები მათთვის, ვისაც უკვე თბილი დღეები ენატრება

ყოველდღიურად ტემპერატურა კლებულობს და თერმომეტრი გიჩვენებთ, რომ დროა თბილი ტანსაცმელი ჩაიცვათ. თუ თქვენ საზაფხულო ტანსაცმელთან დამშვიდობება არ გსურთ, არ იჩქაროთ: სარაფნები, ტოპები და შორტები შეგიძლიათ საშემოდგომო გარდერობს ჰარმონიულად დაუკავშიროთ. დღეს გიჩვენებთ როგორ გაახანგრძლივოთ თბილი დღეების მოგონებები და ამასთან ამინდის შესაბამისად ჩაიცვათ.

თქვენთვის ცნობილი ბლოგერების გვერდებს გადავხედეთ და ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შთაგონებას მოვახერხებთ.

ჯინსის ქურთუკი

დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ჯინსის ტანსაცმლის სხვადასხვა ფერებთან შეხამება მოდის საწინააღმდეგოდ ითვლებოდა. წაუგებელი ვარიანტი – სხვადსხვა ფერის ჯინსი ერთ სტილში. ახლა თქვენი საზაფხულო ტოპ და თეთრი ჯინსი მთელი წელი კარადაში დაკიდული არ იქნება.
ყურადღება დეტალებზე გაამახვილეთ: თუ ჯინსის ქურთუკს ტყავს დეკორატიული ელემენტი აქვს, უმჯობესია თუ მსგავსი მასალის კაბას შეურჩევთ. ეს წესი ასევე მაქმანს ეხება.
თუ ჯინსის ქურთუკს ნაქსოვი აქვს, უმჯობესია თუ უპირატესობას ნეიტრალური ფერის ტანსაცმელს მიანიჭებთ. ეს წესი პირიქითაც მოქმედებს: თუ ქურთუკს არ აქვს აქსესუარი, შეგიძლიათ ღია ფერის ფეხსაცმელი, ჩანთა ან ყვავილებიანი ტანსაცმელი ჩაიცვათ.

ტრენჩი და შორტი

პროვოკაციული შერწყმა, რომელიც ცნობილ ადამიანებს და ბლოგერებს უყვართ – ტრენჩი და შორტი. შეკრულ მოსასხამში ელეგანტური იქნებით, გახსნილში კი სექსუალური.
კოლგოტების არჩევანი ამინდზე და სითამამეზე არის დამოკიდებული: გამჭირვალე, ან გეომეტრიული ხაზებით და ბადით.

ზაფხულის შემდეგ ბევრი თეთრი ტანსაცმელი რჩება, სწორედ ამიტომ total white აქტუალურია. ერთადერთი წესი: თეთრის ფერს ყურადღება მიაქციეთ. თუ ტონის მიხედვით შერჩევას ვერ ახერხებთ, გახსოვდეთ, რომ თბილი ფერი ცივს არ ეხამება, ხოლო კაშკაშა მუქს.

 

ბომბერი და კაბა

შემოდგომა – შესანიშნავი დროა, რომ სხვადასხვა ქსოვილზე ექსპერიმენტი ჩაატაროთ. რაც უფრო მეტი კონტრასტია, მით უფრო საინტერესო სტილს შექმნით: მაქმანი და ჯინსი, აბრეშუმი და მსხვილი ნაქსოვი, შიფონი და ტყავი.

პალტო

მაშინაც კი თუ ისარი ნულს უჩვენებს, შეგვიძლია მაქმანებიან ტანსაცმელზე უარი არ ვთქვათ. მთავარია, გახსოვდეთ, რომ ყველა დანარჩენი ელემენტი თბილი უნდა იყოს: სქელი კოლგოტი, პალტო და ქუდი.

მუდმივი კამათი: შეიძლება თუ არა კაბის კალთა პალტოს კალთის ქვეშ? პასუხი: შეიძლება, ოღონდ კაბა მსუბუქი ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი.
შემოდგომის სტილი, უკვე კლასიკად იქცა: პალტო oversize, კეტები და გრძელი სწორი კაბა.

ტყავის ქურთუკი და ფერები

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომბინაცია – საზაფხულო კაბა – ბოტფორტი. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ზამშს – ის გაგათბობთ და ვიზუალურად უფრო მოხდენილს გაგხდით.

ყველაზე მარტივი მეთოდი, შექმნათ ქალური სტილი – ტყავის ქურთუკი და მსუბუქი კაბა. უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი შეხამების დროს ცოტა მკაცრი აქსესუარი უნდა დაამატოთ (უხეში ფეხსაცმელი, ჩანთა) ვარცხნილობაც ცოტა არეული უნდა იყოს.

ზამში

ზამშთან ნებისმიერი ჯინსი ლამაზად ჩანს, მაგრამ თუ ამინდი ხელს არ გიწყობთ, შეგიძლიათ ჯინსის შორტი აირჩიოთ.
მეორე ნივთი, რომელიც იდეალურია ზამშისთვის – ტოპი. ყველაზე პოპულარული ვარიანტი: თეთრი ფერის ჯინსი ან შარვალი, მოსაცმელი და ზამშის ჩანთა.

ვარიანტი ყველაზე თამამებისთვის: სპორტული შარვალი, მსუბუქი ზედა, მაღლები და ზამში. მოდის სახლებმა, ცნობილებმა და ბლოგერებმა ეს სტილი შეიყვარეს, თქვენც ხომ არ ცდით?

კარდიგანი და აბრეშუმი


აბრეშუმის ზედები უკვე დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს და ისინი ნაქსოვ კარდიგანებს შესანიშნავად ერწყმის.

კლასიკა, რომელიც არა მხოლოდ სულს, არამედ სხეულსაც ათბობს – საზაფხულო კაბა და კარდიგანი.

სვიტერი და კაბა

ნაზი და კომფორტული შეხამება – საზაფხულო კაბა და გრძელი სვიტერი. შექმენით კონტრასტი და სტილი უხეში ბოთებით ან კეტებით შეავსეთ.

უფრო მოხდენილი სხეულის შესაქმნელად სვიტერზე ქამარი გაიკეთეთ, ასე ვიზუალურად რამდენიმე ზედმეტ კილოგრამებს არ მოგიმატებთ.

კიდევ ერთი მეთოდი მოცულობის ეფექტურობისთვის, რომელსაც ნაქსოვი ნივთები ქმნიან – მაჯები მოაშიშვლეთ.

ბლეიზერი

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ მკაცრი ნივთების კონტრასტს მაქსიმალურად ქალური იმიჯის შექმნა შეუძლია. მსუბუქი კაბა და კლასიკური ბლეიზერი – ყოველთვის მომგებიანია.

ასევე ბლეიზერი შეგიძლიათ მოკლე ტოპს შეუხამოთ. მთავარი წესი – ქვემოთ მაღალწელიანი უნდა გეცვათ.

მაღალყელიანი ზედა

მაღალყელიანი ზედის და საზაფხულო კაბის შეხამება რომანტიკულ სტილს ქმნის. მნიშვნელოვანი პირობა: სარაფნის ქსოვილი გამჭირვალე არ უნდა იყოს, მასში ზედა არ უნდა ჩანდეს.

შავი მაღალყელიანი ზედა ნებისმიერ ნივთს მოუხდება. შეგიძლიათ ზემოდან დიდი ზომის ტოპი ჩაიცვათ ან საზაფხულო კაბა.

ბევრი ფენა

ერთი შეხედვით შეუხამებელი ნივთები – შიფონის კაბა, თბილი სვიტერი და დახეული ჯინსი – ერთდროულად ქალურ და კომფორტულ სტილს ქმნის.

თეთრი პერანგი ყველას გარდერობში მოიძებნება და შეგიძლიათ ის ორიგინალურად გამოიყენოთ: კაბის შიგნით ჩაიცვით.

მთავარი წესი კაბის და ჯინსის შეხამების დროს – კაბა წელზე არ შეიკრათ.

თქვენ ატარებთ საზაფხულო ტანსაცმელს შემოდგომაზე თუ დანანების გარეშე მომავალ წლამდე კარადაში ინახავთ?