შვრიის ორცხობილა: როგორ მოვამზადოთ გემრიელი და ჯანსაღი სასუსნავი მთელი ოჯახისთვის

0
3773

შვრიი ფანტელები მხოლოდ ფაფის მოსამზადებლად როდი გამოიყენება – მისგან შეიძლება საოცრად გემრიელი, საშინაო ორცხობილის მომზადებაც.

შვრიის ორცხობილას ერთ-ერთ ეროვნულ სამზარეულოს ვერ მივაწერთ, რადგან მას მთელ მსოფლიოში ამზადებენ. ავსტრალიელები ნამცხვარს ქოქოსს უმატებენ, გერმანელებს უყვართ დარიჩინიანი და გოგრის თესლებიანი ორცხობილები, ხოლო ბრიტანული ნამცხვარი ქიშმიშითა და ლიმონმჟავით გამოირჩევა.

და დღეს ჩვენ გაგაცნობთ გემრიელი შვრიის ორცხობილების რეცეპტს, რომელიც სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ასეთი ნამცხვარი არამხოლოდ უფრო სასარგებლოა, ვიდრე შეძენილი, არამედ არომატული, რბილი და შესანიშნავი მისაყოლებელია დილის ჩაისთვის.

შვრიის ორცხობილის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელი
  • 1 ჭიქა დაფქული ნუში (სურვილისამებრ, სხვა თხილი)
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა ქიშმიში (ან სხვა ჩირი)
  • 100 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 1.5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიეთ ფქვილი, თხილი, ფანტელები და შაქარი ერთ ჭურჭელში.

2. ჩაყარეთ გამაფხვიერებელიც.

3. დაუმატეთ მწიკვი მარილი გემოს დასაბალანსებლად, რათა ორცხობილა ზედმეტად ტკბილი არ გამოვიდეს.

4. დაუმატეთ კვერცხი და თხლად დაჭრილი კარაქი.

5. ცომში ჩაყარეთ ქიშმიში და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაახურეთ ცომს საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში 20-30 წუთით.

6. გააკეთეთ ცომისგან ბურთულები და მოათავსეთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე.

7. შედგით ორცხობილები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთით.

ორცხობილის მზაობას მისი ოქროსფერი ქერქი მიგახვედრებთ. არ დაგავიწყდეთ ახლობლების დაპატიჟებაც, გემრიელად მიირთვით!

ვიღაცას უყვარს თბილი ორცხობილების ჭამა, როცა ისინი განსაკუთრებულად რბილი და არომატულია. სხვები კი ტკბილეულს აცდიან გაგრილებას, რათა იგი ხრაშუნა და ფხვიერი გახდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მარტივი შვრიის ორცხობილა გემრიელი იქნება. მომზადების სისწრაფისა და სიმარტივის გათვალისწინებით კი, ეს ნამცხვარი ნამდვილად იმსახურებს თქვენს მაგიდაზე ყოფნას.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი