როგორ გავრეცხოთ გაჭიმული ჭერი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე

1794

ნებისმიერ ქალს სახლში კომფორტის შენარჩუნება სჭირდება. რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში სახლის საქმეები პარტნიორთან თანაბრად უნდა გაიყოთ და მთელი სამუშაოს შესრულება მხოლოდ ქალს არ უნდა მოუწიოს. თუმცა მხოლოდ ქალს შეუძლია დაალაგოს ისე, რომ სახლში სითბო და კომფორტი იგრძნობოდეს.

© Depositphotos

საქმე იმაშია, რომ ქალები კაცებზე უკეთ ამჩნევენ პატარა დეტალებს და იმ ნიუანსებს აქცევენ ყურადღებასაც, რაზეც კაცები არც კი დაფიქრდებოდნენ. რომელ საშუალო სტატისტიკურ მამაკაცს მოუვა თავში, რომ გაჭიმული ჭერი გარეცხოს? ამის მსურველი ბევრი არ იქნება, მაგრამ ქალებს ეს არაერთხელ გაუკეთებიათ.

© Depositphotos

„ვივიენმა“ იცის, თუ როგორი რთულია იდეალური სარეცხი საშუალების პოვნა. ჭერის დალაგების დროს შეიძლება ჩამჯდარი ლაქა აღმოაჩინოთ, ხოლო ზედმეტი გახეხვით ჭერზე ნაკაწრები რჩება. დღეს რამდენიმე ხრიკს გიამბობთ, რომელთა დახმარებით გაჭიმული ჭერის გარეცხვას ნაკაწრების გარეშე შეძლებთ და ძველ ლაქებსაც მოიშორებთ.

როგორ გავრეცხოთ გაჭიმული ჭერი

სინამდვილეში გაჭიმული ჭერის იდეალურად გაწმენდა საკმაოდ მარტივია. მთავარია, გლუვი და პრიალა ჭერის გაწმენდის განსაზღვრული წესები დაიცვათ.

© Depositphotos

პრიალა ჭერის გაწმენდის დროს აუცილებლად რბილი ღრუბელი გამოიყენეთ. საწმენდი ხსნარი შეგიძლიათ წყლის და ჭურჭლის სარეცხი საშუალების ან სარეცხი ფხვნილის ნარევისგან მოამზადოთ. თავად ხსნარის პრიალა ჭერზე წასმა კატეგორიულად აკრძალულია. ჭერს მხოლოდ ქაფი წაუსვით, რომელიც ხსნარის არევის შედეგად წარმოიქმნება.

© Depositphotos

ყურადღება მიაქციეთ წყლის ტემპერატურას, რომელიც ჭერის საწმენდად გამოიყენება. ტემპერატურა 40 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. გახსოვდეთ, რომ ცხელი წლის ზემოქმედებით პრიალა ზედაპირი შეიძლება დაზიანდეს.

პრიალა ზედაპირზე ნაკაწრები რომ არ დარჩეს, გარეცხვის შემდეგ კარგად გაამშრალეთ. ამისთვის სჯობს რბილი ფლანელის ქსოვილი გამოიყენოთ.

© Depositphotos

გაჭიმული ჭერის გაწმენდის დროს ხელიდან ნებისმიერი აქსესუარი მოიშორეთ, რომ ზედაპირის გაკაწრვის ალბათობა გამორიცხოთ.

© Depositphotos

გლუვი გაჭიმული ჭერის გასაწმენდად 1 ლ წყლის და 50 მლ მინის საწმენდი საშუალების ნარევი გამოიყენეთ. ასეთი ხსნარი გამოგადგებათ მაშინ, როცა ჭერზე დიდი რაოდენობით ჭუჭყი არაა. ის მტვერს და მცირე ცხიმიან ჭუჭყს მარტივად გაუმკლავდება, ამასთან ნაკაწრებს არ დატოვებს.

© Depositphotos

თუ მთავარ ჭუჭყს ცხიმი წარმოადგენს, წყლის და ჭურჭლის სარეცხი საშუალების ან სარეცხი ფხვნილის ნარევი გამოიყენეთ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება ყველაზე უნივერსალური საშუალებაა სახლის დასალაგებლად. საუკეთესო შედეგისთვის ჭერზე ჩვრით წრიული მოძრაობები გააკეთეთ. ზედაპირი რომ არ დააზიანოთ, ხმელი ფხვნილი და სპირტის შემცველი საშუალებები სუფთა სახით არასდროს არ გამოიყენოთ.

© Depositphotos

გლუვი ზედაპირის გაწმენდა უფრო მარტივია, ვიდრე პრიალა ზედაპირის. უბრალოდ რამდენიმე ძირითადი წესი დაიცავით და ზედაპირის ძლიერად გაჭუჭყიანება არ დაუშვათ. როგორც ნებისმიერი პროცედურა, ჭერის გაწმენდაც რეგულარობას მოითხოვს.

ასევე გახსოვდეთ, რომ ჭერი მთელ ბინაში უნდა გაწმინდოთ. სააბაზანო ოთახის ჭერზე წყლის წვეთები გროვდება, რომლებიც გამშრალების შემდეგ კვალს ტოვებენ. სამზარეულოზე ჭვარტლის კვალი, ხოლო მისაღებ ოთახში კი მტვერი გროვდება.

ჭერის გაწმენდა მარტივი პროცედურა არაა, მაგრამ შედეგი დახარჯულ ძალისხმევად ნამდვილად ღირს. თუ რეგულარულად ცოტა ძალისხმევას გაიღებთ, თქვენი სახლი სისუფთავით ყოველთვის იბრწყინებს და კომფორტს იგრძნობთ.