რომელ საშუალებას ამოაქვს ჭუჭყი ხალიჩიდან და როგორ მოვამზადოთ

2150
© Depositphotos

დატვირთული დღის შემდეგ სახლში მისვლა, ბამბის პერანგის ჩაცმა და სასტუმრო ოთახში დაგებულ ბეწვიან ხალიჩაზე ფეხით გავლა სასიამოვნო პროცესია. ბავშვივით მასზე გაწოლა და კატასთან თამაში ან უბრალოდ თვალდახუჭული ოცნება კი ნამდვილი ნეტარებაა.

თქვენდა გასაოცრად, მსგავსი იდილია შეიძლება საყვარელი ხალიჩის სუნმა დაარღვიოს, რომელსაც გაწოლისთანავე იგრძნობთ. ხალიჩაზე დაკვირვების შემდეგ რამდენიმე რთულად შესამჩნევ ლაქას დაინახავთ. პრინციპში, შეგიძლიათ მათზე თვალი დახუჭოთ, მაგრამ შინაგანი პერფექციონიზმი ამასთან შეგუების საშუალებას არ მოგცემთ. ხალიჩა უნდა გარეცხოთ!

© Depositphotos

პირველ რიგში, დროზე ადრე ნერვიულობა არ დაიწყოთ, აქ ზებუნებრივი არაფერი მომხდარა. ასეთი რამ ხალიჩებზე მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანს ემართება. თუ ნერვები არ გყოფნით, რომ შაბათ-კვირას დაელოდოთ და ხალიჩა ქიმწმენდაში წაიღოთ, მის გაწმენდას შინაურული საშუალებებითაც შეძლებთ. ამისთვის, მტვერსასრუტი დაგჭირდებათ.

© Depositphotos

ხალიჩების საწმენდი საშუალება

რამდენიმე რჩევა, რომლებზეც აქცენტი უნდა გააკეთოთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ხალიჩების უმეტესობას წყალი არ უყვარს, ამიტომ მშრალი წმენდა ან ოდნავ სველი წმენდა უნდა გამოიყენოთ. თუ ჯაგრისს იყენებთ, ლაქა ცენტრისკენ გაწმინდეთ, რომ ჭუჭყი კიდევ უფრო დიდ სივრცეზე არ გავრცელდეს. ჯაგრისის გამოყენების დროს მხოლოდ ხალიჩის ბეწვის მიმართულების მხარეს იმოძრავეთ, რომ მისი სტრუქტურა არ დააზიანოთ.

© Depositphotos

მოქმედება:

1. სოდა და მარილი

ჯერ კიდევ გსურთ დაუყონებლივ გაწმენდა, მაგრამ გეშინიათ, რომ ხალიჩას დააზიანებთ? აი, რამდენიმე მეთოდი, რომლებიც ხალიჩის გაწმენდაში დაგეხმარებათ. ასე ხალიჩაც სუფთა იქნება და მას ზიანს არ მიაყენებთ. პირველ რიგში, მტვერსასრუტით გაწმინდეთ, რომ ზედმეტი მტვერი და წვრილი ნაგავი აიღოთ. ახლა საქმეს შეუდექით:

© Depositphotos

სოდა და მარილი თქვენი დამხმარე საშუალებებია, რომლებიც ნებისმიერ ხალიჩას ახალივით გახდის. 1:1 პროპორციით აურიეთ და ხალიჩას თამამად მოაყარეთ. ლაქას შეგიძლიათ ნარევი თამამად შეაზილოთ, 20 წუთის შემდეგ მტვერსასრუტით აიღეთ. მარილი და სოდა უნივერსალური საშუალებაა. მათი დახმარებით ვერცხლსაც გაწმენდთ და მტკივნეული ყელის სავლებადაც გამოგადგებათ. დიასახლისები უკვე წლებია იყენებენ, რადგან ეფექტური და უსაფრთხოა.

© Depositphotos

2. ძმრის ხსნარი

თუ მარილი ცემინებას გაწყებინებთ, ხოლო სოდის გამოყენება, როგორც მენდელეევის ცხრილის ელემენტი (ეს ხომ ნატრიუმია) არ გაწყობთ, შეგიძლიათ ძმარი სცადოთ. ჩვეულებრივი სუფრის ძმარი, რომელიც თქვენი მაცივრის კარზე მდებარეობს. არ დაიჯერებთ, მაგრამ მისი სუსტი ხსნარი ხალიჩას წარმოუდგენლად განაახლებს.

© Depositphotos

ძმრით გაწმენდამდე ხალიჩა მტვერსასრუტით გაწმინდეთ, ამის შემდეგ ძმარში დასველებული რბილი ჯაგრისი ან ღრუბელი გადაუსვით. პროპორცია ასეთია: 1 ლიტრ წყალზე 15-20 მლ სუფრის ძმარი. ლაქა უფრო ძლიერად დაასველეთ. 20 წუთით აივანზე გადით, ყავა დალიეთ, შემდეგ ხალიჩა მშრალი ჩვრით ბეწვის მიმართულებით გაწმინდეთ. დარწმუნდით, რომ ხალიჩა სრულად მშრალია. ოთახის განიავება არ დაგავიწყდეთ.

© Depositphotos

3. ჩაის ჩენჩო

კიდევ ერთი მეთოდი, თუ ყავას ჩაი გირჩევნიათ, ხოლო თქვენი ბინის ინტერიერი მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. ეს მეთოდი ღია ფერის ხალიჩებზე არ გამოგადგებათ, ამიტომ ოთახში სინათლე აანთეთ და დარწმუნდით, რომ ხალიჩის ზოლი მუქი ფერისაა. თუ რაიმე წინაღობა არ არსებობს, საქმეს შეუდექით.

© Depositphotos

ამისთვის ჩაის ნაყენი წინასწარ უნდა მოამზადოთ, ის ძალიან სველი არ უნდა იყოს, ამიტომ კარგად გაწურეთ, სანამ ხალიჩას მოაყრით. ჩაის ფოთლებით მთელი ხალიჩის დაფარვა საჭირო არაა. მხოლოდ დალაქავებულ ადგილას მოაყარეთ. გაშრობა აცადეთ და ცოცხით ან მტვერსასრუტით აიღეთ. საინტერესო დაკვირვება: ჩაის ჩენჩო არა მხოლოდ ლაქას, არამედ უსიამოვნო სუნსაც აქრობს.

© Depositphotos

სახლის პირობებში ხალიჩის გასაწმენდად აქ წარმოდგენილი თითოეული საწმენდი საშუალება წარმატებით გამოცდილია. თუ შედეგი რაიმე მიზეზით არ მოგეწონათ, შეგიძლიათ ნავთით, სახამებლით, ბენზინით, ნიშადურის სპირტით ან თოვლით გაწმენდა სცადოთ. ასევე შეგიძლიათ დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართოთ, რომ ხალიჩას გადარჩენის შანსი ჰქონდეს.