კეფირზე მომზადებული პურის რეცეპტი: ზუსტად 1 საათში მზად იქნება

2106

სახლის პირობებში პურის გამოცხობის ტექნიკის ათვისება საკმაოდ მარტივი და პერსპექტიულია. პირველ რიგში, ასე ოჯახის ჯანმრთელობაზე იზრუნებთ. მეორეც, სახლში გამომცხვარი პური მაღაზიაში ნაყიდზე უფრო გემრიელი და იაფია, მესამეც, პურის სახლში გამოცხობის დროს თავად გადაწყვეტთ, თუ რეცეპტი რით გაამრავალფეროვნოთ, რომ პური უნიკალური გახდეს.

თუ ფიქრობთ, პურის გამოსაცხობად პურის საცხობი აპარატი გჭირდებათ, „ვივიენს“ თქვენთვის სასიამოვნო სიახლე აქვს: არა, საჭირო არაა. უფრო მეტიც, ჩვენი წინაპრების დროს ასეთი ტექნიკა და დაპაკეტებული საფუარის საერთოდ არ არსებობდა.

როგორ გამოვაცხოთ პური საფუარის გარეშე

ალბათ გსმენიათ, რომ შავი პური თეთრ პურზე უფრო სასარგებლოა? სამწუხაროდ, ამ მოსაზრებას აზრი არ აქვს, თუ რაციონში შეძენილ საფუარის ცომს ჩართავთ. მაღაზიაში შეძენილ პურს ლეგენდარულ პროდუქტთან ცოტა საერთო აქვს.

სახლში გამომცხვარი ჭვავის პური 100 გრამზე მხოლოდ 117 კალორიას შეიცავს. ასეთი პური მკაცრი დიეტის დროსაც შეგიძლიათ თამამად მიირთვათ. სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებმა იციან, რომ სწორად მომზადებული შავი პური ქატოთი და საფუარის გარეშე ნაწლავების მოძრაობას აუმჯობესებს, სისხლძარღვებს წმენდს, დიაბეტის და გასუქების პროფილატიკის მიზნით რეკომენდებულია. შეგიძლიათ ყოველთვის განსხვავებულად მოამზადოთ, თუმცა ჩვენ ყველაზე სწრაფ და მარტივ მეთოდს გთავაზობთ.

კეფირზე მომზადებული პურის რეცეპტი

ასეთი პური რბილი გემოთი და სწრაფი მომზადებით გამოირჩევა. მომზადებასა და გამოცხობაზე სულ 60 წუთი დაგჭირდებათ. რეცეპტში სელის თესლს ვიყენებთ, მაგრამ შეგიძლიათ გოგრის თესლი ან ნებისმიერი სხვა თესლი გამოიყენოთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 200 მლ კეფირი
  • 220 გრ ჭვავის ფქვილი
  • 40 გრ ქატო
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი (სასურველია ზეითუნის)
  • 1,5 ჩ/კ ილის თესლი
  • 1,5 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • სელის თესლი, მცენარეული ზეთი ფორმაზე წასასმელად – გემოვნებით

კეფირს სოდის და ლიმონის წვენის ნარევი დაუმატეთ. შემდეგ მარილი და შაქარი დაუმატეთ და კრისტალების ბოლომდე გახსნამდე აურიეთ. შემდეგ ზეითუნის ზეთი, ქატო და სელის თესლი დაუმატეთ. ამ რეცეპტში შვრიის ქატოს ვიყენებთ, თუმცა შეგიძლიათ სხვა გამოიყენოთ. კარგად აურიეთ.

თხევად მასას ჭვავის ფქვილი დაუმატეთ და ხელით ცომი მოზილეთ. ის უნდა შეიკრას და ცოტა წებოვანი იყოს. შემდეგ ცომი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-60 წუთით აცხვეთ. გამოცხობის მზაობა ასანთის ჩხირით შეამოწმეთ. პურის ეს რაოდენობა 5 პორციაზე საკმარისი იქნება.

ამ რეცეპტის დიდი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ საფუარი არ სჭირდება. მაშინაც კი, თუ საფუარს გამოიყენებთ, მაღაზიაში ნაყიდზე უფრო სასარგებლო იქნება. საფუარის პურის გამოცხობა უფრო მეტ დროს მოითხოვს, სამაგიეროდ პური უფრო მოცულობითი იქნება.

ჭვავის პური კეფირზე ნაცრისფერი და არც ისეთი ჰაეროვანი გამოვა, მაგრამ სასარგებლო, დიეტური და გემრიელი ნამდვილად იქნება. საფუარი რაციონიდან გამორიცხეთ და გულძმარვის მოშორებას, სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას და ზოგადი განწყობის ამაღლებას იგრძნობთ. ვიმედოვნებთ, რომ უსაფუარო პურის ღირებულებას დააფასებთ. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.