გასტრიტის 10 ფარული ნიშანი, რომლის უგულებელყოფაც დაუშვებელია.

2997

გასტრიტი – ესაა დაავადება, რომელსაც კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება ახასიათებს. მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში, იგი კუჭის წყლულსა და კიბოსაც კი იწვევს. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ადამიანებს სურთ იმის ცოდნა, თუ როგორ “ამოიცნონ” გასტრიტი.

თუ ფიქრობთ, რომ ეს მარტივია, ცდებით. გასტრიტის სიმპტომათა უმეტესობა საკმაოდ ბუნდოვანია და შეიძლება მარტივად მიეწეროს სხვა, ნაკლებად საშიშ მდგომარეობებს.

გარდა ამისა, Helicobacter pylori ბაქტერიათა ის ტიპია, რომელიც იწვევს გასტრიტს და თავს ცალკეული სიმპტომებით ავლენს, რომლებიც მხედველობიდან ნგვეპარება ხოლმე. ამ ბაქტერიების მატარებელია მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი, ამიტომ დიდი შანსია, რომ თქვენც დაავადდებით.

10 ფარული ნიშანი იმისა, რომ გასტრიტი გაქვთ

1. გულისრევა

ნაღველი – ესაა თხევადი ნივთიერება, რომელიც ღვიძლში წარმოიქმნება და ინახება ნაღვლის ბუშტში. იგი ეხმარება წვრილ ნაწლავს ყველა სახის ცხიმის გადამუშავებაში. როცა ღვიძლში ნაღველი მოძრაობას იწყებს Helicobacter pylori-ს ინფექციის გამო, ამან შეიძლება გულისრევის შეგრძნება გამოიწვიოს.

2. ვიტამინ B12-ის დეფიციტი

თქვენ ვიტამინ B12-ის დეფიციტი გაქვთ მიუხედავად იმისა, რომ სწორად იკვებებით? ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-სა და სისხლის ფუნქციაში. საკმარისი ვიტამინის შემცველი პროდუქტის მოხმარება დადებითად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე. ამ ვიტამინის დეფიციტის დროს, შემდეგი სიმპტომები აღინიშნება:

  • დაღლილობა
  • სიფერმკრთალე
  • გახები
  • გლუვი ენა
  • გაბუჟება და ჩხვლეტა
  • მხედველობის დაკარგვა
  • მეხსიერების დაკარგვა
  • გახშირებული გულისცემა
  • თავბრუსხვევა
  • კუჭის აშლილობა
  • ქოშინი
  • დეპრესია
  • კუნთოვანი სისუსტე
  • მადის დაკარგვა
  • ქცევითი ცვლილებები

3. დიარეა და მუცლის სპაზმები

გასტრიტი – საკმაოდ დაუნდობელი დაავადებაა. როცა იგი გამწვავდება, ზოგიერთი სიმპტომი მინიმუმ 7 დღის განმავლობაში არ გადადის. თუმცა, ეს ხშირად გვეპარება მხედველობიდან. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია მუცლის სპაზები და დიარეა, ან ერთ-ერთი, ან ორივე. თუმცა, მაშინაც კი, თუ მას გულისრევა ახლავს, ადამიანებს კვებითი მოწამლვის სიმპტომები ჰგონიათ.

4. სიმძიმე კუჭში

კუჭში სისავსის შეგრძნება გაქვთ მცირეოდენი საკვების შემდეგაც კი? ეს შეიძლება გასტრიტის ფარული სიმპტომი იყოს. რატომ ხდება ეს? ჰელიკობაქტერიები იწვევს კუჭში გაზების წარმოქმნას, რაც მის სისავსის შეგრძნებას ქმნის. სამწუხაროდ, თქვენ რეალურად დანაყრებული არ ხართ, ამიტომ საკვების მოხმარების შემცირება გამოიწვევს კვების პრობლემებს, ბაქტერიული ინფექციის პარალელურად.

5. ნაწლავური სისხლდენა

თამამად შიძლება ითქვას, რომ ნაწლავური სისხლდენა საშიშია და, ჩვეულებრივ, იგი თავს განავლის სიმუქით იჩენს. თუმცა, არსებობს სხვა ნიშნებიც:

  • თავბრუსხვევა
  • სიფერმკრთალე
  • მუცლის სპაზმები
  • ქოშინი
  • დაღლილობა
  • ყაბზობა
  • სისუსტის შეგრძნება

6. შებერილობის შეგრძნება

მეტეორიზმი ძალიან გავრცელებული სიმპტომია და, ხშირ შემთხვევაში, ეს სანერვიულო არაა. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა სახეზეა შემდეგი ნიშნები:

  • მუდმივად შებერილი მუცელი
  • მუცლის შებერილობა ჭამის შემდეგ
  • დისკომფორტი ნაწლავებში
  • კუჭის აშლილობა
  • კუჭის გაღიზიანება საკვების ყოველი მიღების შემდეგ
  • მადის დაკარგვა
  • ციება
  • სისუსტე

ეს ყველაფერი შეიძლება გასტრიტზე მიუთითებდეს. თუ გაგიმართლებთ, ეს შეიძლება უბრალოდ დისპეპსია იყოს – თუმცა ამის განსაზღვრა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

7. ნაწლავების ანთებითი დაავადება

ნაწლავის ანთებითი დაავადება(ნად) – ესაა დაავადება, რომელსაც საჭმლის მომნელებელ სისტემაში მნიშვნელოვანი დარღვევების გამოწვევა შეუძლია. სამწუხაროდ, იგი, ასევე, ზრდის გასტრიტის გაჩენის რისკს.

8. წონაში კლება

ბევრი ჩვენგანი წონაში კლებას დადებით მოვლენად მიიჩნევს, თუმცა სულ ტყუილად. შეიძლება მხედველობიდან გამოგეპაროთ ის ფაქტი, რომ უეცარი, აუხსნელი კლება წონაში, ჩვეულებრივ, იმის ნიშანია, რომ ორგანიზმში რაღაც არასწორად მიმდინარეობს. საჩვენებელი მაგალითი: კიბოთი დაავადებულები წონაში ძალიან სწრაფად იკლებენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

9. ბოყინი

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჰელიკობაქტერიები გაზების დაგროვებას იწვევს, ამიტომ შეიძლება მუცლის შებერილობა და სისავსის შეგრძნება გქონდეთ გასტრიტის დროს. კიდევ ერთი გვერდითი მოვლენა ამ პრობლემისა არის ის, რომ უფრო ხშირად აბოყინებთ, ვიდრე ჩვეულებრივ.

კუჭი სპეციალურად ნაწარმოებ მჟავებს საკვების დასამუშავებლად, დასაშლელად და მოსანელებლად იყენებს. კუჭის ლორწოვანი გარსის ამ მჟავისგან დასაცავად, იქმნება ლორწოვანი ბარიერი. პილორი ლორწოვან გარსს ასუსტებს. დროთა განმავლობაში, ამას შეუძლია კუჭის წყლულის გამოწვევა, თუმცა, დასაწყისში ეს თავს, ძირითადად, ბოყინით იჩენს.

10. ანემია

ხშირ შემთხვევაში, ანემია რკინის უკმარისობათანაა დაკავშირებული, თუმცა, ხანდახან ეს სხვა ისეთ მნიშვნელოვან დაავადებასთანაა დაკავშირებული, როგორიც გასტრიტია. თუ შესაფერისი დიეტა გაქვთ, რომელიც დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, ანემიის ნიშნებს უნდა უფრთხილდეთ.

ანემიის ზოგიერთი სიმპტომი:

  • ენერგიის უკმარისობა
  • ქოშინი
  • გახშირებული გულისცემა
  • თავბრუსხვევა
  • ფეხის კრუნჩხვები
  • დაღლილობა და გამოფიტვა
  • კანის სიფერმკრთალე
  • თავის ტკივილები
  • უძილობა

როგორ ჩნდება ანემია გასტრიტის დროს? ეს დაავადების იშვიათი ფორმის სიმპტომია, რომელიც ცნობილია, როგორც ეროზიული გასტრიტი. ეს ცვლილება იწვევს კუჭის წყლულს, ხოლო შემდეგ კუჭის სისხლდენას. სისხლის ქრონიკული  დაკარგვა ანემიას იწვევს.