აირჩიეთ ოქროს კვერცხი და ნახეთ, თქვენთვის რა შეტყობინებას ინახავს

7540

ეგვიპტურ იეროგლიფურ ენაზე კვერცხი პოტენციალის, თაობის ჩანასახის და ცხოვრების საიდუმლოს სიმბოლოს წარმოადგენს. ალქიმია ამ განსაზღვრებას მხარს უჭერს და უთითებს, რომ ეს მატერია და აზრია. ამჯერად სამყაროს თქვენთვის მნიშვნელოვანი შეტყობინება აქვს.

„ვივიენი“ 4 ოქროს კვერცხს წარმოგიდგენთ, რომელიც ცხოვრების და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად კარგ რჩევებს შეიცავს.

ერთ-ერთი ოქროს კვერცხი აირჩიეთ და ნახეთ, თქვენთვის რა შეტყობინებას ინახავს.

თუ აირჩიეთ:

კვერცხი № 1

შეტყობინება: თქვენ თანდაყოლილი მომხიბვლელობა გაქვთ, რთული და სრულფასოვანი პიროვნება ხართ. ყოველთვის მკაფიო მიზნებს ისახავთ. თქვენ ყოველთვის ზუსტად იცით, თუ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ.

გარდა ამისა, კომუნიკაბელური და საქმის წარმართვის უნარების წყალობით მეგობრებს და ახლობლებს უყვართ და თქვენით აღფრთოვანებულნი არიან. მხოლოდ ერთ პირდაპირი მიზნის განხორციელებაზე კონცენტრაცია გააკეთეთ და მას პრობლემის გარეშე მიაღწევთ.

კვერცხი № 2

შეტყობინება: თქვენ ძალიან საყვარელი პიროვნება ხართ. ცოტა მეგობარი გყავთ, მაგრამ მათთან ძალიან ახლო და ღრმა ურთიერთობა გაქვთ. თქვენი გულგრილი და გულახდილი დამოკიდებულებით ყოველთვის ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ.

გარდა ამისა, როგორც ოპტიმისტი, ყოველთვის ბედნიერი ხართ და სხვებს პოზიტიურ ენერგიას აძლევთ. ისინი კი ამ ენერგია უსიტყვო სიყვარულით გიბრუნებენ. ცოტა უნდა დაფიქრდეთ, სანამ რამეს იტყვით.

კვერცხი № 3

შეტყობინება: ლამაზი სულის პატრონი ხართ, მაგრამ ყოველთვის თავს მორცხვ და იმაზე ცუდ ადამიანად აჩენთ, ვიდრე ხართ. თქვენ თბილი და გულწრფელი ადამიანი ხართ. მზრუნველი ხართ და სხვებს კარგად ექცევით.

თუმცა ნდობის არ არსებობა ყველაზე დიდი ბარიერია, რაც წარმატების და სასურველის მიღწევაში ხელს გიშლით. საკუთარ თავს და შესაძლებლობებს უფრო მეტად უნდა ენდოთ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

კვერცხი № 4

შეტყობინება: თქვენ ცოტა ცივი და ჩაკეტილი ხართ. თქვენთვის ახალი ადამიანის გონება და პიროვნება თავის ღირებულებებსა და სილამაზეს ქმნის. გულახდილად საუბარი გიჭირთ და ბევრი დრო გჭირდებათ, რომ ადამიანს დააკვირდეთ, შეისწავლოთ და ენდოთ.

სამსახური თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მას ყველაზე მაღალ პრიორიტეტს ანიჭებთ. პირადი ურთიერთობის კუთხით, თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ღრმა გრძნობებით და გულწრფელად ცხოვრობთ. სხვებს გული უნდა გაუხსნათ და საკუთარ თავს მათი რჩევების მოსმენა უნდა აიძულოთ.