მოიშორეთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ფეიხოას გემრიელი მურაბით

0
2526

ფეიხოას ნაყოფი ერთ-ერთია იმ რამდენიმე პროდუქტთაგან, რომლებმაც სეზონურობა შეინარჩუნა. დახლებზე იგი სექტემბრის შუა რიცხვებში ჩნდება და თითქმის იანვრის ბოლომდე ფეხს არ იცვლის. თუმცა, საუკეთესო გემო და ყველაზე დაბალი ფასი სწორედ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში აქვს. ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ მომენტს!

ფეიხოა

ფეიხოა მარადმწვანე მცენარეა, წარმოშობით სამხრეთი ამერიკიდან. მცენარე იზრდება კავკასიის სუბტროპიკულ ნაწილში, რუსეთის სამხრეთით, ყირიმსა და აზერბაიჯანში.

ფეიხოას მწიფე ნაყოფები გაჯერებული მწვანე ფერისაა, მისი გემო კი, ერთდროულად, გვახსენებს ანანასის, კივისა და მარწყვის გემოებს. კენკრა უნდა გაჭრათ შუაში და კოვზით მიირთვათ წვნიანი რბილობი.

სქელი კანი რამდენადმე აფუჭებს ხილის გემოვნურ თვისებებს, თუმცა მას უჩვეულო არომატი აქვს და შეიცავს მრავალ ფენოლურ ნაერთ-ანტიოქსიდანტს, რომლებსაც სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ნუ გადაყრით ასეთ განძს, რაციონალური იქნება მისი გახმობა და ჩაიში დამატება.

ფეიხოას კენკრა უნიკალურია იმით, რომ, იოდის შემცველობით, მისი შედარება ზღვის პროდუქტებთანაც შეიძლება (50 მგ 100 გ რბილობში).

კენკრა გვეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებასა და ვირუსულ დაავადებებთან გამკლავებაში.

ფეიხოას უმი მურაბა ამ ნაყოფების ძვირფასი კვებითი ღირებულების შენარჩუნების ყველაზე საიმედო გზაა. გამოიყენეთ ეს რეცეპტი Vivien.ge-სგან.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ფეიხოა
  • 1 კგ შაქარი

მომზადება და გამოყენება

1. კარგად გარეცხეთ ნაყოფები, მოჭერით კუდები.

2. გაატარეთ კენკრა ხორცსაკეპ მანქანაში კანიანად, შეურიეთ შაქარი, გადაანაწილეთ სტერილურ ქილებში. უმი მურაბა მაცივარში 2 თვემდე ინახება.

3. სასიცოცხლო ძალების გაძლიერებისთვის, მიიღეთ 1 ს.კ. მასა დილა-საღამოს, 10 დღის განმავლობაში. შემდეგ ამდენივე ხნით შეისვენეთ.

სანამ დროა, მიირთვით უმი ფეიხოა ყოველდღე. ასევე, შეგიძლიათ, კენკრა გაახმოთ, რათა ვიტამინებით სავსე არომატული ჩაი გაზაფხულამდე მიირთვათ.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი