რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ფინანსურ კეთილდღეობაზე

6214
Image by Quique from Pixabay

ნუთუ ამა თუ იმ ადამიანის ფინანსური კეთილდღეობის განსაზღვრა ჰოროსკოპის მიხედვით შეიძლება? ასტროლოგები ამაში 100 %-ით დარწმუნებულნი არიან, რადგან ვარსკვლავებზე უკეთ ფინანსურ მდგომარეობაზე ვინ გვიამბობს. შევამოწმოთ?

დღეს „ვივიენი“ გიამბობთ ყველაზე მდიდარ ზოდიაქოს ნიშნებზე და იმ ნიშნებზე, ვისთვისაც ფული ბედნიერებას არ წარმოადგენს.

ფინანსური ჰოროსკოპი

მე-12 ადგილი – მშვილდოსანი

ყველაზე მდიდარი ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგში ბოლო ადგილს მშვილდოსანი იკავებს. სხვათა შორის, ცოტა ფული არ აქვს, მაგრამ არასდროს ყოფნის. უბედური მშვილდოსანი ვერაფრით ეგუება იმ ფაქტს, რომ ყოველთვის არის ვიღაც, ვინც მასზე მდიდარი და წარმატებულია.

ფორბსის რეიტინგში მეშვიდე ადგილის დაკავების დროსაც კი ნიანგის ცრემლებით იტირებს. სიტყვაზე, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს რუტინული სამსახურით დაკავება უჭირს. ფინანსურ წარმატებას მხოლოდ მაშინ აღწევს, როცა მის პროფესიას ზრდის და განვითარების პერსპექტივა აქვს.

მე-11 ადგილი – მერწყული

მერწყულს ფული არ აქვს, რადგან უბრალოდ გამომუშავებას არ ცდილობს. თითოეულ თეთრზე კანკალი ამაყი მერწყულის საქმე არაა. უფრო მარტივია, ფინანსურად წარმატებული მეორე ნახევრის პოვნა და ფუფუნებაში ცხოვრება. მერწყულს ბედის სჯერა და სიტყვაზე არასდროს უმტყუნია.

ამ ნიშნის ჩარჩოებში მოქცევა რთულია. ის მხოლოდ საკუთარ წესებს იცავს. თუმცა მერწყულს ხელს არაფერი უშლის, რომ დიდი ფული მიიღოს. ამისთვის რამდენიმე არასტანდარტული და ორიგინალური იდეის განხორციელება საკმარისი იქნება.

მე-10 ადგილი – თევზები

თევზები მე-10 ადგილას მხოლოდ ერთი მიზეზით მოხვდა – ამ ნიშნის წარმომადგენელმა ფულის გამომუშავება საერთოდ არ იცის. თუნდაც მოკალი, არ იციან.

როცა სამყარო შანსს აძლევს, თევზები ან ამ შესაძლებლობას ვერ ხედავს, ან უბრალოდ გამომუშავებულ თანხას ფლანგავს. ძვირადღირებული და არც თუ ისე გონივრული ნივთები თევზებისთვის ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკვები პური. რატომ? მხოლოდ მათ იციან.

მე-9 ადგილი – სასწორი

სასწორს მთელი გულით სწამს, რომ ფასიან ქაღალდს აზრი არ აქვს, ხოლო გამომუშავების გარეშე ფულის დახარჯვა სასიამოვნო საქმეა. ამ ნიშნის წარმომადგენელი მდიდრულ ცხოვრებაზე გიჟდება, თუმცა ამ ფაქტს მალავს. სასწორი შემოქმედებით სფეროში წარმატებას აღწევს, თუმცა ყველას არწმუნებს, რომ ნამდვილი მხატვარი მშიერი უნდა იყოს.

მე-8 ადგილი – ტყუპები

ტყუპები ფულის გამომუშავებაში ნამდვილი პროფესიონალები არიან. მაგრამ რატომ არის მხოლოდ მე-8 ადგილას? იმიტომ, რომ ტყუპებმა გამომუშავებული თანხის დახარჯვა საერთოდ არ იციან.

როცა ჯიბეში საკმარისი თანხა უჩნდებათ, მზად არიან აქეთ-იქით გაფანტონ. რა იცი, იქნებ ხვალ კრიზისი, რევოლუცია, უცხოელების შემოჭრა მოხდეს. რა აზრის აქვს ფულის დაგროვებას, თუ ხვალ არ დადგება?

მე-7 ადგილი – კურო

ამ ჯიუტი ნიშნის წარმომადგენლებს თავის მოსაწყლება უყვართ. სხვათა შორის, ფული ყოველთვის აქვთ. გამომუშავებული თანხა კომფორტული ცხოვრებისთვის ყოფნის, მაგრამ სხვა არაფრისთვის. კურომ როგორც კი არ უნდა ეცადოს, სასტიკი სამყაროს გამდიდრების საშუალებას არ აძლევს.

კურო ყველაზე მეტად სტაბილურობას აფასებს და სამუშაოზე მყარი გარანტიები სჭირდება: დღე-დღეზე გადახდა, კარგი დაზღვევა და ფიქსირებული შვებულება. აი, რა სჭირდება ბედნიერებისთვის!

მე-6 ადგილი – ლომი

ლომი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ნამდვილი მეფეა. როგორც ცნობილია, მეფე ღარიბი არ უნდა იყოს. თუმცა ლომს ფული სჭირდება იმისთვის, რომ თვალებში ნაცარი შეგაყაროთ. წარმატებული და მდიდარი ლომები სახლში იაფი ლაფშით იკვებებიან, ხოლო მათი პრესტიჟული ბინები ტარაკანებით სავსეა.

სხვათა შორის, ლომისთვის მნიშვნელოვანია ჩვენება და არა ყოფნა. ასეთი ქცევა მათთვის მომგებიანია: ძლიერი სამყაროს საზოგადოებაში ტრიალით თავისი პირველი მილიონის გამომუშავებას ახერხებს. შემდეგ კიდევ ერთის და კიდევ ერთის..

მე-5 ადგილი – კირჩხიბი

კირჩხიბს ფული სასიცოცხლოდ სჭირდება. სჭირდება და მორჩა! ვერ ვიტყვით, რომ ეს უარყოფითი თვისებაა, რადგან კირჩხიბს ყველაფერი სახლში მიაქვს. ამ ზოდიაქოს ნიშანს დაგროვება ახასიათებს, რადგან ხვალინდელი დღე ძალიან აწუხებს. კირჩხიბმა ზუსტად უნდა იცოდეს, საქმე, რომელზეც დღე და ღამე მუშაობს, საკმარის ფინანსურ ნაყოფს გამოიღებს.

მე-4 ადგილი – ვერძი

ვერძის ბობოქარი ხასიათი პროგრესის მატარებელია. ვერძები ბავშვობიდანვე რისკზე გიჟდებიან და ყველა შესაძლო ფინანსურ თავგადასავალში ეშვებიან. ბუნებრივი სიმამაცე და იმპულსურობა ვერძს საკმარისი ქონების დაგროვებაში ეხმარება, თუმცა მსხვილი თანხა ამ ზოდიაქოს ნიშნის ჯიბეში დიდხანს არ რჩება. ფინანსური კეთილდღეობა სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული თანამგზავრია!

მე-3 ადგილი – თხის რქა

თხის რქა ყულაბის ქონას ოსტატურად ითვისებს: ბევრს შოულობს და ცოტას ხარჯავს. ამ იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნისთვის ფული მხოლოდ უფრო მეტი თანხის გამომუშავების საშუალებაა. რა საჭიროა უსარგებლო ხარჯები, თუ შთამბეჭდავი თანხა შეგიძლიათ თვითგანვითარებაზე დახარჯოთ.

ცოდნა არის ის, რაც თხის რქას უფრო მეტი თანხის გამომუშავებაში ეხმარება. შრომისმოყვარეობა მისი თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელიც დასახული მიზნის მარტივად მიღწევაში ეხმარება.

მე-2 ადგილი – მორიელი

საპატიო მეორე ადგილს მორიელი იკავებს, რადგან ის ფულზე გიჟდება და თავის მხრივ, ფულსაც უყვარს. ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად მორიელი ყველაფრისთვის მზადაა! ტიპიური მორიელი შესანიშნავი ბიზნესმენია.

თუმცა, თუ ზოდიაქოს ეს ნიშანი 40 წლამდე თვითდამტკიცებას ვერ შეძლებს, ფულის გამომუშავების ყველა მცდელობა უშედეგო იქნება. თუ მორიელმა მსხვილი თევზის დაჭერა შეძლო, მის შემდეგ 10 თაობა ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება.

1-ელი ადგილი – ქალწული

აი ისინი, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანები! ქალწულის ფინანსური კეთილდღეობა დაუღალავი შრომის და ასკეტიზმის შედეგია. ქალწული მილიარდერია, რომელსაც 10 დოლარიანი შარვლის ყიდვა არ რცხვენია. შარვალი შარვალია, სამაგიეროდ ლონდონსა და ნიუ-იორკში პირველი კლასით მგზავრობთ.

ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური ჰოროსკოპი ფიქრების და სურვილების საჭირო რელსებზე გადაყვანის, თქვენი ხედვის შეცვლის და მატერიალური ცხოვრების დალაგების შესანიშნავი მეთოდია.