გემრიელი და ჯანსაღი ქლიავის ტორტის რეცეპტი ცხობის გარეშე

1555

ჩვენს სტატიებში არაერთხელ გიხილავთ ტორტის რეცეპტი. თუმცა, ჩვენი ბრძენი ხალხის გასაოცარ ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს – მუდმივად რაღაც ახალს იგონებს! ამიტომ, დღეს გთავაზობთ კიდევ ერთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ არაჟნის ტორტის მომზადებას, გამოცხობის გარეშე.

ქლიავის ჩირისა და არაჟნის კომბინაცია გემოვნურ რეცეპტორებს ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებს. ქლიავის ჩირის დესერტის რეცეპტი აუცილებლად შეგხვდებათ ნებისმიერი დიასახლისის კულინარიულ წიგნში. ზოგადად, შავი ქლიავი ძალიან დასაფასებელია, რადგან იგი უამრავ სასარგებლო ნივთიერებასა და თვისებას ფლობს, რაციონში ჩართვისას კი გახდომაში გვეხმარება.

არაჟნის ტორტი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები

  • 300 გ შაქრის ორცხობილა
  • 500 გ არაჟანი
  • 200 გ ქლიავის ჩირი
  • 100 მლ რძე
  • 150 გ ბერძნული კაკალი
  • 30 გ შაქრის პუდრა
  • 10 გ ვანილის შაქარი

მომზადება

1. სანამ დაიწყებდეთ, ყურადღება გაამახვილეთ ორცხობილებზე. დიდი რაოდენობით შაქრის გამო, ისინი შეიძლება ზედმეტად ტკბილი ან მყარი იყოს. ამიტომ, სანამ ტორტს შაქრის პუდრას დაუმატებდეთ, გასინჯეთ ორცხობილა.

2. ტორტი კარგად რომ გაიჟღინთოს და რბილი გამოვიდეს, გირჩევთ, ჩაალბოთ ორცხობილები რძეში და ასე დაალაგოთ ფენებად. ასევე, რძეში კაკაოს ჩამატებაც შეიძლება, რაც არაჟნის ტორტს შოკოლადის სასიამოვნო გემოს მისცემს.

3. თუ ქლიავის ჩირი მშრალი ჩანს, დაასხით მდუღარე წყალი 10 წუთით, გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცებით და დააქუცმაცეთ. ნაჭრების სიდიდე თქვენს გემოვნებას მიანდეთ.

4. კაკალი: ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, დაქუცმაცებისას კაკალი ზეთად არ აქციოთ. ბლენდერის ან საბრტყელებლის გამოყენების შემდეგ უნდა მიიღოთ კაკლის ნამცეცები.

5. სტანდარტულად, ათქვიფეთ არაჟანი შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. რთული არაფერია.

6. ყველაფერი მზადაა, შეუდექით ფენებს. ამოავლეთ ორცხობილები რძეში და დაალაგეთ ფორმის ფსკერზე, ხოლო ზემოდან წაუსვით კრემი, გაათანაბრეთ, მოაყარეთ კაკალი. შემდეგ მოდის ქლიავისა და კრემის ფენები.

7. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე, სანამ ინგრედიენტები არ გათავდება: ჩალბობილი ორცხობილები, კრემი, კაკალი, ქლიავის ჩირი, კრემი. ახლა დაახურეთ ტორტს საკვები ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით.

შესანიშნავია! დროა დაისვენოთ და სტუმრების მოსვლას დაელოდოთ. ტორტი მზადაა და შეგიძლიათ, გემრიელად მიირთვათ!