რატომ არის სალათი „ანანასი“ ნებისმიერი წვეულებისთვის შესაფერისი

1969

ეს რა გვაქვს თეფშზე, ნამდვილი ანანასი? მართლაც, რომ ძალიან ჰგავს, მაგრამ ეს ანანასის და ნიგვზის სალათის ორიგინალური გაფორმებაა. მისი შემხედვარე შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთული მოსამზადებელია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინგრედიენტების შეძენაზე უფრო მეტ დროს დახარჯავთ, ვიდრე თავად სალათის მომზადებაზე.

თუ გარანტირებულად წარმატებული ვარიანტის გაკეთება გსურთ, მხოლოდ დროში გამოცდილი პროდუქტები გამოიყენეთ.

© Depositphotos

ნიგოზს, რომელსაც სალათში გამოიყენებთ, დრო აუცილებლად დაუთმეთ. მათი ხარისხი როგორც გაფორმებაზე, ასევე გემოზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასევე ძალიან მაგარი სიმინდის მარცვლები არ აიღოთ, რომ დაღეჭვა არ გაგიჭირდეთ. დანარჩენ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. დროა, სალათის მომზადებას შეუდგეთ.

სალათი შებოლილი ქათმის ხორცით და ანანასით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 150 გრ ნიგოზი
  • 300 გრ შებოლილი ქათმის მკერდი
  • 150 გრ ხმელი ყველი
  • 3 კარგად მოხარშული ქათმის კვერცხი
  • 100 გრ დაკონსერვებული სიმინდი
  • 4 ს/კ ნებისმიერი მაიონეზი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით

მომზადება:

1. პირველ რიგში, ნიგოზი მოამზადეთ. გადარჩეული ნიგოზი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5 წუთით გამოაშრეთ. თქვენ ნიგვზის ისეთი ნახევრები გჭირდებათ, როგორც სურათზეა ნაჩვენები. სანამ ნიგოზი შრება, შემდეგ ნაბიჯზე გადადით.

© Depositphotos

2. ქათმის მკერდი მცირე ნაჭრებად დაჭერით. თუ მოგწონთ, შეგიძლიათ უფრო მსხვილ ნაჭრებად დაჭრათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში სალათის გაფორმების დროს ფორმის მიცემა გაგიჭირდებათ.

© Depositphotos

3. კვერცხი და ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, აქვე სიმინდი და ანანასი დაამატეთ. თუ ანანასს რგოლის ფორმა აქვს, კუბებად დაჭერით. სჯობს ანანასის ნაჭრის ზომა ქათმის ნაჭრის ზომის ტოლი იყოს.

© Depositphotos

4. ახლა სამი კოვზი მაიონეზი თამამად დაუმატეთ და კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მზადაა! დრო მოვიდა, რომ მიღებული მასით გაფორმებას შეუდგეთ.

© Depositphotos

5. თეფშზე სალათა გადაიტანეთ და ოვალის ფორმა მიეცით. აქ მეოთხე კოვზი მაიონეზი დაგჭირდებათ: სალათს წვრილ ზოლად მოასხით ისე, რომ მაიონეზის ბადე მიიღოთ. სხვათა შორის, პირდაპირ პაკეტიდან ამის გაკეთება საკმაოდ მოსახერხებელია.

© Depositphotos

6. ნიგოზი უკვე მზადაა: ოვალის ფორმაზე ნიგოზი თანაბრად გადაანაწილეთ, ისე თითქოს, ნამდვილი ანანასის ეკლებია, ხოლო წინასწარ დაჭრილი ხახვისგან სალათს ყუნწი გაუკეთეთ. ესეც ასე, სალათი მზადაა!

© Depositphotos

7.შტრიხი, რომელიც აუცილებლობას არ წარმოადგენს: სასურველია, სალათი მაცივარში ნახევარი საათით შედგათ. თუ ლოდინის არანაირი სურვილი არ გაქვთ, პირდაპირ სუფრაზე გაიტანეთ.

© Depositphotos

ახლა უკვე ხვდებით, თუ რატომ არის ეს კერძი ნებისმიერ დღესასწაულზე სასურველი კერძი? სალათი ძალიან მარტივად მზადდება. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.