3 გზა ტყავის ჩანთაზე ნაკაწრების მოსაშორებლად

1848

ტყავის ჩანთა – ქალის გარდერობის კლასიკური ატრიბუტია, რომელსაც კარგი გემოვნებისა და სტატუსის დემონსტრირება შეუძლია. თუმცა, ყველაზე ხარისხიანი და ძვირადღირებული ტყავიც კი არაა დაცული ნაკაწრებისგან.

როგორც წესი, როცა ნაკაწრები ნატურალურ ტყავზე ჩნდება, ქალბატონები ნერვიულობენ, რაც გასაკვირი არაა, რადგან ფიქრობენ, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს. საბედნიეროდ, ჩვენ ვიცით 3 საშუალება ტყავის ნაკეთობიდან ნაკაწრების მოსაშორებლად.

1. აღდგენის საგანგებო ვარიანტი

ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება ტყავზე ნაკაწრების დასამალავად – ესაა ფეხსაცმლის კრემის გამოყენება. აქ მნიშვნელოვანია სწორი ფერის შერჩევა – თუ ამას ვერ შეძლებთ, უბრალოდ გააშორეთ კრემი ტყავს ჩვეულებრივი სველი ხელსახოცებით.

ასეთი მეთოდის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ მცირე ზედაპირული ნაკაწრების დამალვას ცოტა ხნით. რა თქმა უნდა, არსებობს უფრო რადიკალური მეთოდიც – მარკერის გამოყენება, რამაც შეიძლება ტყავი გააფუჭოს, განსაკუთრებით, თუ იგი ხარისხიანია.

2. ფრჩხილის ლაქი

თუ ნაკაწრები გალაქულ ჩანთაზე გაჩნდა, მათი მოშორება მარტივია ფრჩხილის შესაფერისი ფერის ლაქის გამოყენებით. აქ შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ ჩანთის ზუსტი ფერის ან უფერულ ლაქებს შორის.

უფერული ლაქის გამოყენება საშუალებას იძლევა მცირე ზომის ნაკაწრების დაფარვისა. ხოლო თუ დაზიანებები უკვე ღრმაა და ძირითად მასალას ეხება, უკვე საჭიროა ზუსტი ფერის ლაქის შერჩევა. ეს პროცედურა თვის განმავლობაში რამდენჯერმე მაინც უნდა გაიმეოროთ. ლაქის ერთხელ წასმა და შედეგის ლოდინი საკმარისი არაა.

3. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი, ასევე, ეფექტურად ებრძვის ყველა არსებულ ნაკაწრს ტყავზე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბევრი, თუმცა მცირე ზომისაა.

როგორც წესი, ასეთი ნაკაწრები ტყავის ჩანთაზე სავსებით ნორმალურად. ამიტომ, ზეითუნის ზეთი დაგეხმარებათ მათ გადაფარვაში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ზეითუნის ზეთის წასმა უმჯობესია ბამბის დახმარებით, შესაძლებელი რომ იყოს მისი რაოდენობის განსაზღვრა. აღდგენის პროცესი შემდეგნაირად უნდა მიმდინარეობდეს:

  • აიღეთ ნატურალური ზეითუნის ზეთი და წაუსვით ბამბას.
  • ბამბა ფრთხილად წაუსვით დაზიანებულ ტყავს.
  • ამის შემდეგ, აიღეთ მსუბუქი ქსოვილი(სუფთა) და წრიული მოძრაობებით შეაზილეთ ცხიმი ტყავს.
  • დაელოდეთ 1 საათით მაინც, სანამ სრულად არ გაჩნდება.

თუ პირველივე პროცედურის შემდეგ საჭირო შედეგს ვერ მიიღებთ, გაიმეორეთ. თუ შედეგი არც მეორე ცდაზე მიიღეთ, მაშინ სხვა საშუალება გამოიყენეთ.

მეთოდი ეფექტურად უმკლავდება მხოლოდ მცირე ზომის ნაკაწრებს, უფრო ღრმა დაზიანებებს კი სპეციალიზებული რემონტი და აღდგენა სჭირდება.