15 დაუშვებელი შეცდომა რეცხვის დროს

17875

გახსოვთ, ბოლოს როდის გარეცხეთ ხელით? ამ შრომატევად საქმეს სარეცხი მანქანა შესანიშნავად გაუმკლავდება, ხოლო ხელით რეცხვა თანდათანობით წარსულს ბარდება. პროცესის ავტომატიზაციის მიუხედავად, რეცხვა თვითნებაზე არ უნდა მიუშვათ, რადგან შედეგი მხოლოდ მანქანაზე დამოკიდებული არაა.

„ვივიენი“ გიამბობთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე, რომელთაც ადამიანები რეცხვის დროს უშვებენ. ასეთი შეცდომები საყვარელი ნივთების განადგურებას იწვევენ.

როგორ გავრეცხოთ სწორად

1. რაოდენობის გადაჭარბება

მანქანის ბოლომდე გადატვირთვა არ ღირს. სჯობს დაგროვებული გასარეცხი ტანსაცმელი რამდენიმე რეცხვაზე გადაანაწილოთ. გადატვირთვა სარეცხ მანქანას აფუჭებს და ძვირადღირებულ ნივთებს ხევს.

2. არასწორი გადარჩევა

ტანსაცმლის ფერების მიხედვით გადარჩევა ნორმალურია. აი, ქსოვილის ტიპის მიხედვით ტანსაცმლის გადარჩევა ბევრს ავიწყდება. მაგალითად, მატყლის ქსოვილი ცალკე უნდა გარეცხოთ, ხოლო პირსახოცების და სინთეტიკური ნივთების ერთად გარეცხვა არ შეიძლება.

3. უწესრიგოდ ჩატვირთვა

მანქანით რეცხვის დროს წინდისთვის თითოეული წყვილის პოვნა ყველაზე რთულია. ოქროს წესი: ჯერ წინდები, შემდეგ ყველა დანარჩენი! სცადეთ და შედეგს აუცილებლად დააფასებთ.

4. ჭარბი სარეცხი საშუალება

ჭარბი სარეცხი ფხვნილის გამოყენება საღამოს ქაფიან წვეულებას გპირდებათ და არა რეცხვას. დიდი რაოდენობით ქაფი ჭუჭყს აკავებს ისეთ რთულად მისაღწევ ადგილებში, როგორიცაა საყელო. ეს ბაქტერიების დაგროვებას ხელს უწყობს, რაც თავად რეცხვის იდეას კლავს.

5. ელვა

ეს წესი ყოველთვის უნდა დაიცვათ. ტანსაცმელზე ელვა შეკრული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ელვის ბასრი კბილები სხვა ნივთებს დააზიანებენ.

6. ბევრი მათეთრებელი

მათეთრებელი საშუალების ხშირი გამოყენება ქსოვილს ნაკლებად გამძლეს ხდის, ნივთი სიმკვრივეს და ფორმას კარგავს. რატომ არ უნდა სცადოთ ძველი, კეთილი ადუღების მეთოდი? წყლის სავსე ქვაბს რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ და აღფრთოვანებას ვერ დამალავთ!

7. შეკრული ღილები

გასაოცარია, მაგრამ ტანსაცმელზე ღილები სჯობს არ შეკრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგიერთი ღილი შეიძლება დაიკარგოს. მეორე ასეთის პოვნას კი ვერ შეძლებთ. ამასთან ძაფები სწრაფად გამოუსადეგარი გახდება და რეცხვის შემდეგ ნივთის განახლება მოგიწევთ.

8. პირსახოცის დამარბილებელი

თეთრეულის ყველა შესაძლო დამარბილებელი საშუალება ქსოვილს ტენის შეწოვის უნარს უკარგავს. სწორედ ამიტომ, მსგავსი საშუალება პირსახოცების რეცხვის დროს არ გამოიყენოთ. სჯობს რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატოთ – ასე სირბილე და სასიამოვნო არომატი გარანტირებული გექნებათ.

9. ქურთუკების გარეცხვა

ეს ხრიკი ნამდვილად გასაოცარია! ქურთუკების რეცხვის დროს სარეცხ მანქანაში სამი ჩოგბურთის ბურთი ჩადეთ. ისინი ბუმბულს დაგორების საშუალებას არ მისცემენ და ჭარბ ქაფს გამოდევნიან.

10. ძვირადღირებული სარეცხი საშუალება

ზოგიერთი მხოლოდ ძვირადღირებულ მაღაზიაში ნაყიდ ფხვნილს იყენებს და ავიწყდება, რომ სარეცხი მანქანისთვისაც კი ბიუჯეტური ანალოგი არსებობს. მაგალითად, ჩვეულებრივი სუფრის მარილი ნივთებს ძველებურ სიქათქათეს უბრუნებს, ცარცი ცხიმიან ლაქას აშორებს, ხოლო ლიმონის წვენი შესანიშნავად არბილებს და კარგ არომატს ანიჭებს.

11. ერთი ციკლი საბნისა და ბალიშისთვის

თუ საბანს და ბალიშს სარეცხ მანქანაში რეცხავთ, განმეორებითი ციკლი თამამად ჩართეთ. ბუმბული ქაფს აკავებს, ამიტომ პირველი რეცხვის შემდეგ სარეცხი საშუალება შეიძლება ნაწარმის შიგნით დარჩეს.

12. საცურაო კოსტიუმების გარეცხვა

ელასტინის და სპანდექსის ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა აკრძალულია. ერთადერთი გადაწყვეტილება – ხელით რეცხვა და ისიც მხოლოდ ცივ წყალში.

13. სარეცხი მანქანის დასვენება

ბევრი დიასახლისი შეცდომით ფიქრობს, რომ ზედიზედ რამდენიმე რეცხვის ციკლის გამოყენება სარეცხ მანქანას აფუჭებს. სწორედ ამიტომ, ერთგულ დამხმარეს დასასვენებლად რამდენიმე საათს აძლევენ. როგორც აღმოჩნდა, სჯობს ყველაფერი ზედიზედ გარეცხოთ. ასეთი ხრიკი  წინა რეცხვის დროს გადანაწილებული სითბოს დახმარებით ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.

14. ლაქების ამოყვანა

თუ ტანსაცმლის ლაქას გულმოდგინეთ ხეხავთ, ნახვრეტის გაჩენამ არ გაგაკვირვოთ. გამოცდილი დიასახლისები გირჩევენ, რომ ლაქა არ გახეხოთ, არამედ თეთრი ფერის ქსოვილის ნაჭრით დაასველოთ.

15. სარეცხი მანქანის არასწორი მოვლა

თქვენ უკვე იცით, თუ როგორ უნდა გარეცხოთ ნივთები. იცით კი როგორ უნდა მოუაროთ სარეცხ მანქანას სწორად? ტექნიკის სწორი მოვლა ხანგრძლივი და გამძლე თანამშრომლობის გარანტიაა. სარეცხი მანქანა ხშირად გარეცხეთ, გამოყენების შემდეგ კარგად გააშრეთ და გაანიავეთ, ხოლო წელიწადში 2-3-ჯერ ცხელი წლის ერთი ციკლი ჩართეთ, მანქანაში თეთრი ძმარი დაამატეთ. მარტივი და ეფექტური მეთოდი!

სარეცხი მანქანა ნამდვილად დიდებული გამოგონებაა! ამ მარტივი წესების დაცვით თქვენი მანქანა ახალივით იქნება! რაც მთავარია, საყვარელ ნივთებთან ნაადრევად დამშვიდობება არ მოგიწევთ.