გასაოცარი სადღესასწაულო კერძები: 5 რეცეპტი

2799

“დასაყოლებელი” – სადღესასწაულო სუფრაზე მთავარი კერძი არაა. სწორედ ასე ვტყუვდებით ყოველ ჯერზე, როცა სტუმრების მისაღებად ვემზადებით. რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია ცხელი კერძი და გარნირი, დესერტის მომზადების დაწყება საღამოდან, რათა ბისკვიტები გაიჟღინთოს და ჟელე გამყარდეს. ასევე, უნდა შეიძინოთ ძვირადრირებული, გემრიელი ღვინო. ამიტომ დასაყოლებელი სიის ბოლოსკენაა.

დამიჯერეთ, მენიუს ეს ნაწილიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მეტიც, სუფრა ღარიბულად გამოიყურება, ხოლო კერძების ჩამონათვალი – გაუთვლელად, თუ მათ დასაყოლებელი აკლია. ყველაზე მარტივი და სწრაფი ვარიანტია ბუტერბროდები. თუმცა, თუ გსურთ, ამ საკითხს მთელი სერიოზულობით მიუდგეთ, დროა, ამობეჭდოთ სადღესასწაულო დასაყოლებლების სია.

ფურშეტის სალათი

უკვე გაარკვიეთ, რომელ სალათს გააკეთებთ დღესასწაულზე? არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ, თუმცა ჩემთვის ეს ნამდვილი პრობლემაა. ხორცის, გარნირისა და დესერტის არჩევის პრობლემა არ მაქვს, თუმცა სალათს ყოველთვის ჩიხში შევყავარ. თუმცა, ასეთ რეცეპტს რომ ვხედავ, უკვე ვხვდები, რასაც მოვამზადებ.

ინგრედიენტები

  • 150 გ ქათმის ფილე
  • 150 გ სტაფილო კორეულად
  • 300 გ შამპინიონი
  • 100 გ მაიონეზი
  • 3 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 6 ტარტალეტი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ქათმის ფილე და გააგრილეთ. შემდეგ დაჭერით ხორცი კუბებად.
  2. გარეცხეთ შამპინიონები, დაჭერით და შეწვით ზეთზე.
  3. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, შეაზავეთ სანელებლებითა და მაიონეზით.
  4. გაავსეთ ტარტალეტები სალათით.

თუ საოჯახო სადღესასწაულო სუფრის გაშლას აპირებთ, ტარტალეტების გამოყენება არაა საჭირო. უბრალოდ გაავსეთ სალათით სპეციალური ჭურჭელი და დადგით მაგიდაზე. ტარტალეტები შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ფურშეტის სუფრისთვის. აქედან მოდის მისი დასახელებაც.

კრაბის ჩხირები შიგთავსით

ახალი წელი კრაბის ჩხირების სალათის გარეშე დღესასწაული არაა. რასთან არ აკეთებენ ამ პოპულარულ პროდუქტს. არსებობს კრაბის ჩხირების კერძი სიმინდით, ფორთოხლითა და ნივრით, ხორცითა და პომიდვრით, კიტრით, ტკბილი წიწაკით, მსხლითა და ავოკადოთი. ყველაფერი გემრიელი და ორიგინალურია. თუმცა, წელს გთავაზობთ არა სალათის, არამედ დასაყოლებლის მომზადებას.

ინგრედიენტები

  • 200 გ კრაბის ჩხირები
  • 3-4 კვერცხი
  • 100 გ მყარი ყველი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 კონა კამა
  • 100 გ მაიონეზი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხი, დაყავით ცილა და გული. დახეხეთ და მოათავსეთ სხვადასხვა ჭურჭელში.
  2. დაჭყლიტეთ ნიორი.
  3. დააქუცმაცეთ კამა და დახეხეთ ყველი.
  4. შეურიეთ ყველა ეს ინგრედიენტი ერთმანეთს, კვერცხის გულებისა და კამის გარდა, შეაზავეთ მაიონეზით, მარილითა და პილპილით.
  5. გაშალეთ კრაბის ჩხირი, დაადეთ მაიონეზიანი შიგთავსი და გაახვიეთ ჩხირები ისე, რომ შიგთავსი შიგნით დარჩეს.
  6. წაუსვით რულეტს მაიონეზი ბოლოებზე, მოაყარეთ კამა და კვერცხის გულები.

კრაბის ჩხირები გადაიტანეთ ბრტყელ თეფშზე, მოაყარეთ დარჩენილი კვერცხის გულები და კამა. არავითარი სალათი არაა საჭირო. მოამზადეთ ცოტა მეტი დასაყოლებელი – იგი ყველას მოეწონება.

შამპინიონები ქათმით

როგორც კრაბის ჩხირები, სოკოც საკმაოდ პოპულარულად იქცა სადღესასწაულო მენიუში. მასთან ერთად ამზადებენ ცომეულს, რულეტებსა და სალათებს. თუმცა, თუ მეტ სოკოს აიღებთ, შეგიძლიათ ისინი გაავსოთ შესანიშნავი ხორციანი შიგთავსით და გამოაცხოთ ყველის ქერქის ქვეშ.

ინგრედიენტები

  • 500 გ ქათმის ფილე
  • 60 გ ფეტა
  • 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 10 დიდი შამპინიონი
  • 100 გ მოცარელა
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 1 კონა მწვანილი
  • 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ სოკო, გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცებით, მოაჭერით ფეხები.
  2. აიღეთ საცხობი ფორმა, დააფინეთ მის ფსკერზე პერგამენტის ქაღალდი, დაალაგეთ მასზე სოკოს ქუდები, ხვრელებით ზემოთ.
  3. დააქუცმაცეთ ქატმის ფილე. შეწვით ზეთზე.
  4. დაჭერით შამპინიონების ფეხები. დაუმატეთ ქათამს ტაფაზე და შეწვით კიდევ 5 წუთით.
  5. შეურიეთ არაჟანი ფქვილს, დაუმატეთ სანელებლები და ჩაასხით ქათმის მასით სავსე ტაფაზე, თუშეთ 10 წუთით. გამორთეთ ცეცხლი და გააგრილეთ.
  6. გაახურეთ ღუმელი 180 °С-ზე.
  7. დახეხეთ ფეტა და შეურიეთ დაქუცმაცებულ ოხრახუშს.
  8. გაავსეთ სოკოს ქუდები შიგთავსით. მოაყარეთ თითოეულ სოკოს დახეხილი მოცარელა.
  9. შედგით ღუმელში 15 წუთით.

ასეთი დასაყოლებელი მეორე დღემდეც არ დარჩება. მოემზადეთ, შეიძლება სტუმრებმა სხვა კერძებზე უარი თქვან და მხოლოდ სოკოებს მიეტანონ.

თევზის დასაყოლებელი

სანამ სხვები ძვირადღირებულ წითელ თევზს ყიდულობენ, ცდილობენ მეგობრების გაოცებასა და თავს ზემოთ ახტომას, ჩვენ გთავაზობთ სარდიებისგან დასაყოლებლის მომზადებას.

ინგრედიენტები

  • 250 გ სარდინის კონსერვი
  • 50 გ მწვანე ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 1 მჟავე ვაშლი
  • 1 კონა მწვანილი
  • 3 პომიდორი
  • 100 გ მაიონეზი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დახეხეთ სტაფილო, გაფცქვენით მჟავე ვაშლი და დახეხეთ ისიც.
  2. გაასუფთავეთ თევზის ფილე, დაჭყლიტეთ ჩანგლით.
  3. დააქუცმაცეთ ხახვი და მწვანილი.
  4. შეურიეთ ჭურჭელში ყველა ინგრედიენტი. შეაზავეთ მარილით, პილპილითა და მაიონეზით.
  5. დაჭერით პომიდვრები ტხელ რგოლებად. დაალაგეთ ბრტყელ თეფებზე.
  6. დაადეთ თევზის მასა თითოეულ პომიდორს.

დასაყოლებელი მკვეთრია და მას გვერდს ვერავინ აუვლის. სარდინების, მჟავე ვაშლისა და სტაფილოს შერევა სარისკოა, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. ერთი ულუფის ჭამას ვერ მოასწრებთ, რომ მეორეც მოგინდებათ.

ქათმის რულეტი ბოსტნეულით

ისეთი უბრალო და ჩვეულებრივი კერძი, როგორიც რულეტია, მენიუს მთავარ კერძადაც შეიძლება იქცეს, თუ რეცეპტში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანთ. რა მოხდება, თუ ჩვეულებრივ სოკოს შიგთავსს ბოსტნეულის ომლეტით შევცვლით.

ინგრედიენტები

  • 400 გ ქათმის ფილე
  • 3 კვერცხი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 150 გ სოკო
  • 2 პომიდორი
  • 1 კონა მწვანილი
  • 1 ს.კ. მაიონეზი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაჭერით ქათმის ფილე შუაში გრძლად, ოღონდ ბოლომდე არა. დაბეგვეთ და შეაზილეთ სანელებლები.
  2. ათქვიფეთ კვერცხი მაიონეზით.
  3. გაასუფთავეთ და დაჭერით ბულგარული წიწაკა. დააქუცმაცეთ სოკოები და პომიდვრები. დაჭერით მწვანილიც. მოათავსეთ ბოსტნეული კვერცხის მასაში.
  4. შეწვით ომლები ზეთზე.
  5. ახლა მოათავსეთ ომლეტი დაბეგვილ ფილეზე. მოაჭერით დანით ზედმეტი კიდეები.
  6. მჭიდროდ შეახვიეთ რულეტი და შეახვიეთ საკვებ ფენაში.
  7. აადუღეთ წყალი. მოათავსეთ რულეტი სითხეში და ხარშეთ ასე 40 წუთით, საშუალო ცეცხლზე.
  8. ამოიღეთ რულეტი, გააგრილეთ და შედგით მაცივარში 1 საათით. შემდეგ მოხსენით ცელოფანი და დააჭერით ულუფებად.

მორთეთ თეფშზე დალაგებული ნაჭრები მწვანილით ან უბრალოდ სალათის ფოთლებზე დაალაგეთ. გემრიელი, უბრალო და ხელმისაწვდომი დასაყოლებელი მზადაა.

იმედია, ჩვენს სიაში იპოვეთ დასაყოლებლის ისეთი ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად ერგება თქვენს გემოვნებასა და შესაძლებლობებს.