როგორ უნდა მოიქცეთ ავიაკატასტროფის შემთხვევაში: რჩევებმა შესაძლოა თქვენი სიცოცხლე იხსნას

1613

უამრავ ადამიანს ეშინია თვითმფრინავით ფრენა. ერთნი ტექნიკურ გაუმართაობებს უფრთხიან, მეორენი – არასაიმედო კლიმატს. თუმცა, ყველა მათგანს ერთი მთავარი შიში აერთიანებს – ავიაკატასტროფა.

თქვენს ფრენას არავითარი ფობია ან წინასწარ გამოტანილი დასკვნები არ უნდა უშლიდეს ხელს. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ კრიტიკულ სიტუაციაში, ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

ამერიკელი პილოტი, დეივ ინჩი გვიზიარებს რჩევებს, რომლებმაც ერთხელ შეიძლება თქვენი სიცოცხლე იხსნას.

როგორ მოვიქცეთ ავიაკატასტროფის დროს

1. მოაშორეთ ტელეფონი

მოვლენებისთვის ვიდეოს გადაღების დროს, შეიძლება ვერ შენიშნოთ რაღაც მნიშვნელოვანი დეტალი გარშემო. დამიჯერეთ, სიცოცხლე ყველა ლაიქსა და ნახვაზე უფრო ძვირფასია. სმარტფონი – ბოლოა, რაზეც კატასტროფის დროს უნდა იფიქროთ.

2. მიჰყევით ეკიპაჟის განკარგულებებს

მაშინაც კი, თუ ბორტზე ქაოსი და პანიკაა, არ უგულებელყოთ სტიუარდესებისა და პილოტის განკარგულებები. თვითმფრინავის წარმატებული დაჯდომის შემდეგ, მაშინვე ნუ მივარდებით გასასვლელს – დარჩით ადგილზე და დაელოდეთ ეკიპაჟის ინსტრუქციებს. ასევე, ნუ ეცდებით კარის ან ილუმინატორის დამოუკიდებლად გახსნას, სტიუარდესების პირდაპირი მითითების გარეშე.

3. დაიმახსოვრეთ ავარიული გასასვლელების მდებარეობა

ეს ჯერ კიდევ აფრენამდე უნდა გააკეთოთ. ზოგიერთი გასასვლელი შეიძლება არ გამოგადგეთ – მაგალითად, წყალზე დაჯდომის დროს. ეს, ასევე, უნდა გაითვალისწინოთ. ყოველი შემთხვევისთვის, დაითვალეთ სავარძლების რიგების რაოდენობა, რომლებიც თქვენ ავარიული გასასვლელისგან გაშორებთ. ასე შეძლებთ, მასთან ხელის შეხებით მიაღწიოთ, თუ სალონი კვამლით გაივსება.

4. მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი

ქამარი, ჰალსტუხი, ქუსლიანი ფეხსაცმელი – ეს ყველაფერი ხელს შეგიშლით სწრაფად მოძრაობაში. გარდა ამისა, ამოიღეთ ჯიბიდან ხურდები და სხვა ნივთები – დაცემის ან დარტყმის დროს, ისინი ტრავმებს გამოიწვევს.

5. მოემზადეთ ხანძრისთვის

თუ ხვდებით, რომ თვითმფრინავის ბორტზე არსებობს ხანძრის გაჩენის საშიშროება, წინასწარ მოამზადეთ ქსოვილი(მაგალითად, ცხვირსახოცი) და გაჟღინთეთ იგი წყლით. გადაადგილდით იატაკისკენ მაქსიმალურად მოხრილ მდგომარეობაში და ისუნთქეთ ამ ქსოვილის მეშვეობით.

6. არ გაბეროთ სამაშველო ჟილეტი მაშინვე

თუ თვითმფრინავი წყლით იწყებს გავსებას, შეიძლება ამის გამო ხაფანგში მოხვდეთ. ასეთ სიტუაციებში მოიხსენით ჟილეტი და ჩაეჭიდეთ მას, როგორც სამაშველო რგოლს. დანარჩენ შემთხვევებში, გაბერეთ ჟილეტი მხოლოდ გასასვლელთან ყოფნის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ავიაკატასტროფაში მოხვედრის შანსი ძალიან მცირეა, ამის შესახებ ყველა მგზავრმა უნდა იცოდეს.