წითელი ხიზილალის ბუტერბროდები სადღესასწაულო სუფრისთვის

1632

სადღესასწაულო ბუტერბროდები ხიზილალით დიდი ხანია, ჩვენს სუფრებზე ჩვეულებრივ კერძად იქცა. თუმცა, მათ მიმართ მიდგომა, ხშირად, ტრივიალურია: პური და მასზე დადებული ხიზილალა – სულ ესაა მთელი მრავალფეროვნება. ჩვენ ვთვლით, რომ ამ საქმეში ცოტაოდენი კრეატივი უნდა გამოავლინოთ და ჩვეულებრივი კერძი ორიგინალურად აქციოთ.

ჩვენი რედაქცია გიამბობთ, როგორ მოვამზადოთ სადღესასწაულო ბუტერბროდები ხიზილალით, თუმცა, განსაკუთრებულად.

ბუტერბროდები წითელი ხიზილალით

ინგრედიენტები

  • 1 ქილა წითელი ხიზილალა
  • 50 გ შებოლილი ორაგული
  • 100 გ დაჭრილი კალმახი
  • 1 ბატონი პური
  • 200 გ კარაქი
  • კამა

მომზადება

1. შეურიეთ ორაგული და 50 გ კარაქი.

2. დააქუცმაცეთ კამა და შეურიეთ ამდენივე კარაქს.

3. დაჭერით პური. შეგიძლიათ, მისგან სხვადასხვა ფიგურა გააკეთოთ.

4. წაუსვით პურს ორაგულიანი კარაქი, ზემოდან დაადეთ კიდევ ერთი პური და წაუსვით კამიანი კარაქი.

5. კუთხეებზე უბრალოდ კარაქი წაუსვით. ზემოდან დაადეთ ცოტაოდენი ხიზილალა. მნიშვნელოვანია, რომ იგი ხარისხიანი და ნამდვილი იყოს.

ზემოდან მორთეთ კალმახის ნაჭრებით. ასე გააკეთეთ თითოეულ ნაჭერზე და გაიტანეთ სუფრაზე.

ეს უკვე არა უბრალოდ ბუტერბროდი, არამედ ნამდვილი ხიზილალის ღვეზლებია. მართალია, საკმაოდ კალორიულია, თუმცა, ძალიან სადღესასწაულო და ლამაზი კერძია. წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ, თავს ამის უფლება მისცეთ.

გემრიელად მიირთვით!