10 მცდარი ფაქტი, რომლებისაც გვჯეროდა რადგან სკოლაში ასე გვასწავლეს

1901
10 მცდარი ფაქტი, რომლებისაც გვჯეროდა რადგან სკოლაში ასე გვასწავლეს
10 მცდარი ფაქტი, რომლებისაც გვჯეროდა რადგან სკოლაში ასე გვასწავლეს

ჩვენ ინფორმაციული აფეთქების ეპოქაში ვცხოვრობთ. მსოფლიოში სხვადასხვა ინფორმაციის რაოდენობა მთიდან დაშვებული ზვავის სიჩქარის მიხედვით იზრდება და გეგონებათ, რომ ეს პროცესი უსასრულოა. ეს კიდევ ყველაფერი არაა. ახალი ცოდნის მიღების მიხედვით მსოფლიოს ჩვეული სახეც იცვლება. კომპასი კვლავ ჩრდილოეთს არ უჩვენებს, ტარაკნები ატომურ ბრძოლაში ვერ გადარჩებიან, ხოლო ლურჯ ვეშაპს დედამიწაზე ყველაზე დიდი არსების სტატუსი ჩამოართვეს.

თქვენთვის შევაგროვეთ 10 ფაქტი, რომელთა შესახებაც ჯერ კიდევ სკოლაში მერხზე ჯდომის დროს შეისწავლეთ. სავარაუდოდ, დღემდე არცერთ მათგანში ეჭვი არ შეგპარვიათ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტები მითები არის.

1. ლურჯი ვეშაპი – დედამიწაზე ყველაზე დიდი ცოცხალი არსებაა. 


ბიოლოგიის გაკვეთილებზე ალბათ გითხრეს, რომ ლურჯი ვეშაპი – ყველაზე დიდ არსებებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენია, რომლებიც ოდესღაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ. დიახ, ძუძუმწოვრებს შორის თანასწორი არავინ ჰყავს. მას შეუძლია სიგრძეში 30 მ-ს მიაღწიოს და ზრდასრული ვეშაპის მხოლოდ გული ტონობით იწონის.

თუმცა, თუ ყველა ცოცხალ არსებას გავითვალისწინებთ, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე არსებობენ, უნდა ვაღიაროთ: ლურჯ ვეშაპზე უფრო გიგანტურიც არსებობს. და ეს… სოკოა. უფრო სწორად არა სოკო, არამედ სოკოს მიცელიუმი მუქი მანჭკვალა (Armillaria ostoyae), რომელიც 800-ზე მეტი ჰა-ს ფართობს იკავებს და აშშ-ში, ორეგონის შტატში იზრდება. მას ორეგონის მონსტრი უწოდეს.

2. ტარაკნებს შეუძლიათ ატომური ომი გადაიტანონ


ტარაკნები ერთ-ერთი ყველაზე გამძლე არსებები არიან. მათ შეუძლიათ საკვების გარეშე დიდხანს გაძლონ და 2 კვირა კი თავის გარეშე არსებობაც შეუძლიათ. თითქოსდა, ამ არსებებს ატომური ომის გადატანაც შეუძლიათ. ამ ჰიპოთეზის შემოწმება 1963 წელს მეცნიერმა მ.როსმა და დ.კოკრანმა გადაწყვიტეს, მათ ლაბორატორიულ პირობებში ტარაკნებზე რადიაციის ზემოქმედება შეისწავლეს.

აღმოჩნდა, რომ სწორედ ტარაკნები გახდებიან ერთ-ერთი პირველი მწერები, რომლებიც ატომური კატასტროფის დროს დაიღუპებიან. დოზა 6 400 რადი ტარაკნების 93% გაანადგურა. დიახ, ეს ბევრად მეტი დოზაა რისი ატანაც ადამიანს (500 რადი) შეუძლია, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ეს საზიზღარი არსებები ყველაფრის ამტანები არ არიან, იმედის მომცემია.

3. გრიპი – ყველაზე გავრცელებული დაავადებაა


თითქოსდა, არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც სიცივეების დადგომისთანავე თუნდაც ერთხელ მაინც გრიპის ვირუსი არ ჰქონია. თუმცა უფრო გავრცელებული დაავადებაც არსებობს, რომელიც ამინდის ცვლილებაზე სულ არ არის დამოკიდებული. თითქმის უვნებლად გამოიყურება, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. საქმე კარიესს ეხება.
დედოფლის სახელობის ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სწორედ კარიესი შეიძლება იყოს თანამედროვე საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა. აღმოჩნდა, რომ ეს დაავადება მთელ მსოფლიოში თითქმის 2,5 მლრდ მოზარდს და 621 მლნ ბავშვებში გვხვდება. ეს კბილების რეგულარულად გახეხვის და სტომატოლოგთან ვიზიტის სერიოზული მიზეზია.

4. ჯორჯ ვაშინგტონი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი იყო. თუ მაინც მე-15?


ყველასთვის ცნობილი ფაქტი: 1 დოლარიან კუპიურაზე გამოსახული აშშ-ს 1-ელი პრეზიდენტი, ნიჭიერი პოლიტიკოსი და დამოუკიდებლობის ომის მონაწილე, ჯორჯ ვაშინგტონი. თუმცა მოსაზრებები იყოფა. ზოგი მას 1-ელ პრეზიდენტად თვლის, ზოგი კი – მე-15-ედ. რა იწვევს უთანხმოებას?

აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1776 წელს მიიღეს ხოლო დამოუკიდებელი შტატების ხელმძღვანელი 1789 წლის 30 აპრილს ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. ლოგიკური კითხვა ჩნდება: 1776-დან 1789 წლამდე ვინ მართავდა ქვეყანას? სწორედ ამ მიზეზით პირველ პრეზიდენტად ზოგიერთი წყარო პეიტონ რენდოლფს მოიხსენიებს.

თუნმცა სამართლიანი აღვნიშნოთ, რომ პეიტონ რენდოლფი 1-ელ და მე-2 კონტიტენტალურ კონგრესს ხელმძღვანელობდა, ხოლო პირველი ვისაც უწოდეს “აშშ-ს პრეზიდენტი”, ჯორჯ ვაშინგტონი იყო.

5. ლედი გოდივა ქალაქში შიშველი სეირნობდა, რომ მის ქმარს გადასახადები შეემცირებინა


ლეგენდის მიხედვით, 1040 წელს ლედი გოდივამ თავის ქმარს, გრაფ ლეოფრიკუს, მიმართა თხოვნით, რომ მას ინგლისური ქალაქის კოვენტრის მაცხოვრებლებისთვის გადასახადები შეემცირებინა. გრაფი დათანხმდა, ოღონდ იმ პირობით, თუ მეუღლე ცხენზე ამხედრებული და შიშველი ქალაქში გაისეირნებდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ლედი გოდივა ამას არ გააკეთებდა. მაგრამ უბრალოდ მოქალაქეების კეთილდღეობისთვის გულკეთილმა ქალმა მეუღლის პირობის შეასრულა.

XIII ს-ის ბოლოს, მეფე ედუარდ I ამ ისტორიის ჭეშმარიტების გაგება გადაწყვიტა და გასული ეპოქის ყველა დოკუმენტის შესწავლა დაავალა. აღმოჩნდა, რომ 1057 წელს კოვენტრში ზოგიერთი გადასახადი მართლაც გააუქმეს, თუმცა ეს შიშველი ქალის სეირნობიდან 17 წლის შემდეგ მოხდა. ხოლო ლედის გოდივას თამამი საქციელის შესახებ პირველი ხსენება მისი სიკვდილიდან მხოლოდ 100 წლის შემდეგ გამოჩნდა.

6. ზებრის შავ-თეთრი შეფერილობა მტაცებლებისგან თავდაცვას წარმოადგენს. 


რატომ არის ზებრა ზოლებიანი, ამ კითხვაზე პასუხს ბიოლოგები საუკუნეები ეძებდნენ. ბევრი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიის მიხედვით, ასეთი შეფერილობა მტაცებლებს აბნევს და მათ უფრო ნაკლებად შესამჩნევს ხდის. მეორე ვერსიის მიხედვით, თითოეულ ზებრას თავისი უნიკალური შეფერილობა აქვს, რაც ცხოველებს ერთმანეთის ცნობის საშუალებას აძლევს. მესამე ვერსიის მიხედვით, ასე მათ მწერები უფრო ნაკლებად კბენენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ზებრების შეფერილობასა და მათი მდებარეობის ადგილს შორის კავშირის გასაგებად კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მაღალია საშუალო ტემპერატურა, მით უფრო გამოკვეთილია შავი ზოლები. ხოლო უფრო ცივ ადგილებში ზებრის შეფერილობა უფრო მკრთალი ხდება. მიზეზი იმაშია, რომ შავი და თეთრი ზოლები სხვადასხვანაირად ხურდება, რითაც ზოლებს შორის ჰაერის სხვადასხვა ნაკადს იწვევენ და ჰაერის მარაოს ქმნიან, რომელთაც გამაგრილებელი ეფექტი აქვს. შესაბამისად, შავი და თეთრი ზოლები ზებრებს თერმო რეგულაციაში ეხმარებათ.

7. ეგვიპტის პირამიდები – ყველაზე დიდია მსოფლიოში


სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი პირამიდა ეგვიპტეში მდებარეობს და მას ჰეოფსის პირამიდას ან გიზის პირამიდას უწოდებენ. ეგვიპტის პირამიდებს შორის ის ყველაზე დიდია, მაგრამ მსოფლიოში უფრო დიდებიც არსებობს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი პირამიდა მექსიკაში არის აშენებული. მას ჩოლუპა ან მთის ხელმძღვანელს უწოდებენ და ჰეოფსის პირამიდას მოცულობით თითქმის 2-ჯერ აღემატება, ხოლო ფართობით 4-ჯერ.

8. კომპასი ყოველთვის ჩრდილოეთს უჩვენებს


შეიძლება რამე ეჭვი არსებობდეს, რომ კომპასის ერთი ისარი ყოველთვის ჩრდილოეთს უჩვენებს, ხოლო “ჩრდილოეთში” ჩვენ დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილს ვგულისხმობთ? სინამდვილეში ასე არაა. ჩვენი დედამიწის მაგნიტური წერტილი ყოველთვის ჩრდილოეთიდან სამხრეთს არ უთითებს, როგორც ახლა. მხოლოდ ბოლო 160 მლნ წლის განმავლობაში მან მიმართულება 100-ჯერ შეიცვალა.

მაგნიტური და გეოგრაფიული ჩრდილოეთი პოლუსი ერთმანეთს არ ემთხვევა. ახლა მაგნიტური პოლუსი ნახევარკუნძულ ბუთიაზე მდებარეობს. ეს კანადის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილშია. და ისარი ახლა ზუსტად ამ ისარს მიუთითებს.

9. სპილოები – ერთადერთი ცხოველი, რომელმაც ხტომა არ იცის


ზრდასრულმა სპილოებმა ხტომა ნამდვილად არ იციან მიუხედავად იმისა, რომ მათ არა მარტო 4 ფეხი, არამედ მუხლები, სახსრები და სახტომი კუნთები აქვთ. სპილოს უზარმაზარი წონის ჰაერში აწევა საკმაოდ რთულია. ერთდროულად 4 ფეხის აწევა მას არ შეუძლია, რადგან ერთ-ერთით მან წონასწორობა უნდა დაიცვას.

თუმცა სპილოები ერთადერთი ცხოველები არ არიან, რომელთაც ხტომა არ შეუძლიათ. სხვა ძუძუმწოვრებიც არსებობენ. მაგ., ზარმაცასებრნი, ბეგემოტი, მარტორქა. თუმცა სპილოსგან განსხვავებით, მარტორქებსა და ბეგემოტებს სირბილის დროს ერთდროულად 4-ვე ფეხის აწევა შეუძლიათ.

10. არაყი დიმიტრი მენდელეევმა გამოიგონა. 


1865 წელს გენიალურმა რუსმა ქიმიკოსმა ნამდვილად დაწერა დისერტაცია “წყლისა და სპირტი შეერთების” შესახებ, მაგრამ ამ შრომას არაყთან არანაირი კავშირი არ აქვს. მასში ქიმიკოსი სხვადასხვა კონცენტრაციისა და გარეგნული ზემოქმედების შედეგად წყლის ხსნარის შემადგენლობას იკვლევდა. მეცნიერს სპირტის 40%-იან შემცველობასა და მის გემოს მახასიათებლებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

ძლიერი სასმელ მენდელეევის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. სიტყვა “ვოდკა” პირველად 1405 წელს პოლონეთში მოიხსენიება. იმ დროისთვის სასმელი ცნობილი იყო, როგორც gorzałka (gorzeć — “ცხელი”), აქედან მოდის უკრაინული სახელი  “горілка” — და ბელარუსიული — “гарэлка”. 1819 წელს ალექსანდრე І “არყის მდგომარეობის” შესახებ დაწერა, სადაც საქმე ამ სასმელის მომზადების და შერევის შესაძლო ვარიანტებს ეხებოდა.

რა გახდა თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი? იყო თუ არა, თქვენ სასკოლო პროგრამაში რამე ცნობილი ფაქტი, რომელიც წლების შემდეგ მცდარად აღიარეს? დაწერეთ კომენტარებში.