როგორ მოვამზადოთ ტორტი, ცხობის გარეშე, ქოქოსის შიგთავსით

2070

ფაქიზ კანფეტ “რაფაელოზე” უკეთესი შეიძლება იყოს მხოლოდ ტორტი ასეთივე გემოთი და მდნარი ტექსტურით. ეს ტკბილეული სადღესასწაულოდ გამოიყურება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ყველა ტორტი ამაღლებს ჩვენს განწყობას. თანაც, ტორტ “რაფაელოს” მომზადება ძალიან სწრაფი პროცესია, ღუმელიც კი არ დაგჭირდებათ. ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია და არც ფასები იკბინება.

ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ტორტ “რაფაელოს” მომზადების რეცეპტს, საშინაო პირობებისთვის.

საშინაო ტორტი “რაფაელო”

ინგრედიენტები

  • 1 კგ ხაჭო
  • 100 გ შაქარი
  • 250 მლ რძე
  • 100 გ ქოქოსის ფანტელი
  • 300 მლ შედედებული რძე
  • 25 გ ჟელატინი
  • 150 მლ წყალი
  • 200 გ რძის ვაფლი

მომზადება

1. აადუღეთ რძე და დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი, მოურიეთ. ეს იმისთვის, რომ მასას ქოქოსის განუმეორებელი არომატი ჰქონდეს.

2. დაასხით ჟელატინს წყალი და დააყენეთ ცოტა ხნით.

3. ათქვიფეთ ხაჭო ბლენდერით და გაატარეთ ხორცსაკეპი მანქანის წვრილ დანაში. კარგად შეურიეთ შედედებულ რძეს. შემდეგ ამ მასას დაუმატეთ რძეში მოხარშული ქოქოსის ფანტელები და ისევ მოურიეთ.

4. ახლა უნდა მოამზადოთ “ბისკვიტი”. დააქუცმაცეთ რძიანი ვაფლები და ჩაყარეთ ფორმის ფსკერზე.

5. მომზადებულ ჟელატინს დაუმატეთ 1-2 კოვზი ხაჭოს მასა და მოურიეთ. შიგთავსი მოათავსეთ ხაჭოს მასაში და კარგად შეურიეთ.

6. ახლა ფრთხილად გაანაწილეთ ნაზი ხაჭოს მასა ვაფლის ბისკვიტზე. ნუ ჩაასხამთ მყისიერად, თორემ ფხვიერი მასა გაფუჭდება.

7. შედგით ტორტი მაცივარში 3 საათით.

8. გამოიღეთ ტორტი მაცივრიდან, მოხსენით ფორმის ზღუდეები და დატკბით გემოთი.

გემრიელად მიირთვით!

სურვილისამებრ, ტორტის მორთვაც შეგიძლიათ. მას ძალიან ნაზი და მდნარი ტექსტურა აქვს. სხვათა შორის, ორიგინალი “რაფაელოს” გემოს მიღება თუ გსურთ, შეგიძლიათ ტყის თხილი ან ნუში დაუმატოთ. ასეთი ტორტი მარტივად მზადდება და ეფექტურად გამოიყურება, ამიტომ მისი მომზადება ხშირად შეგიძლიათ.

თუ ტორტის მომზადებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები დაგრჩათ, ნახეთ ვიდეო: