ხალხური საშუალება, რომლის დახმარებითაც სიმსივნედ ქცეული ხალი სრულად გავიქრე.

30382

რამდენიმე წლის წინ მკერდზე შემთხვევით მოვიგლიჯე ხალი. დამეწყო ძლიერი ტკივილები, შემიშუპდა მარცხენა ხელი და მკერდის მარცხენა ნახევარი. ჩემმა მეზობელმა მასწავლა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. დავუჯერე და მალევე განვიკურნე. ჩემი წამალი კი ხახვის კანი გახლდათ: ავიღე ხახვის კანის სუფთა ფურცლები – უმჯობესია გარეთა. მიწიანი ფურცლები მოაშორეთ, შიგნითა სუფთა 4 – 5 ფურცელი დაიფინეთ ხალზე და დაიმაგრეთ პლასტირით. 4 დღის შემდეგ საფენი მოიხსენით, კანი მოიბანეთ და ახალი საფენი დაიფინეთ. პირველი 4 დღის შემდეგ ყოველგვარი შეშუპება მომეხსნა და ტკივილიც დამიცხრა.
ჩავიტარე 3 პროცედურა. რამდენიმე წელია ის ხალი საერთოდ გამიქრა. ამ რეცეპტით ისარგებლა ჩემმა ნაცნობმაც, რომელსაც ხალი სიმსივნედ ექცა და ძალიან დიდი ხომის გახდა. საკმაოდ დიდხანს იდებდა ხახვის კანის საფენებს და ხალი ნაწილ – ნაწილ ძვრებოდა. ახლა სრულიად ჯანმრთელია, არადა ონკოლოგიური პაციენტი გახლდათ.

ექიმის კომენტარი:
ხახვის ბოლქვი მდიდარია ცილებით, ეთერზეთებით, უჯრედისით, კალციუმის, ფოსფორის მარილებით, ზოგიერთი მიკროელემენტით. ხახვი შეიცავს აგრეთვე ფერმენტებს, გლიკოზიდებს, ინსულინს, ფიტინს, A პროვიტამინს, B1, B2, PP ვიტამინებს, დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ხახვში შემავალი ფოტოციდები თრგუნავს პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას, რისგამოც ამ მცენარეს ანტისეპტიკური , ანტიანთებითი, ინფექციის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მას იყენებენ მწვავე რესპირატორული ანგინების, ქრონიკული ტონზილიტისა და სხვა დაავადებების დროს. ხახვის პრეპარატები აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. საკმაოდ ეფექტიანია ხახვის გამოყენება კანის ჩირქოვანი პათოლოგიების, ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ. ნედლი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამომუშავებას, ზრდის სექსუალურ პოტენციას, გამოიყენება ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ. მკითხველის მონათხრობიდან ჩანს, რომ ხალის დაზიანების შედეგად მოხდა ინფიცირება. ასეთ დროს მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობა შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს და საქმე მძიმე გართულებამდე მივიდეს. ინფექციის გავრცელებისას აუცილებელია ზოგადი მოქმედების ანტიბაქტერიული საშუალებების მიღება.

  • საკვანძო სიტყვები
  • ხალი