მცენარეულ ზეთზე და მდუღარე წყალზე დაფუძნებული ცომის რეცეპტი

4909

ეს რეცეპტი ნებისმიერი დიასახლისისთვის ნამდვილი მხსნელი გახდება. ღვეზელი საკმაოდ სწრაფად და მარტივად მზადდება, ხოლო თხელი და ბუშტებიანი ცომი გემრიელ, არომატულ შიგთავსს შესანიშნავად ეწყობა. მისი მომზადება ორსულობის დროს ვისწავლე, როცა ღამით შიმშილისგან ვიღვიძებდი.

ასეთი ღვეზელი სასაუზმედ, სტუმრების მისაღებად და ბუნებაში წასახემსებლად გამოგადგებათ. ახლა ყველაზე ხშირად ბავშვებს სკოლაში წასახემსებლად და ქმარს სამუშაოზე წასაღებად ვუმზადებ, რა თქმა უნდა, ჩემი თავიც არ მავიწყდება: ღვეზელი და ცხელი ყავა შესანიშნავი კომბინაციაა.

სწრაფი ღვეზელის რეცეპტი

დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ პატარა, სწრაფი ღვეზელი გემრიელი შიგთავსით. ცომი მცენარეულ ზეთზე და მდუღარე წყალზე მზადდება!

© Depositphotos

ინგრედიენტები:

  • 220 მლ მდუღარე წყალი
  • 3-3,5 ჭიქა ფქვილი
  • 4 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 200 გრ ბრინზა
  • 4-5 პომიდორი
  • 2 კბილი ნიორი
  • კონა მწვანილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
© Depositphotos

მომზადება:

1. ცხელ წყალს მარილი, შაქარი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ, რომ მარილი და შაქარი გაიხსნას.

2. კომფორტულ ჭურჭელში ფქვილი ჩაყარეთ, სითხე დაუმატეთ და რბილი და ელასტიკური ცომი მოზილეთ. ცომს პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას ნახევარი საათით გააჩერეთ.

3. შიგთავსის მოსამზადებლად ნიორი გაასუფთავეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ. პომიდორი 5 მმ სისქის რგოლებად დაჭერით. მწვანილი წვრილად დაჭერით.

4. ბრინზა ჩანგლით დაჭყლიტეთ და მწვანილი და ნიორი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

5. ცომი 4 ნაწილად გაყავით, თითოეული ნაწილიდან ჯერ ბურთები გააკეთეთ, შემდეგ თხლად გააბრტყელეთ. ცომის ფირფიტაზე პომიდორი დადეთ ისე, რომ ცომის შესაკრავად ადგილი დარჩეს. თითოეულ პომიდვრის რგოლს ბრინზა მწვანილთან და ნიორთან ერთად დაადეთ.

6. ზემოდან ცომის მეორე ფირფიტა დააფარეთ. ნებისმიერი მინის ჭიქა აიღეთ და ცომიდან პომიდვრის და მწვანილების შუაგულით ცომი ამოჭერით. ხელით ღვეზელის კუთხეები დაამაგრეთ.

7. კარგად გაცხელებულ ზეთში ღვეზელი მოათავსეთ და ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. მზა ღვეზელი ქაღალდის სალფეთქზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ.

8. ესეც ასე, ღვეზელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ღვეზელის მომზადება ერთი დიდი სიამოვნებაა: ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება. ასეთი ღვეზელი როგორც ცხელი, ასევე ცივი სახით შეგიძლიათ მიირთვათ. მომზადებას სწრაფად შეუდექით და ამაში თავად დარწმუნდით. სხვათა შორის, შიგთავსი შეგიძლიათ მარილიანი ხაჭოთი ჩაანაცვლოთ, ასე ძალიან გემრიელი გამოდის, გირჩევთ.