რას ჰპირდება ვირთხის ნაყოფიერი წელი ზოდიაქოს ნიშნებს

0
2982

ნაყოფიერი წლის შემდეგ გვჯერა, რომ პრემიას აუცილებლად მოგვცემენ, ხოლო ახალი წელი ყველა საქმეში წარმატების გარანტია იქნება. რას გვეუბნებიან ვარსკვლავები ამ საკითხზე?

© Depositphotos

წარმატება და სიმდიდრე

ფულის ჰოროსკოპი 2020 წელს ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს სიმდიდრეს უკვე ჰპირდება. დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, ვირთხის წელში რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელოდებათ ფულადი საჩუქრები და ფულის ხარჯვისგან თავი ვინ უნდა შეიკავოს.

© Depositphotos

ვერძი

2020 წელს ვერძის საქმეები წარმატებული იქნება, შესაძლოა კარიერულ კიბეზე სწრაფად ავიდეს. ამასთან დაკავშირებით საქმეები მოიმატებს და მოთმინება უნდა მოიკრიფოთ. ზოგჯერ სამსახურში სირთულეები შეიქმნება და შეიძლება მოგეჩვენოთ, ყველას თქვენგან რაღაც სურს.

ვერძებს საცხოვრებელი პრობლემის გადასაჭრელად შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებათ. ერთადერთი თვე, როცა ფულის დაზოგვა ღირს, ივნისია. თუ დაუგეგმავი შოპინგისგან თავს შეიკავებთ, ბევრი ფულის დაზოგვას შეძლებთ.

© Depositphotos

კურო

კუროს მოულოდნელ გამდიდრებას არ უნდა ელოდოს, მაგრამ საფულეზე ძლიერი დარტყმაც არ ექნებათ. ყველაზე დიდი იღბალი იქნება, მეგობრებისგან ვალის დაბრუნება, უცხოეთიდან მიღებული გრანტი გამორიცხული არაა. თუ საცხოვრებლის პრობლემა გაქვთ, წლის ცივ სეზონზე შეგიძლიათ კრედიტი აიღოთ, ხოლო მაისი-სექტემბრის პერიოდში ამის გაკეთება არ ღირს, რადგან შეიძლება შეცდომები დაუშვათ.

რაც შეეხება სესხებს, ამ წელს სჯობს სესხი არ აიღოთ და ფული არ გასცეთ. 2020 წელს ყველაფერი ძველი უნდა გაუშვათ და ახალ შესაძლებლობებს შანსი მისცეთ, რომ საკუთარი თავი იპოვოთ და ფული გამოიმუშაოთ.

© Depositphotos

ტყუპები

ტყუპებს შემოქმედებითი საქმიანობა კარგ შემოსავალს მოუტანს მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სიტუაცია არც თუ ისე უღრუბლო იქნება. ლიტერატურასთან, მხატვრობასთან და მუსიკალურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხალხი მატერიალური კუთხით თავს კარგად იგრძნობენ.

ტყუპებმა, როგორც ზოდიაქოს სხვა ნიშნებმა, თაღლითებს უნდა მოერიდონ, განსაკუთრებით ივნისის ბოლომდე. შემოდგომა ახალ საქმეში ფულის ჩასადებად კარგი პერიოდი იქნება.

© Depositphotos

კირჩხიბი

კირჩხიბს ახალ წელს ბევრი შრომა მოუწევს, მსხვილ შემოსავლს კი არ უნდა ელოდოს. რთული შემოქმედებითი სამუშაო ან ბავშვებთან მუშაობა შეიძლება სათანადოდ არ დაგიფასდეთ. იმედი არ გაიცრუოთ, მეგობრები და თანამოაზრეები ფინანსური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებიან.

2020 წელს ყველაფერი ძველი უნდა მოიშოროთ, რაც არაორდინალურად აზროვნებაში ხელს გიშლით. ახალ რელსებზე გადადით და სამუშაოს შემოქმედებით მხარეზე კონცენტრირება მოახდინეთ.

© Depositphotos

ლომი

2020 წელს ლომს გარდაუვალი წარმატება და სიმდიდრე ელოდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი უძრავ ქონებას უკავშირდება. თუ უძრავ ქონებაზე კრედიტის აღება გსურთ, ვარსკვლავები ამას ხელს შეუწყობენ, თუმცა ბანკის არჩევას დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. წარმატება გარანტირებული რომ იყოს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი 2020 წლის აპრილის ბოლომდე უნდა დაასრულოთ.

© Depositphotos

ქალწული

ქალწულისთვის მომავალი წელი შესაძლებლობების წელი იქნება. ზუსტად იმდენი ფული გექნებათ, რამდენიც თქვენი გრანდიოზული გეგმების განსახორციელებლად არის საჭირო. თუ დიდი ხანია გსურდათ საზღვარგარეთ წასვლა, უმაღლესი განათლების მიღება ან სულიერად გაზრდა, 2020 წელს ასეთი შესაძლებლობა გექნებათ. წლის პირველ ნახევარში მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოთ. თუ მოდუნება გსურთ, რჩევისთვის მეგობრებს მიმართეთ.

© Depositphotos

სასწორი

სასწორს მოულოდნელი მოგებით გაუმართლებს. სასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობა, ვალის დაბრუნება ან კარგი მზითევი. ბიზნესისთვის ხელსაყრელი დრო სოფლის მეურნეობას, უძრავ ქონებას და სასარგებლო კავშირების მიღებას უკავშირდება. ისტორიკოსებისთვის ნაყოფიერი წელი იქნება. ვარსკვლავები ხელს გიწყობენ, თუმცა შეუპოვრობა და მიზანდასახულობა ზედმეტი არ იქნება. თქვენს გეგმებზე წინასწარ საუბარი არ ღირს.

© Depositphotos

მორიელი

მორიელი 2020 წელს მდიდრების მხარეს იქნება. მათთვის მომგებიანი შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის კავშირებთან, მხარეთმცოდნეობასთან და ექსკურსიების ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმეები. მიზნის მისაღწევად ნათესავები თქვენი დამხმარე ძალა გახდება.

თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ და თქვენი საქმიანობა ფულს უკავშირდება, ახალი საინტერესო პროექტებიდან არა მხოლოდ შემოსავალს, არამედ საყვარელი საქმიანობით სიამოვნებას მიიღებთ. ერთადერთი, რამაც შეიძლება დაგაბრკოლოთ – საკუთარი დიქტატორული თვისებაა.

© Depositphotos

მშვილდოსანი

საკმაოდ კარგი თანხის მისაღებად მშვილდოსანს ბევრი შრომა მოუწევს, მაგრამ 2020 წელი მშვილდოსანს ფინანსური საკითხების მოგვარებას ჰპირდება. ფულის გამომუშავების უამრავი შესაძლებლობა გექნებათ, ამას კი ხელს არა მხოლოდ ნათესავები, არამედ კოლეგებიც შეუწყობენ. თქვენ იმ პრობლემების მოგვარებას შეძლებთ, რომელთა მოგვარებაც 2019 წელს ვერ მოახერხეთ.

© Depositphotos

თხის რქა

თხის რქას ახალ წელს მუხლჩაუხრელად მუშაობა მოუწევს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა სირთულე ერთდროულად თავს დაგატყდათ, მაგრამ არ იდარდოთ. შინაგანი ძალა ნებისმიერ პრობლემასთან, მათ შორის ფინანსურ საკითხებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. თანამოაზრეების და მეგობრების დახმარებაზე უარი არ თქვათ. ახალი ხედვა სასურველი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა მოდუნება ნამდვილად არ ღირს.

© Depositphotos

მერწყული

ლატარეაში გამარჯვებას არ უნდა ელოდოთ, მაგრამ 2020 წელს საქმეში წარმატება გარანტირებულად გექნებათ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ბინის საკითხს, ანტიკვარიატს ან პროდუქტის შეძენას ეხება. ფული მოულოდნელად შეიძლება გამოჩნდეს და ასევე სწრაფად გაქრეს. სტაბილური შემოსავლის იმედი შეიძლება ჰქონდეთ ამ ზოდიაქოს ნიშნის იმ წარმომადგენლებს, რომელთა საქმე ხალხის დახმარებას რაღაცით უკავშირდება.

© Depositphotos

თევზები

თევზები რაღაც ზომით ფინანსურად მეგობრებსა და ნათესავებზე დამოკიდებული იქნება. ამ საკითხში წარმატება საწარმოს შექმნას უზრუნველყოფს, რომელიც მოგზაურობასთან, სულიერ საქმიანობასთან და უმაღლეს განათლებასთან იქნება დაკავშირებული. თუ საინტერესო იდეებს არ უგულებელყოფთ, საკმარისი თანხის დაგროვებას შეძლებთ.

© Depositphotos

წარმატებასა და სიმდიდრეზე განწყობა ნებისმიერ დაბრკოლებას დაამარცხებს. ასე რომ ენთუზიაზმი არ დაკარგოთ და მოთმინება მოიკრიბეთ. ახალი წელი ახალ გამოცდილებას, საინტერესო ნაცნობებს და წარმატებას მოგიტანთ, თუ საკუთარ ძალებს ირწმუნებთ.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი