როგორ გამოვიყენოთ ცხენის წაბლი ყოველდღიურ ცხოვრებაში

3898

შემოდგომა მელანქოლიის მიზეზი ნამდვილად არაა. ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერ სეზონს თავისი უპირატესობა გააჩნია.

წაბლი, რომელიც ამ სეზონზე უხვად გვაქვს, კიდევ ერთი კარგი მიზეზია, რომ უახლოეს პარკში გაისეირნოთ, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ და თან სავსე კალათა წაბლი სახლში წამოიღოთ.

რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ წაბლი

1. კბილების საწმენდად

წაბლისგან მომზადებული ფხვნილი არა მხოლოდ ღრძილებს აჯანსაღებს, არამედ 1 ტონით კბილებს ათეთრებს. საკმარისია წაბლი ყავისფერი ქერქისგან გაათავისუფლოთ, თეთრი ნაყოფი გაახმოთ და დაფქვათ – პირის ღრუს ჰიგიენის ნატურალური საშუალება მზადაა.

© Depositphotos

2. აბაზანის მისაღებად

1 ს/კ მზა წაბლის ფხვნილს 0,5 ლ წყალი დაასხით და ღამით გააჩერეთ. მეორე დღეს ქვაბი ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ, გადაწურეთ და სავსე აბაზანას დაუმატეთ. ეს სასარგებლო დანამატი კანში სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს, ტონუსს მატებს და აახალგაზრდავებს.

© Depositphotos

3. გასარეცხად

ცხენის წაბლის ფხვნილი თეთრეულის გასარეცხადაც გამოგადგებათ, საპნიანი კაკლის სახით მოქმედებს. საკმაოდ სასიამოვნო სუნი აქვს და ხელის კანზე ზრუნავს.

© Depositphotos

4. თავის დასაბანად

გაოცდებით, მაგრამ 1 თვით წაბლის ფხვნილით თავის დაბანის შემდეგ თავის ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა დარეგულირდება, თმის ცვენა შეფერხდება და ზრდა დაჩქარდება!

© Depositphotos

5. სახისთვის

2 ს/კ წაბლის ფხვნილს ცოტა წყალი დაუმატეთ ისე, რომ ფაფა მიიღოთ. კანზე წაისვით, 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

© Depositphotos

6. შხაპის მისაღებად

თუ წაბლის ფხვნილი კბილების საწმენდად, თმის დასაბანად, ტანსაცმლის გასარეცხად გამოსადეგია, მაშინ სხეულის საშხაპე გელად ნამდვილად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთი საპნიანი მასა მოამზადეთ, არომატისთვის კი რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი დაუმატეთ.

© Depositphotos

7. საკვების მოსამზადებლად

კერძებში მხოლოდ საკვებად ვარგისი წაბლის სახეობა (ცხენის წაბლი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება) გამოიყენეთ. შეწვით, გამოაცხვეთ, დაქუცმაცებული დესერტებს დაუმატეთ ან ყავის ნაცვლად გამოიყენეთ.

© Depositphotos

8. ბუგრების მოსაშორებლად

10 ს/კ ცხენის წაბლის ფხვნილი ქვაბში ჩაყარეთ, ამავე რაოდენობის წყალი დაუმატეთ და 20 წუთით ხარშეთ. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ და საფრქვეველ ბოთლში გადაიტანეთ.

© Depositphotos

9. მასაჟისთვის

ცხენის წაბლი მასაჟის მასის მოსამზადებლად ღირებული ნარევია. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ვარიკოზული გაფართოებული ვენები, რადიკულიტი და ართრიტი აწუხებს.

© Depositphotos

10. ჩრჩილთან საბრძოლველად

წაბლით სავსე ტომსიკები კარადის თაროებზე დადეთ. ასე მტვრის ჩრჩილს და მათ მოიშორებთ. სამზარეულოს კარადაც არ დაგავიწყდეთ, აქაც რამდენიმე წაბლი დადეთ!

© Depositphotos

წაბლს ნამდვილად გასაოცარი თვისებები აქვს. თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.