აი რის ატანას ცდილობენ ჩუმად, მგზავრები თვითმფრინავის ბორტზე.

2039

აეროპორტის უსაფრთხოების ნებისმიერ ოფიცერს შეუძლია ეშმაკი კონტრაბანდისტების შესახებ რამდენიმე ათეული ამბავი გიამბოთ. რა ხრიკებს არ იყენებენ დამნაშავეები, რომ ქვეყნიდან ღირებული ნივთები გაიტანონ! სამართალდამცველები იძულებულნი არიან, მუდმივად მზადყოფნაში იყვნენ, რადგან ბოროტმოქმედები მცველების მოსატყუებლად ყოველთვის ახალ-ახალ ხრიკს იგონებენ.

ზოგჯერ უსაფრთხოების პერსონალის ხელში ჩვეულებრივი ტურისტებიც ხვდებიან. მაგალითად, ჩვენი კოლექციის ერთ-ერთმა გმირმა გადაწყვიტა აეროპორტის უსაფრთხოების ოფიცრისთვის არ ეთქვა, რომ ოკეანის ფსკერზე ნაპოვნი ძველი ბირთვი სახლში მიჰქონდა. განგაშის შედეგად მაშველებს შენობიდან რამდენიმე ასეული ადამიანის გამოყვანა დასჭირდათ!

ამ ბიჭის შემხედვარე საბჭოთა კავშირის დროინდელი ფერმერი გაგახსენდებათ. ამ გზით, უიღბლო დამნაშავე ჩინეთიდან 94 ყალბი iPhones გატანას აპირებდა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურმა კონტრაბადა ადვილად აღმოაჩინა!

მამაკაცს, რომელიც სამხრეთ კორეიდან აშშ-ს შტატში, ჯორჯიაში მიფრინავდა, სურდა რომ ბორტზე მკვდარი, შხამიანი გველებით სავსე ქილები და უამრავი პაკეტი აეტანა. მგზავრმა არ აღიარა, თუ ეს საშინელი ტვირთი რისთვის სჭირდებოდა.

აი, ამ ამსტერდამელმა წყვილმა სამხრეთ ამერიკაში დასვენების შემდეგ ხელს 200 ცოცხალი ტარანტული გამოაყოლეს. საბედნიეროდ, მცველებმა დამნაშავეები დროულად აღმოაჩინეს. ძალიან მალე ობობები თავისუფლებაზე გაუშვეს.

აეროპორტის მცველმა ქალის არათანაბრად გამობერილ კაბას ყურადღება იმწამსვე მიაქცია. მგზავრის ჩხრეკის შემდეგ მიხვდა, რომ ინტუიციამ არ უღალატა. ასე კონტრაბანდისტი ავსტრალიიდან 50 უიშვიათესი ტროპიკული თევზის გატანას ცდილობდა.

თვითმფრინავის ტუალეტში, რომელიც ტაილანდის დედაქალაქიდან, ბანგკოკიდან ინდოეთის მუმბაიში მიფრინავდა, 24 ოქროს ზოდი იპოვეს. 1,2 მლნ დოლარის აღმოჩენამ აეროპორტის თანამშრომლები საერთოდ არ გააკვირვათ. ბორტგამცილებლების თქმით, ამ მარშრუტზე ოქროს კონტრაბანდის შეტანა ჩვეულებრივი ამბავია.

წარმოდგენაც არ მაქვს, რა შეიძლება ვუწოდოთ ადამიანს, რომელმაც 4 ყუმბარით სავსე ჩემოდანი მშვიდად ჩააბარა. მეომარი რეისიდან სწრაფად მოხსნეს და დააპატიმრეს. კარგია, რომ ყუმბარები მანამ აღმოაჩინეს, სანამ თვითმფრინავი გაფრინდებოდა.

ერთი შეხედვით, თქვენს წინაშე ჩვეულებრივი ტუჩის პომადაა. ამ ნივთმა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახური მაინც აანერვიულა და სულ ტყუილად არა. უსაფრთხო კოსმეტიკის მიღმა ძალიან ძლიერი ელექტროშოკერი იმალებოდა!

ქალი საბერძნეთიდან მეტალოდეტექტორის ჩარჩოს გავლას რამდენჯერმე ცდილობდა, მაგრამ მოწყობილობამ სამწუხაროდ არ გაატარა. და ბოლოს, უბედური ტუალეტში გავიდა, გამოიცვალა და ჩვეულებრივი ერთგულების სარტყელით დაბრუნდა! წარმოიდგინეთ, აეროპორტის თანამშრომლები ამ დემონსტრაციას როგორი თვალებით უყურებდნენ.

„სასწაულმა მშობელმა“ შვილზე ეკონომიის გაწევა მოინდომა და უბრალოდ შვილი ჩემოდანში ჩასვა. რა თქმა უნდა, სკანერმა ჩემოდანში ბავშვი აღმოაჩინა. ახლა მშობლებს ციხე ემუქრებათ. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭის გადასახადები არ გადაეხადათ.

ყველაზე მარტივად ნარკომოვაჭრემ, სახელად იუდისტირიმ მოიქცა, რომელიც ნიუ-იორკის აეროპორტიდან რამდენიმე დიდი ნაჭერი თხის ხორცის გატანას ცდილობდა. რა თქმა უნდა, თხის ხორცი სუფთა კოკაინით იყო სავსე.

სტატია მომზადებულია Boredom Therapy – მიხედვით.