რას ნიშნავს კრემებზე BB, CC, DD და PP აღნიშვნა?

7986

კოსმეტიკურ ბაზარზე BB კრემი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ უკვე ბევრ ქალს თავი შეაყვარა. ის გერმანელმა დერმატოლოგებმა ღრმა პილინგის და კოსმეტოლოგიური პროცედურის შემდეგ კანის აღსადგენად და შესახორცებელ საშუალებად შექმნეს, ხოლო კორეელმა მწარმოებლებმა ეს საშუალება გააუმჯობესეს და ფართო აუდიტორიისთვის გამოუშვეს.

ასეთ კრემებს როგორც შემნიღბავი, ასევე დამატენიანებელი თვისებები აქვთ. თუმცა პროგრესი ადგილზე არ ჩერდება და უკვე გამოჩნდა შემდეგი საშუალებები CC, DD, PP და EE კრემიც კი. „ვივიენი“ გიამბობთ, თუ ასეთი კრემები რით განსხვავდებიან და რომელ კანის ტიპს უხდება.

BB კრემი სახისთვის

BB კრემის სახელი იშიფრება, როგორც beauty balm ან blemish balm, ანუ სილამაზის ბალზამი და შემნიღბველი ბალზამი. ის კარგ დაფარვას ქმნის და ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ისე კარგად ატენიანებს, როგორც კარგი დამატენიანებელი კრემი, ამიტომ კანზე უფრო ისეთი შეგრძნება გაქვთ, როგორც კრემის წასმის დროს, ვიდრე თხევადი ტონალური საშუალების.

BB კრემი ებრძვის გამონაყარს, ანთებას აქრობს, სახის ფერს ათანაბრებს და ჭარბ პიგმენტაციას აქრობს. მაკიაჟის შესანიშნავ ფუძეს წარმოადგენს, დეფექტებს ნიღბავს და მზის სხივებისგან იცავს. BB კრემის სასარგებლოდ თავის მოვლის საშუალებებზე სრულად უარის თქმას არ გირჩევთ.

მას შეუძლია სახის კანის დატენიანება, გაღიზიანების გაქრობა, მაგრამ მთავარი თავის მოვლის საშუალებებს ვერ ჩაანაცვლებს. BB კრემი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება.

CC კრემი

BB კრემის წარმატების შემდეგ ბაზარზე გამოჩნდა CC კრემი, ან color control (ფერის მაკონტროლებელი). მისი ამოცანა უფრო ვიწროა – ფერის კორექცია. პირველ რიგში, სიყვითლის ან კანის სიწითლის საწინააღმდეგოდ შეიქმნა. სწორედ ამიტომ, მისი ტექსტურა BB კრემისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს კრემი უფრო მსუბუქი და გამოსაყენებლად ბევრად მარტივია.

CC კრემს შემადგენლობაში სინათლის გამფანტავი ნაწილაკები აქვს. ეს პროდუქტი კანს აღიავებს და უფრო ნათელ და თანაბარ ტექსტურას ქმნის. ის მსუბუქი და უწონოა. მასში SPF ფილტრი და ანტიოქსიდანტები შედის, მაგრამ არ ატენიანებს. CC კრემი ცხიმიან და პრობლემურ კანს არ უხდება.

DD კრემი

ანბანის კრემებში განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯი DD ფორმულის შექმნა გახდა. ის უფრო დაცვას და მოვლას უზრუნველყოფს, ვიდრე თანაბარ ფერს. DD კრემი იშიფრება, როგორც daily defense ან dynamic do-all („ყოველდღიური დაცვა“ ან „ყველაფრის ოსტატი“).

DD კრემი მზისგან და თავისუფალი რადიკალებისგან დაცვის მაღალ დონეს შეიცავს. შესანიშნავი ვარიანტია მეგაპოლისებში მაცხოვრებლებისთვის. თუმცა მისი ბოროტად გამოყენება არ ღირს, რადგან ფორებს ავსებს. DD კრემი ყველაზე უკეთ ხანდაზმულ კანს უხდება.

PP კრემი

Pink perfect („ვარდისფერი სრულყოფილება“) ან PP კრემი მაკიაჟის ბაზაა. კრემში შემავალი სილიკონის ნაწილები კანის ყველა უთანასწორობას ავსებს, რელიეფს აუმჯობესებს, ნაოჭებს, ნაწიბურებს და ფორებს ავიწროებს. კანი თანაბარი და გლუვი ხდება. ვარდისფერი კრემის დანახვამ არ შეგაშინოთ.

კანზე ის გამჭვირვალე და უხილავი ხდება. წინასწარ კანის გაწმენდა და დატენიანება არ დაგავიწყდეთ. PP კრემის წასმის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივი ტონალური საშუალება თამამად წაისვათ.

PP კრემი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, თუმცა დამოუკიდებლად ეს პროდუქტი არ გამოიყენება.

EE კრემი

Extra exfoliation („დამატებითი ექსფოლიაცია“) ან EE კრემი კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს და აახლებს, მზის სხივების ზემოქმედებისგან იცავს, ატენიანებს, ბზინვარებას და მსუბუქ შეფერილობას ანიჭებს. ზოგიერთი ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას და აკნესთან ბრძოლას აერთიანებს. EE კრემი ხშირი გამოყენებისთვის არ გამოგადგებათ და თხელი და მგრძნობიარე კანის მფლობელებისთვის რეკომენდებული არაა.

საშუალება შექმნილია მათთვის, ვისაც უფერული სახის ფერი და შავი წერტილების სიმრავლე აწუხებთ. ზოგიერთი EE კრემი გამაღიავებელი ეფექტით რუჯის მოყვარულებს გამოადგებათ: კრემი პიგმენტურ ლაქებს ნაწილობრივ შენიღბავს.

სინამდვილეში ყველაფერი ასე მარტივადაა. ამ საშუალებების დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ფერში შეცდომა გაგიჭირდებათ, რადგან კანის ფერს შესანიშნავ ეხამება. სჯობს ჰიდროფილური ზეთით ან ზეთის შემცველი საშუალებით მოიშოროთ.