ჭარხლის სალათის რეცეპტი კვერცხით

15341

ჩვენ, ყველას გასახდომად საკუთარი რეცეპტები გვაქვს. ზოგი კალორიებს მკაცრად ითვლის, ზოგიც საღამოს 6 საათის შემდეგ არ ჭამს, ყველა შესაძლო დიეტას იცავს და სპორტული დარბაზიდან არ გამოდის.

დიეტური რაციონის უმეტესობა მკაცრ შეზღუდვებზეა დაფუძნებული ან ისეთ პროდუქტებს შეიცავს, რომელთა მიღებით ყოველდღე საკუთარ თავს ვერ გაანებივრებთ. ზღვის პროდუქტები და ავოკადო ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მათი ფასი?

© Depositphotos

მშობლებმა ბავშვობიდან ჭარხლის სალათით ვახშმობას მიმაჩვიეს. დედა ყოველთვის ამბობდა: „ჭარხალი ვახშამზე და დიეტოლოგი არ დაგჭირდება“. ახლახანს წავიკითხე, რომ ვახშმის ნაცვლად ჭარბლის სალათის მიღება ყველაზე მარტივი მეთოდია, რომ ამ წითელი ძირნაყოფის დახმარებით წონაში დაიკლოთ. გამოდის, დედა მართალი იყოს.

ჭარხლის სალათი კვერცხით

რით არის კარგი ბოსტნეული? იმით, რომ მათი დიდი რაოდენობით მიღება სხეულის ფორმებს არ აზიანებს. ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ფოლიუმის მჟავით, მაგრამ რაც მთავარია – უჯრედისით, რომელიც წონის სწრაფად დაკლებაში დაგეხმარებათ.

© Depositphotos

ჭარხალი სასარგებლო და ხელმისაწვდომი პროდუქტია, რომელიც ჭარბ წონასთან ბრძოლაში შეუცვლელი მოკავშირე გახდება. პროდუქტი მინიმუმ კალორიას შეიცავს, ამასთან ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებით და დიდი რაოდენობით უჯრედისით არის გაჯერებული.

© Depositphotos

ჭარხლის შემადგენლობაში ასკორბინის მჟავა, ტოკოფეროლი და ბეტა-კაროტინი შედის. ის კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის, იოდის, ბორის და ფთორის მინერალური მარილების (სულ 20 მინერალური ნივთიერება) წყაროა.

გახდომის დროს არა მხოლოდ ცხიმებს, არამედ კუნთოვან მასას ვკარგავთ. ასე რომ არ მოხდეს, ცილებზე უარი არ უნდა თქვათ. ცილა კუნთების ბუნებრივი საშენი მასალაა, ხოლო კუნთოვანი ქსოვილი კალორიების უფრო სწრაფად წვას ააქტიურებს.

© Depositphotos

სალათი ჭარხლით და კვერცხით სავახშმოდ იდეალური ვარიანტია: თქვენ არ იშიმშილებთ, ჭარხლის დახმარებით საჭმლის მონელება და ნივთიერებათა ცვლა გაუმჯობესდება, ხოლო კვერცხი ცილების საკმარის რაოდენობას უზრუნველყოფს.

ინგრედიენტები:

  • 1 მოხარშული ჭარხალი
  • 2-3 მოხარშული კვერცხი
  • 1 საშუალო ზომის ხახვი
  • 3-4 ს/კ უცხიმო კეფირი
  • შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. პირველ რიგში, პროდუქტები მოამზადეთ: კვერცხი მოხარშეთ და გაასუფთავეთ, ჭარხალი მოხარშეთ, ხახვი გაასუფთავეთ.

2. ხახვი და კვერცხი წვრილ კუბებად დაჭერით. სჯობს ხახვით დაიწყო, რომ წვენის გამოშვება და ცოტა სიმწარის მოშორება მოასწროს.

3. ჭარხალი სახეხზე გახეხეთ ან კუბებად დაჭერით ისე, როგორც უფრო მეტად მოგწონთ.

4. ინგრედიენტები აურიეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.

5. ამის შემდეგ სალათი უცხიმო კეფირით ან ნატურალური იოგურტით მორთეთ.

6. ჭარხლის სალათი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

თუ მარტივად მოსამზადებელი, ვიტამინებით სავსე სალათი მოგეწონათ, რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ. სავახშმოდ უკეთეს ვარიანტს ვერ იპოვით.