რა გავაკეთოთ, რომ საწოლის თეთრეულს და პირსახოცს სასიამოვნო არომატი ჰქონდეთ

0
1448

თითოეულ დიასახლისს სახლში უამრავი პირსახოცი აქვს. ხელის, ფეხის, სახის, სააბაზანოს, სანაპიროს და სამზარეულოს პირსახოცი. იმისთვის, რომ პირსახოცი ყოველთვის ახალივით იყოს და დიდხანს გემსახუროთ, მასზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ.

თუ პირსახოცს ცუდი არომატი აქვს, უხეში და შესაგრძნებად უსიამოვნო გახდა, ტენს ცუდად იწოვს და იხევა, ესე იგი არასწორად რეცხავთ.

როგორ გავრეცხოთ პირსახოცი

სამზარეულოს პირსახოცს ცალკე ყურადღება უნდა დაუთმოთ. დრო და დრო სამზარეულოს პირსახოცი ცუდ სუნს იწოვს, რომელიც მთელ ბინაში ვრცელდება.

ასე რომ არ მოხდეს, სამზარეულოს პირსახოცი ხშირად გამოცვალეთ, დროებით წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ (იაფი საშუალება, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება).

რაც შეეხება სამზარეულოს ღრუბელს. წყალბადის ზეჟანგი მასში დაგროვებულ ბაქტერიებს და ცუდ სუნს სწრაფად გააქრობს.

როგორ გავრეცხოთ პირსახოცი ისე, რომ რბილი გახდეს? აქ, სააბაზანოს პირსახოცებზე ვისაუბრებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირსახოცი შესაგრძნებად სასიამოვნო და სხეულისთვის რბილი იყო.

© Depositphotos

სარეცხ მანქანაში გარეცხვით პირსახოცი თანდათანობით უხეშდება, ქსოვილის ბოჭკოები ჯდება ან იწელება, მოქნილობას კარგავს. ამას უხეშ წყალში, დამარბილებელი საშუალების გამოყენების გარეშე რეცხვა და გადატვირთულ ნიჟარაში გაწურვის რეჟიმი ან მცირე რაოდენობით წყალი და ორქთლის გარეშე გაუთოება იწვევს.

ამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

როგორ დავარბილოთ პირსახოცი

  1. დელიკატური რეცხვისთვის თხევადი სარეცხი საშუალება გამოიყენეთ.
  2. თეთრი პირსახოცი მაქსიმუმ 60 გრადუს ტემპერატურაზე გარეცხეთ, ხოლო ფერადი – 40 გრადუსში.
  3. პირსახოცის გარეცხვის დროს კონდიციონერის და მათეთრებელი საშუალების გამოყენებაზე უარი თქვით. მათი ჩამორეცხვა ძნელად ხდება.
  4. მთავარი პროგრამის შემდეგ დამატებითი გავლების რეჟიმი ჩართეთ.

ასევე შეგიძლიათ პირსახოცის მთავარ მტერს, უხეშ წყალს ებრძოლოთ. ქალაქის სისტემაში ონკანის წყალი საკმაოდ უხეშია, თუმცა გამოსავალი არსებობს.

რეცხვის დროს სარეცხ ფხვნილს 3 ს/კ მარილი დაუმატეთ. ასევე შეგიძლიათ მარილი წინასწარ თბილ წყალში გახსნათ და პირდაპირ ნიჟარაში ჩაასხათ. ამ მიზნით სჯობს მარილი ექსტრა გამოიყენოთ.

© Depositphotos

კიდევ ერთი კარგი ხალხური საშუალება – სუფრის ძმარი. ნახევარი ჭიქა ძმარი კონდიციონერს დაუმატეთ. ის არა მხოლოდ პირსახოცს დაარბილებს, არამედ უსიამოვნო სუნს გააქრობს.

© Depositphotos

ასევე, თამამად შეგიძლიათ სოდა გამოიყენოთ. ის წყლის სიხისტეს ამცირებს, ქსოვილს არბილებს, ლაქებს და უსიამოვნო სუნს აქრობს. 4 ს/კ სოდა პირდაპირ სარეცხი მანქანის ნიჟარაში ჩაყარეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი