თურქული ღვეზელები ტაფაზე: რეცეპტი

0
6168

ბაზლამა – ესაა თურქული ღვეზელი. თურქები მას მიირთმევენ ჩაისთან, საუზმეზე. სამარხვო ღვეზელებს კი კარაქს უსვამენ. ასევე, ბაზლამა ძალიან უხდება მყარ ყველსაც.

კლასიკური რეცეპტით, იგი საფუვრითა და წყლით მზადდება. თუმცა, თუ საფუვრიან ცომთან არ მეგობრობთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული რეცეპტი ნამდვილად მოგეწონებათ.

როგორ მოვამზადოთ ღვეზელები ტაფაზე

უზარმაზარი პლუსი ისაა, რომ ინგრედიენტები ერთი ხელის თითებზე ჩამოითვლება. საჭირო არაა ძვირადღირებული პროდუქტები, მიუწვდომელი სანელებლები. მხოლოდ მარტივი პროდუქტები, რომლებსაც სამზარეულოში ყოველდღე ვხედავთ. ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ თურქული ღვეზელი საშინაო პირობებში.

ინგრედიენტები

  • 400 გ ხორბლის ფქვილი
  • 250 მლ კეფირი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ჩ.კ. სოდა

მომზადება

1. გაცერით ფქვილი, მარილი და სოდა.

2. მოზილეთ რბილი ცომი. კეფირის კონსისტენციის მიხედვით, იგი შეიძლება უფრო ნაკლები ან მეტი დაგჭირდეთ, ვიდრე ზემოთაა მითითებული. მთავარია, ნაზი ცომი გამოგივიდეთ.

3. ცომი ხელებზე რომ არ მიგეწებოთ, შეიზილეთ მათზე მცენარეული ზეთი.

4. შედგით ცომი მაცივარში 10 წუთით.

5. გააბრტყელეთ ცომი და დაყავით 5 ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ მრგვალად.

6. დახვრიტეთ ცომი მთელ პერიმეტრზე ჩანგლით. გაახურეთ ტაფა ჯარგად.

7. საშუალო ცეცხლზე, ორივე მხარეს შეწვით ღვეზლები ოქროსფრამდე. ტაფაზე რამის წასმა საჭირო არაა. როცა ღვეზლები შეიწვება, შეგიძლიათ მათ კარაქი წაუსვათ.

უბრალოდ შეხედეთ, როგორი მადისაღმძვრელი ღვეზლები გამოვიდა. ისინი მშვენივრად ჩაანაცვლებს ნაყიდ პურებს. არაფერია იმაზე მარტივი, ვიდრე კეფირზე ღვეზლების მომზადება.

ეს დიასახლისი ისე მოხერხებულად ამზადებს ღვეზკებს, რომ მათ მომზადებაში სულ 15 წუთი სჭირდება. ნახეთ ვიდეო, რომელშიც იგი დაწვრილებით მოგვიყვება, თუ როგორ მოვამზადოთ ფუმფულა, ხრაშუნა ღვეზლები.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი