როგორ მოვამზადოთ კეფირისგან ხაჭო

1164

ბაზრობაზე ან მაღაზიაში გემრიელი ხაჭოს ყიდვას ყველა ვერ ახერხებს. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ხშირად დანამატებს იყენებენ,, რომ პროდუქტის შენახვის ვადა გაზარდონ, ხოლო რძის დახლებზე გამყიდველები ნდობას დიდად არ იწვევენ.

სასარგებლო პროდუქტი რაციონიდან რომ არ გამორიცხონ, ბევრი დიასახლისი ხაჭოს თავად ამზადებს. პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადია. თუმცა უფრო მარტივი მეთოდიც არსებობს!

© Depositphotos

როგორ მოვამზადოთ ხაჭო კეფირისგან

დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ ხაჭო კეფირისგან სახლის პირობებში. მომზადებაზე ზუსტად 5 წუთი დაგეხარჯებათ. ამასთან არაფრის ადუღება საჭირო არაა.

უმჟავო, რბილი ხაჭო გამოვა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უხდება. 1 ლ 3,2 %-იანი კეფირიდან 350 გრ უცხიმო ხაჭო გამოვა.

© Depositphotos

ხაჭოს მოსამზადებლად მხოლოდ 1 შეფუთვა კეფირი დაგჭირდებათ. ეკონომია არ გაწიოთ, რადგან მასზე პროდუქტის ხარისხია დამოკიდებული. შენახვის ვადას ყურადღებით დახედეთ. კეფირი ახალი უნდა იყოს და შენახვის ვადა მაქსიმუმ 5 დღე უნდა ჰქონდეს.

კეფირი ღამით საყინულეში შედგით. შეგიძლიათ ორიგინალური შეფუთვიდან არ გადმოასხათ. დილით შეფუთვა ამოიღეთ, ცოტა გადნობა აცადეთ და შეფუთა მოხსენით.

გაყინული კეფირი რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლაში გაახვიეთ და ონკანის ან თასის ზემოთ დაკიდეთ. ხაჭო მზად იქნება, როგორც კი შრატის დაწურვა დასრულდება.

ესეც, მთელი საიდუმლო! მზა უცხიმო ხაჭოს მომზადება ბევრ დროს არ წაგართმევთ. სწრაფად, მარტივად და ეკონომიურად ხაჭოს მიიღებთ! სხვათა შორის კეფირი საყინულეში შეგიძლიათ 1 დღეზე მეტხანს გააჩეროთ. სხვადასხვა ცხიმიანობის კეფირისგან სხვადასხვა რაოდენობის ხაჭო გამოდის.

მზა პროდუქტი შეგიძლიათ ჯემის, თაფლის ან არაჟნის სახით მიირთვათ, ან ორიგინალური შინაურული ყველი ან ბუტერბროდისთვის გემრიელი პასტა მოამზადოთ.

ხაჭოს პასტა ბუტერბროდისთვის

© Depositphotos

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ხაჭო
  • ახალი კამა, ქინძი
  • ნახევარი ბულგარული წიწაკა
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 2 კბილი ნიორი

მწვანილი და ბულგარული წიწაკა დააქუცმაცეთ. ნიორი დაპრესეთ. ყველა ინგრედიენტი ხაჭოს აურიეთ და გემოვნების მიხედვით მარილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

© Depositphotos

შრატის გადასხმა არ იფიქროთ. მისგან შეგიძლიათ პელმენი, ბლითი, პური, ღვეზელი ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი გამოაცხოთ. ამასთან რძის შრატი შეიცავს ლაქტოზას, რომელიც კანის ზედა ფენაზე დადებით გავლენას ახდენს, ააახალგაზდავებს და უფრო გლუვს ხდის.