5 აპლიკაცია, რომლებიც Android-იდან ახლავე უნდა წაშალოთ

1905

ამინდის აპლიკაცია, ოპტიმიზატორი, დეფოლტური ბრაუზერი – სჯობს ახლავე მოიშოროთ.

Facebook და სხვა სოციალური ქსელი

სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია, ამიტომ გასაოცარი არაა, რომ მისი მობილური აპლიკაცია თითქმის ყველა მომხმარებელს ჩამოტვირთული აქვს. მობილური კლიენტი ახალი მოწონების, თქვენი საკვების ფოტოს გამოქვეყნების და მეგობრებთან მუდმივად კავშირის ქონის საშუალებას გაძლევთ. სანაცვლოდ, სისტემური რესურსის უდიდეს ნაწილს იყენებს და მობილური გაჯეტის ბატარეის მუშაობას მნიშვნელოვნად ამცირებს. AVG Android App Report-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, სწორედ მობილური კლიენტი Facebook ანდროიდის პლატფორმაზე ყველაზე მსუნაგი პროგრამების ჰიტ-სიაში შედის.

ალტერნატივა: ფეისბუქის მობილური ვერსია ნებისმიერ ბრაუზერში გამოიყენეთ. ფუნქციურად დიდად არ განსხვავდება, სამაგიეროდ ბატარეის სწრაფად ცვეთას თავიდან აიცილებთ.

The Weather Channel და სხვა ამინდის აპლიკაცია

The Weather Channel შესანიშნავი მაგალითია, თუ უბრალო ფუნქციაზე, ამინდის პროგნოზის ასახვაზე გამომგონებლები მთელი რიგი მეგაკომბაინის აწყობას როგორ ახერხებენ. აქ შეგიძლიათ ნახოთ ანიმაციური ფონი, მეტეოროლოგიური რუკები, ინტერაქტიული ვიჯეტები და ღმერთმა იცის კიდევ რა. ყველაფერი ეს ოპერატიულ სისტემის მეხსიერებას იკავებს, ყოველ ხუთ წუთში ინტერნეტს მოიხმარს და ყველაზე უსინდისო გზით ბატარეას აჯენს.

ალტერნატივა: ეკრანზე მოცემულ ფანჯარაში უფრო მეტ ინფორმაციას დაინახავთ, ვიდრე სამუშაო მაგიდის ვიჯეტი. თუ პროგნოზი გჭირდებათ, Google ყველაზე საიმედო პროგნოზს გთავაზობთ.

AntiVirus FREE და სხვა ანტივირუსული პროგრამები

ანდროიდის სისტემაზე ანტივირუსული პროგრამის აუცილებლობაზე საკმაოდ ცხარე კამათი მიდის. ვემხრობი მოსაზრებას, რომ თუ მოწყობილობაზე root-უფლება არ მიიღეთ და გასატეხ პროგრამებს არ აყენებთ, მაშინ ანტივირუსი არ გჭირდებათ. კომპანია Google თავისი მაღაზიის შემადგენლობას ყურადღებას აქცევს და პოტენციურ საფრთხეს წამიერად შლის, ამიტომ ანტივირუსის აქტიური მონიტორინგი თქვენს სმარტფონს ტყუილად შეაფერხებს.

ალტერნატივა: თუ გაჯეტის ჯანმრთელობაში ეჭვი გეპარებათ, მოწყობილობა ანტივირუსი დააყენეთ, დაასკანერეთ ტელეფონი და შემდეგ აპლიკაცია წაშალეთ.

Clean Master და სხვა ოპტიმიზატორული სისტემა

სასწაულის რწმენა სხვადასხვა „გამწმენდი“ და „ოპტიმიზატორული“ აპლიკაციების გავრცელების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გუგლის საუკეთესო პროგრამისტებმა სისტემის გონებაზე მოყვანა ვერ შეძლეს და ამ „გამომგონებლებმა“ საქმე საკუთარ ხელში აიღეს! იმედი უნდა გაგიცრუოთ: მსგავსი აპლიკაციების უმეტესობა არაფერს აკეთებს, ან შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. ქეშის გაწმენდა, ძველი პროგრამების წაშლა ჩაშენებული სისტემური მოწყობილობებით შეიძლება. მეხსიერების გაწმენდა სინამდვილეში პროგრამის ჩართვას და ანდროიდის მუშაობას ანელებს.

ალტერნატივა: ანდროიდში არსებული ინსტრუმენტები გამოიყენეთ, რომ აპლიკაციების კეშები გაწმინდოთ. მეხსიერების ოპტიმიზაცია დაივიწყეთ.

დეფოლტური დრაუზერი

ზოგიერთი მწარმოებელი და გამომგონებელი თავის მოდელებს ბრაუზერის სპეციალური ვერსიებით ავსებს. როგორც წესი, მათში რეკლამების მთელი რიგი და არასაჭირო კონტენტია. გარდა ამისა, არავინ იქნება პასუხისმგებელი, რომ ასეთი ბრაუზერიდან ინფორმაციის გაჟონვა არ ხდება. სჯობს მსგავსი პროგრამა არ გამოიყენოთ და თუ შესაძლებელია სისტემიდან საერთოდ წაშალოთ.

ალტერნატივა: ანდროიდისთვის არსებობს ათობით კარგი ბრაუზერი, მაგრამ ყველაზე საიმედო და სწრაფი Google Chrome-ია. მას თანამედროვე ტექნოლოგიური მხარდაჭერა აქვს, მობილური ინტერნეტის ეკონომიის უნარი აქვს და მარტივი და გასაგები სისტემა აქვს.

ანდროიდ პლატფორმისთვის ყველაზე მავნე აპლიკაციად რომელს თვლით?