როგორ მოვამზადოთ სალათი „ვენეცია“ შავქლიავით და ქათმით

1358

მრავალფენიანი სალათი სუფრას ყოველთვის დაამშვენებს. ნებისმიერ დღესასწაულზე ასეთი სალათის მცირე პორცია ძირითად კერძს შესანიშნავად შეავსებს.

სალათი შავქლიავით და ქათმით

სალათი ქათმით, სოკოთი და შავქლიავით, რომლის რეცეპტსაც დღეს „ვივიენი“ გაგიზიარებთ, განსაკუთრებულია. მისი ყოველდღე ჭამა არ ღირს, რადგან ძალიან ნოყიერია. აი, სადღესასწაულო სუფრისთვის კი ზუსტად რომ შესაფერისი იქნება!

შავქლიავის სალათის მარტივი რეცეპტი ყოველთვის პოპულარული იყო. შავქლიავს პატარაობიდანვე ჭამენ, რადგან ამ პროდუქტის კვებითი ღირებულება და სარგებელი უბრალოდ უზარმაზარია.

ამ სალათის ინგრედიენტები თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ. მაგალითად, ზოგიერთი შემწვარი სოკოს ნაცვლად ჩვეულებრივ ქამა სოკოს ამატებს. ასე სალათი ყოველდღიური მენიუსთვის უფრო შესაფერისი ხდება.

მაიონეზი შეგიძლიათ არაჟნით ჩაანაცვლოთ, ან თავად სოუსით მორთოთ. შინაურული მაიონეზი ნაყიდზე ბევრად უფრო სასარგებლო და გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ შავქლიავი
  • 400 გრ ქათმის ფილე
  • 100 გრ მაიონეზი ან არაჟანი
  • 400 გრ კარტოფილი
  • 300 გრ ქამა სოკო
  • 200 გრ ხმელი ყველი
  • 1 დიდი კიტრი

მომზადება:

1. შავქლიავს 10 წუთით მდუღარე წყალი დაასხით. ამის შემდეგ კარგად გააშრეთ და წვრილად დაჭერით.

2. ქათმის ფილე მოხარშეთ და წვრილად დაჭერით.

3. კარტოფილი მოხარშეთ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ არ ჩაიშალოს. ამის შემდეგ მსხვილ სახეხზე გახეხეთ. კიტრიც მსხვილ სახეხზე გახეხეთ.

4. ქამა სოკო მზესუმზირას ზეთში ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე შეწვით.

5. 4 კვერცხი მოხარშეთ და როგორც ყველი, წვრილ სახეხზე გახეხეთ.

6. შეგიძლიათ სალათის ფენები ნებისმიერი თანმიმდევრობით დააწყოთ, მაგრამ ჩვენ ასე გაკეთებას გირჩევთ: ჯერ შავქლიავი, შემდეგ ფილე, კარტოფილი, სოკო, კვერცხი, ყველი და კიტრი.

7. ფენებს შორის არაჟნის ან მაიონეზის წასმა არ დაგავიწყდეთ.

8. ზედა ფენაზე დადებული კიტრი სალათს სიახლეს და სიკაშკაშეს შემატებს. თუმცა სალათის ზედა ფენად შეგიძლიათ ნებისმიერი ინგრედიენტი გამოიყენოთ. გემრიელად მიირთვით!

თუ ზედა ფენად კიტრის ნაცვლად სხვა ინგრედიენტს იყენებთ, შეგიძლიათ კიტრის მცირე ნაჭრებით და მწვანილის ტოტებით მორთოთ. ასე უფრო სადღესასწაულო იერს შეიძენს.